რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ცოფი

ცოფი ძალიან მძიმე ვირუსული დაავადებაა. ადამიანის დასნებოვნება შეუძლია დაავადებულ ძაღლს, კატას, მელიას, მგელს, ძროხას, ცხენს, ფრინველებსაც კი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ადამიანისგან ინფიცირებაა გამორიცხული.

ცოფის ვირუსი გარემოში დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ერთად გამოიყოფა და დაკბენილის ორგანიზმში ჭრილობიდან ან ლორწოვანი გარსიდან ხვდება. ნაკბენი ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა, კბენის მომენტისთვის ცხოველს ჯერ კიდევ არ ეტყობოდეს დაავადების გარეგნული ნიშნები. რაკი ინფიცირება უმეტესად ძაღლის ნაკბენით არის გამოწვეული, დაავადებას სწორედ ამ ცხოველის მაგალითზე მიმოვიხილავთ. ძაღლებში ცოფის საინკუბაციო (ფარული) პერიოდი 14-16 დღეა. დაავადება ვლინდება ძლიერი აგზნებით, გუგების გაფართოებით, მოუსვენრობით. ძაღლი შეიძლება გაიქცეს შინიდან, ყეფის გარეშე თავს დაესხას და უკბინოს ადამიანს ან ცხოველს, გადაყლაპოს ესა თუ ის საგანი. დაავადებას თან სდევს ძლიერი ნერწყვდენა და ღებინება. წყლის შიში მისი აუცილებელი სიმპტომი არ გახლავთ. აგზნების პერიოდი გრძელდება 1-3 დღე. შემდეგ ვითარდება დამბლა და ძაღლი კვდება. არსებობს ცოფის წყნარი ფორმაც - ცხოველი აღგზნებული არ არის და ადამიანს თავს არ ესხმის.

რა ემართება ადამიანს

ცოფის ვირუსი კბენის ადგილიდან თავისა და ზურგის ტვინისკენ არა სისხლის, არამედ ნერვული ღეროებისა და პერინერვული სითხის მეშვეობით გადაადგილდება. თავისა და ზურგის ტვინში მოხვედრილი ვირუსი ინტენსიურად მრავლდება და იწვევს ანთებით პროცესს, რომელიც ვლინდება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვით, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით. თავის ტვინიდან ვირუსი ნერვული ღეროებითვე ხვდება კუნთოვან ქსოვილსა და სანერწყვე ჯირკვლებში. ტვინის უჯრედებში ვირუსის გამრავლება შეუქცევადია, ამ ეტაპზე მკურნალობა შეუძლებელია. ცოფის საინკუბაციო პერიოდი 10 დღიდან 1 წლამდე გრძელდება, უმეტესად კი 30-90 დღეს შეადგენს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კბენის ადგილსა და ჭრილობის სიღრმეზე, დაკბენილის ასაკზე, ცოფის საწინააღმდეგო შრატის მიღების ვადაზე. თავის არეში კბენისას საინკუბაციო პერიოდი შედარებით ხანმოკლეა. დაავადებას წინ უძღვის შემდეგი სიმპტომები: ნაკბენი წითლდება, კანი შუპდება, თავს იჩენს წვისა და ქავილის შეგრძნება. სხეულის ტემპერატურა 37,5-380ჩ-მდე იმატებს. ადამიანს ეუფლება გაღიზიანება, აუხსნელი შიში, უძილობა, უგუნებობა, უმადობა, უჩივის თავის ტკივილს, უჭირს ყლაპვა, სუნთქვა. ეს პერიოდი 1-დან 3 დღემდე გასტანს. შემდეგ დგება მკვეთრი აგზნებადობის პერიოდი, რომლის ხანგრძლივობაც ასევე 1-3 დღეა. ამ პერიოდში თავს იჩენს წყლის შიში (ჰიდროფობია). დალევის მცდელობისას ვითარდება მტკივნეული სპაზმი, რის გამოც ავადმყოფი უარს ამბობს სმაზე, ხოლო შემდეგში წყლის დანახვა და მასზე ფიქრიც კი ხახის კუნთების სპაზმს იწვევს. სპაზმს იწვევს ასევე კანის გაღიზიანება ცივი საგნით და ჰაერის მოძრაობაც კი (აეროფობია). გუგები ფართოვდება, სახე იკრუნჩხება და ლუჯდება, ნერწყვდენა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი მას ირგვლივ აშხეფებს. მოსალოდნელია ჰალუცინაცია, ბოდვა, დაულაგებელი ლაპარაკი, შფოთვა. დროთა განმავლობაში ავადმყოფს გაშმაგება ეუფლება და შესაძლოა, უკბინოს კიდეც ახლოს მყოფს. არის შემთხვევები,  როდესაც ცოფი ატიპურად მიმდინარეობს:  არ აღინიშნება ჰიდროფობია, აეროფობია და აგზნება. ამ ფორმისთვის დამახა-სიათებელია სხვადასხვა გავრცობის დამბლა. ქრონიკული ალკოჰოლიზმის ფონზე ცოფს ძლიერი ჰალუცინაციები სდევს თან.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმა ხდება დაავადების გამოვლინების შემდეგ, კლინიკურ სურათსა და ეპიდანამნეზზე დაყრდნობით (რაც იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფი მიუთითებს

You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაკბენზე ან კონტაქტზე დაავადებულ ცხოველთან).

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. ავადმყოფს ათავსებენ ცალკე პალატაში, უქმნიან წყნარ გარემოს, გამორიცხავენ გამაღიზიანებელ ფაქტორებს: ხმაურს, სინათლეს, ხმამაღალ ლაპარაკს. აჭმევენ ფრთხილად, რათა არ განუვითარდეს საყლაპავი კუნთების სპაზმი. ინიშნება ინექცია, რომელიც ფსიქომოტორულ აგზნებას აქვეითებს. დაავადების პირველ საათებში შეჰყავთ ცოფის საწინააღმდეგო გამაგლობულინის დიდი დოზა.

პირველი დახმარება

კბენისთანავე, ექიმთან ვიზიტამდე, ჭრილობა გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ წყლით და საპნით. არ ეცადოთ სისხლდენის დაუყოვნებლივ შეჩერებას - სისხლდენისას ჭრილობიდან ცხოველის ნერწყვი გამოიყოფა. ჭრილობის დაბანის შემდეგ კანი მის ირგვლივ უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური საშუალებით (იოდის სპირტხსნარით, სპირტით და სხვა) და დაედოს სტერილური ნახვევი. ამის შემდეგ დაშავებული მიჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ექიმი მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას განსაზღვრავს. ნერვული ღეროებით ვირუსის ნელი გადაადგილება - 1-3 მმ საათში - საშუალებას იძლევა, ცოფის ვირუსით ინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაში ხანგრძლივად დავაკვირდეთ ძაღლს, რომელმაც ადამიანს უკბინა. თუ კბენიდან 10 დღის განმავლობაში ძაღლს დაავადების სიმპტომები გამოაჩნდა, დაშავებულს უნდა გაუკეთდეს აცრა. თუ ცხოველზე დაკვირვება არ ხერხდება (ძაღლი მაწანწალაა და ვერ დაიჭირეს) ან ნაკბენი ტვინთან ახლოს (ყელზე, სახეზე) მდებარეობს, აცრა დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. აცრა გულისხმობს ნაკბენ ადგილას (ვირუსის გასანადგურებლად) კუნთოვან ქსოვილში ანტისხეულების შეყვანას. იმავდროულად ტარდება ე.წ. აქტიური აცრა - ინექცია, რომელიც ორგანიზმს ანტისხეულების წარმოქმნას აიძულებს.

იმუნიტეტი

ცოფის საწინააღმდეგო შრატის შეყვანა ქმნის აქტიურ იმუნიტეტს, რომელიც ვაქცინაციის დამთა-ვრებიდან 2 კვირაში ყალიბდება და დაახლოებით 1 წელი ძლებს. პროგნოზი უიმედოა. 5-7 დღეში, იშვიათად - 10-12 დღეში, ზოგჯერ - ერთ დღე-ღამეშიც კი დაავადებული კვდება. იყავით ფრთხილად! დაკბენის შემთხვევაში უმჯობესია სათანადო სამკურნალო დაწესებულებას მიმართოთ. ნუ დაელოდებით დროის გასვლას და დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენას.

 


 

ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 31-01-2017
ალექსანდრე ობოლაშვილი
მოგესალმებით, გუშინ საღამოს ჩემმა ძაღლმა კბილი გამკრა თითი წვერზე. ვიზუალურად არანაირი დაზიანება არ მაქვს. ძაღლი აუცრელია. მაშინვე ხელები საპნით დავიბანე და სამედიცინო სპირტით დავიმუშავე კბილგაკრული ადგილი. აცრა დამჭირდება? მადლობა
თარიღი : 31-01-2017
ალექსანდრე ობოლაშვილი
მოგესალმებით, გუშინ საღამოს ჩემმა ძაღლმა საჩვენებელი თითის წვერზე კბილი გამკრა. ვიზუალურად კანზე დაზიანება არ ჩანს. მაშინვე ხელები საპნით დავიბანე და სამედიცინო სპირტით დავიმუშავე კბილგაკრული ადგილი. აცრა დამჭირდება? მადლობა
თარიღი : 14-12-2016
ბიჭი
გამარჯობათ,მეც მაქვს ერთი შეკითხვა.დაავადებულ ცხოველს ახასიათებს თუ არა ფეხების უეცარი დამ ბლა და წაქცევა? ვთქვათ დაავადებულმა ადამიანმა არ იცის ცხოველს აქვს თუ არა დაავადება და რა სიმპტომების შემდეგ უნდა მიმართოს იმფიცირებულმა შესაბამის დაწესებულებას?
თარიღი : 25-09-2016
სოფო
დღეს ჩემი ძმა მეზობლის კატამ დაკაწრა სისხლი წამოსვლით არ წამოსულა მაგრამ ეტყობოდა რომ შეხედავდე და მაინტერესებ აუცილბელია ტუ არა აცრის გაკეთება?
თარიღი : 11-09-2016
ნათია
გამარჯობათ.მყავს 11 თვის შვილი და მაწანწალა ძაღლმა აულოკა ხელი ეტლში ჯდომისას,ბავშვა მაშინვე პირში ჩაიდო ხელი და აცრა საჭიროა თუ არა???გთხოვთ მიპასუხოთ.მადლობა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მუდამ გაღიზიანებული და ნერვიული ადამიანები სურდოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მხიარულები. რინოვირუსი, სურდოს ერთ-ერთი გამომწვევი, მკვლევარებმა 334 მოხალისეს შეაფრქვიეს.
ჩინეთი შიდსის მკურნალობის ფარგლებში, ცდილობს აქტიურად გამოიყენოს ტრადიციული ჩინური მედიცინა. პაციენტების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავზე მკურნალობის ახალ მეთოდს გამოცდიან, გაორმაგდა. საუბარია უძველესი სამედიცინო პრაქტიკის ათვისების ხუთწლიანი პროექტის რეალიზაციაზე.
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლუკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბაძემ განაცხადა, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
ზიკას ვირუსით ინფიცირების შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე და სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვირუსით დაინფიცირებამ, შესაძლოა, მიკროცეფალიის (განვითარების ერთ-ერთი თანდაყოლილი დეფექტის) პროვოცირება მოახდინოს.
ინფექციური ერითემა უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვებს ემართებათ. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც იღებს ბადისებრ სახეს.
21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,