ხერხემლის ქრონიკული ტკივილის დასაძლევად ფიზიკური აქტივობაა საჭირო
ადამიანები ფიზიკურად აქტიურებად ითვლებოდნენ, თუ კვირაში მინიმუმ 2-ჯერ, 60 წუთის განმავლობაში ვარჯიშობდნენ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთი აქტივობა მწვავე ტკივილზე არ მოქმედებდა, ხოლო ქრონიკულის კუთხით ეფექტური იყო.
ექიმები გვირჩევენ მსუბუქი ფიზიკური აქტივობით, ფეხით სიარულითა და ცურვით დავიწყოთ. თუ ვარჯიშის შემდეგ აღინიშნება სხეულში მცირე ტკივილი, რომელიც ცოტა ხანში გაივლის, ყველაფერი ნორმალურადაა და აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაგრძელება.
ზურგის ტკივილისას სჯობს მოვერიდოთ სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიცაა ჩოგბურთი, გოლფი.
ლალი ჩხიკვაძე