რუბრიკები
როგორ ვისუნთქოთ
mkurnali.geსწორად სუნთქავთ? - ამ კითხვაზე, შესაძლოა, ბევრს გაეცინოს - ჩვენ ხომ განუწყვეტლივ ვსუნთქავთ, უამისოდ სიცოცხლე წარმოუდგენელია! მიუხედავად ამისა, ბევრი სუნთქავს არასწორად - ბოლომდე არ იყენებს ფილტვების სასუნთქ ტევადობას და ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვერ აწვდის.


სუნთქვის  მაკონტროლებელი ცენტრი
თავის ტვინში, კერძოდ, მოგრძო ტვინში მდებარეობს ავტომატურად მოქმედი სუნთქვის ცენტრი. სწორედ მისგან გამომავალი ნერვული იმპულსების მეშვეობით სუნთქავს ადამიანი ძილში და უგონო მდგომარეობაშიც კი სუნთქვის ტიპები
არსებობს სამი ტიპის სუნთქვა: მკერდზედა, მკერდქვედა (დიაფრაგმული) და მუცლისმიერი. სამივე ნორმალურია, მაგრამ მათ შორის ფიზიოლოგიურად ყველაზე მეტად მუცლისმიერი სუნთქვაა გამართლებული. ახალშობილის სუნთქვას თუ დააკვირდებით, დაინახავთ, როგორ ფართოვდება ყოველი ჩასუნთქვისას მისი გულმკერდი, როგორ იწევს ზემოთ მუცელი, ამოსუნთქვისას კი გულმკერდის პარალელურად მუცელიც ეშვება. მოზრდილი ადამიანის სუნთქვის პროცესზე დაკვირვებისას კი შეამჩნევთ, რომ სუნთქვაში მუცელი თითქმის არ მონაწილეობს, მხოლოდ გულმკერდი მოძრაობს. ცხოვრების დაძაბული რიტმისა და ხშირი სტრესის გამო მოზრდილთა უმრავლესობა გადაეჩვია სწორ სუნთქვას. ამას ემატება თანამედროვე ცხოვრების წესი - უმრავლესობა დიდ დროს ხელოვნურად შექმნილ ატმოსფეროში, გამათბობლებითა და კონდიციონერებით გამომშრალ გარემოში ატარებს. ტანზე მჭიდროდ მოტმასნილი და სინთეზური ქსოვილისგან დამზადებული სამოსი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კანიდან ორგანიზმში ჟანგბადის შეღწევას. საბოლოოდ კი ჟანგბადის დეფიციტი ამა თუ იმ პათოლოგიის მიზეზად იქცევა. სწორი სუნთქვა
სწორია მშვიდი და ღრმა სუნთქვა, რომელიც სამფაზიანია: წამამდე ხანგრძლივობის ჩასუნთქვა, ნახევარწამიანი პაუზა და ერთწამიანი ამოსუნთქვა. სწორი სუნთქვა:
  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს ნივთიერებათაAცვლას;
  • არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუცლით სუნთქვა, რომელიც:
  • აქვეითებს არტერიულ წნევას;
  • ამცირებს გულის დატვირთვას;
  • ახორციელებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ერთგვარ მასაჟს;
  • აქვს ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი;
  • მუცლის კუნთების მუდმივი მოძრაობის წყალობით ხელს უშლის მუცელსა და თეძოებზე ცხიმის ჩალაგებას და ადამიანს ტანადობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ვისწავლოთ მუცლით სუნთქვა
იმის დასადგენად, სწორად სუნთქავთ თუ არა, დაჯექით მოხერხებულად, მოეშვით და შეიგრძენით, როგორ სუნთქავთ. ნუ ეცდებით, შეგნებულად ჩაერიოთ ამ პროცესში. უმეტესად ადამიანი გულმკერდით ზედაპირულ სუნთქვას სჯერდება და არ ახდენს ფილტვის მწვერვალების ვენტილაციას, რაც მხოლოდ მუცლით სუნთქვით მიიღწევა. გთავაზობთ ვარჯიშს, რომელიც მუცლით სუნთქვაში დაგეხმარებათ: 1. ვარჯიშის დაწყებამდე მოიხსენით ქამარი და გაიხადეთ ტანსაცმელი, რომელიც თავისუფლად მოძრაობას გიშლით;
2. დაწექით ზურგზე მყარზედაპირიან საწოლზე ან იატაკზე. მუხლები მოხარეთ. თავი ისე დადეთ პატარა ბალიშზე, რომ გულმკერდისა და მუცლის მოძრაობაზე დაკვირვების საშუალება გქონდეთ;
3. მაქსიმალურად ამოისუნთქეთ პირით;
4. ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით და დააკვირდით, როგორ იწევს ზემოთ მუცელი. ისეთი შეგრძნება უნდა გაგიჩნდეთ, თითქოს ჰაერით ივსებით. მუცლის კუნთები მოადუნეთ, რათა დიაფრაგმა უფრო მეტად დაეშვას მუცლის ღრუში და სუნთქვაც უფრო ეფექტიანი იყოს;
5. ჩვეულებრივ, ჰაერი ყოველთვის რჩება ფილტვებში, დიაფრაგმის ზევით, და ვერ აღწევს მუცლის ღრუში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სხეულის ქვედა ნაწილი, კერძოდ, მუცელი და ქვედა კიდურები, ღრუ ორგანოებია, რომელთა ავსებაც ჩასუნთქვისას უნდა სცადოთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იმ ზედაპირის ქვეშ, რომელზეც წევხართ, მოთავსებულია მილებიანი სარდაფი. ღრმა ჩასუნთქვისას ეცადეთ, ჰაერი სწორედ მათგან შეისუნთქოთ. წარმოსახვა დაგეხმარებათ, უფრო მეტად დაძაბოთ სუნთქვა და აამოქმედოთ ამ პროცესისთვის აუცილებელი ყველა კუნთი. განაგრძეთ, ვიდრე არ შეიგრძნობთ, რომ ფილტვები ჰაერით მაქსიმალურად აივსო.
6. შემდეგ ამოისუნთქეთ პირით. ტუჩები ისე მოამრგვალეთ, თითქოს უსტვენთ - ეს ფილტვებსა და დიაფრაგმაზე უკუწნევას იწვევს. შეისვენეთ რამდენიმე წამი და ეს ყველაფერი გაიმეორეთ. ვარჯიში შეასრულეთ 15-ჯერ, თუ შეგიძლიათ, მეტჯერაც, თან თვალი ადევნეთ საკუთარ მდგომარეობას.  ერთმანეთის მიყოლებით გაიმეორეთ 6-ვე ეტაპი, ეცადეთ ერთმანეთს შეუნაცვლოთ გულმკერდისმიერი და მუცლისმიერი სუნთქვა.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"იყიდება კოშკურა ამწე КБ-403 А გამართულ, მუშა...
"შევიძენ! ყველაზე მაღალ ფასად, გერმანულ და ჩეხურ...
"ქარელის რაიონში იყიდება სათბური სასწრაფოთ თავისი გათბობის...