რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
კანის ტიპები და მათი მოვლა
კანის ტიპები და მათი მოვლა

კანი რთული და მნიშვნელოვანი ორგანოა. ის მონაწილეობს სუნთქვასა და ნივთიერებათა ცვლაში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, გამოყოფს სეკრეტს, იცავს შინაგან ორგანოებს მიკროორგანიზმებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. ჯანმრთელი კანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ორგანიზმის სიჯანსაღისა. ცხოვრების სწორი რეჟიმი, რაციონალური კვება, სხეულისა და სამოსის სისუფთავე, რეგულარული ვარჯიში - ყოველივე ეს ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ სურს, ლამაზი, სუფთა, გლუვი, მკვრივი და ელასტიკური კანი ჰქონდეს.

კანის ტიპები
არსებობს კანის 4 ძირითადი ტიპი:  მშრალი, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი. თითოეულ ტიპს თავ-თავისი მახასიათებლები აქვს და თავისებურ მოვლას მოითხოვს. ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ იცის, როგორი კანი აქვს, მაგრამ შესაძლოა შეცდნენ - გამწმენდი, მატონიზებელი, დამატენიანებელი კრემები და მაკიაჟი კანზე ისეთ ზემოქმედებას ახდენს, რომ არ არის გამორიცხული,  ცრუ წარმოდგენა შეგვექმნას. კანის ძირითადი სტრუქტურა, ცხადია, ყველას ერთნაირი აქვს. განსხვავება იმაშია, რამდენად ინტენსიურად გამოყოფენ პოხიერი ჯირკვლები ცხიმს და სახის რომელ ნაწილში არიან ისინი უფრო მეტად აქტიურები. კანის ტიპი ასაკთან ერთად იცვლება, თუმცა სწორი ჰიგიენითა და მოვლით მას შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ კანის ტიპი, სახე გულდასმით უნდა გავიწმინდოთ, მაგრამ არა ტონიკით ან დამატენიანებელი კრემით. კანმა რამდენიმე საათი უნდა დაისვენოს კოსმეტიკისგან. შემდეგ ის ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ ბუნებრივ, დღის შუქზე ჩვეულებრივი ან გამადიდებელი სარკის საშუალებით. კანის ტიპი ასე განისაზღვრება:

  • ნორმალური კანი თანაბარი შეფერილობისაა, გლუვი, მკვრივი და სუფთა, ზომიერი და მცირეფორებიანი. ცხიმისა და ტენის შემცველობა მასში დაბალანსებულია და კანი იშვიათად ღიზიანდება. ასეთი ტიპის კანს სწორი მოვლისას ნაოჭები ძალიან გვიან უჩნდება, მასზე არ შეინიშნება გაფართოებული სისხლძარღვები, ფერიმჭამელები. ნორმალური კანი კარგად იტანს წყლითა და საპნით დაბანას, დეკორატიულ კოსმეტიკას და ძალიან იშვიათია. ნორმალური კანის პჰ 5,5-ს უდრის.
  • მშრალი კანი საკმაოდ ხშირად გვხვდება და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, რადგან უარყოფითი ზემოქმედებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა და სწრაფად ბერდება. მშრალ კანს აქვს მცირე ზომის ფორები და მკრთალი ელფერი, ახასიათებს ცხიმის დაქვეითებული შემცველობა. არასაკმარისი ან არასწორი მოვლის დროს შრება, იქერცლება და ელასტიკურობას კარგავს. ასეთ კანზე ნაოჭები, განსაკუთრებით - თვალების ირგვლივ, სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე წარმოიქმნება. კანის სიმშრალე უმეტესად 50 წელს გადაცილებულ, ცხელი ან ცივი მშრალი კლიმატის ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს აღენიშნებათ. კანი შეიძლება გამოუშრეთ იმ ქალებსაც, რომლებიც არ იცავენ მას გარემოს მავნე ფაქტორებისგან, სვამენ საკმაოზე ნაკლებ წყალს და ა.შ. ასეთ დროს კანი უხეშდება და აქერცვლას იწყებს. მშრალი კანის პჰ 3-დან 5,5-მდეა. ზოგჯერ მშრალი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამ შემთხვევაში მას მგრძნობიარე კანს უწოდებენ (არ იგულისხმება ალერგიულობა).
  • ცხიმიანი კანი შესახედავად სქელი, უხეში და პრიალაა. მისთვის დამახასიათებელია თვალში საცემად მსხვილი ფორები. ზოგჯერ ასეთი კანი ფორთოხლის ქერქსაც კი მოგვაგონებს. ჭარბი ცხიმი მკვდარ უჯრედებსა და მტვერთან ერთად ცხიმის ჯირკვლებში წარმოქმნის საცობებს - შავ წერტილებს. ცხიმიან კანს ადვილად უჩნდება ფერიმჭამელები, სამაგიეროდ, მშრალ კანზე გვიან ნაოჭდება. ცხიმის
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    სიჭარბე მას გამოშრობისგან იცავს. ცხიმიანი კანი უმეტესად ახალგაზრდებს აქვთ, 35-40 წლამდე. მისი პჰ 6-ის ტოლია.
  • კომბინირებული (შერეული) ტიპის კანი უფრო ხშირად გვხვდება, უმეტესად - ახალგაზრდა და შუახნის ქალებში. კანი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე, ჩვეულებრივ, ცხიმიანია, საფეთქლებზე, ლოყებსა და კისერზე, განსაკუთრებით კი თვალების ირგვლივ - მშრალი. შერეული ტიპის კანი სახის სხვადასხვა ნაწილის სხვადასხვანაირ მოვლას მოითხოვს. თუ სწორად მოვუვლით, ასეთი ტიპის კანს ნაოჭები დიდხანს არ გაუჩნდება. კომბინირებული კანის პჰ სახის სხვადასხვა უბანზე განსხვავებულია და 3-დან (მშრალ უბნებში) 6-მდე (ცხიმიან უბნებზე) მერყეობს. არსებობს კანის ტიპის განსაზღვრის ასეთი მეთოდიც: დაბანიდან 2-3 საათის შემდეგ სახის სხვადასხვა უბანზე მივიდოთ ქაღალდის ხელსახოცი. თუ ხელსახოცზე ცხიმიანი ლაქა გაჩნდა, კანი ამ უბანში ცხიმიანია. კანი ყველაზე უკეთ ასახავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამიტომ მისი რეგულარული მოვლა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ.

 

 

თარიღი : 04-03-2015
ნინი
გამარჯობა მაქვს მშარალი კანი ვარ 16 წლის მაინტერესებს რასმირჩევთ მივმართო კოსმეტოლოგს თუ ღერმატოლოგთან მივიღე ?
თარიღი : 14-05-2014
mariami
მოგესალმებით, ვარ 16 წლის გოგო, ვიცი რომ ამ ასაკში სახის კრემების გამოყენება რეკომენდირებული არ არის, მაქვს შერეული ტიპის კანი არც ძალიან ცხიმიანი, არც ძალიან მშრალი და მაინტერესებს მირჩევთ თუ არა რაიმე ბუნებრივი საშუალების გამოყენებას ან არის თუ არა საჭირო რამის გამოყენება და კიდევ რას მირჩევთ ხელების მოვლისათვის, წინასწარ გმადლობთ.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
შემოდგომის დადგომისას კანიც მყისიერად გრძნობს ატმოსფერულ ცვლილებას. მასაც ადამიანივით უწევს სიცივესთან, ქარსა თუ წვიმასთან შეგუება. ამიტომ ამ პერიოდში მას უფრო მეტი ზრუნვა, ყურადღება და სწორი მოვლა სჭირდება.

პრობლემები უმთვარესად განვლილ ზაფხულს უკავშირდება: მაღალი ტემპერატურისა და აქტიური მზისგან გამომშრალ კანს აღდგენა ესაჭიროება. განსაკუთრებით მგძნობიარე ის ზაფხულის აქტიური მზის გამოა და გარეფაქტორების მცირე ზემოქმედებაზეც კი რეაგირებს - ცივი ქარის მსუბუქი დაბერვაც საკმარისია მის გასაღიზიანებლად. მგრძნობელობის მომატება ნებისმიერი ტიპის კანს ემუქრება.

თვალების გარშემო კანის მოვლა

თვალის ირგვლივ არეებზე კვალს ტოვებს არა მარტო წლები, არამედ სევდაც და სიხარულიც. მძაფრად რეაგირებენ თვალები ჯანმრთელობის პრობლემებზე. გადაღლა, უძილობა, სტრესი, დაავადებები, ქალს ნაოჭებს მატებენ, თვალების გარშემო კანზე მუქ რგოლებს აჩენენ. მიუხედავად ამისა, ბევრი ქალი ახერხებს თვალებისათვის სილამაზის შენარჩუნებას.

ღამის ნიღბები ნორმალური და მშრალი კანისთვის

1. მკვებავი, მატონიზებელი ნიღაბი
1 ჩაის კოვზ მაიონეზს შეურიეთ იმავე ოდენობით მკვებავი ან ვიტამინიზებული კრემი და თანდათანობით დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი მაგარი ჩაი. ეს ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ 1:1 განზავებული თბილი რძისა და წყლის ნარევით. ნიღბის პირველი ფენა დაიდეთ კანზე წრიული მოძრაობით, 2-3 წუთის შემდეგ დაიდეთ მეორე ფენა (განსაკუთრებით - ნაოჭების ადგილებზე). 10-15 წუთის შემდეგ მოიშორეთ რძისა და წყლის ნარევით.

შემოდგომა კოსმეტოლოგიური პროცედურებისათვის უნიკალური დროა. ზაფხულში, მზის მომატებული აქტივობისას, ჰიპერპიგმენტაციის საშიშროების გამო ბევრი კოსმეტოლოგიური მანიპულაცია (მაგალითად, პილინგი) არ არის რეკომენდებული. ნაზი კანისთვის არც ზამთრის ცივ დღეებშია აღნიშნული პროცედურები სასურველი და სასიამოვნო. შემოდგომით კი კოსმეტოლოგებს თავისუფლად მოქმედების საშუალება ეძლევათ. ეს არის აქტიური პროცედურების (ქიმიური პილინგი, აქტიური მჟავათი ასაკის საწინააღმდეგო პროცედურები, ფოტო- და ლაზერული პროცედურები) პერიოდი.

სელი უნიკალური მცენარეა, რადგან ვიტამინების, მიკროელემენტების, უჯრედისისა და რაც მთავარია, სრულფასოვანი მცენარეული ცილის წყაროა. სელის თესლი ანტიპარაზიტულ საშუალებებს შორის უპირველესია. მისი ნახარში ორგანიზმს წმენდს ყველა სახეობის ჭიისაგან (ჰელმინთებისაგან), გარდა ასკარიდებისა (ანუ მრგვალი ჭიებისა). თუ სელის თესლთან ერთად მიხაკსაც გამოიყენებთ, მაშინ ასკარიდებიც ვერ გადარჩებიან.

დამატენიანებელი ნიღბები
ვიტამინიზებული და დამატენიანებელი ნიღაბი ნო­რ­მ­ალური და შერეული ტიპის კანისთვის. მინის ჭურჭელში აურიეთ თითო-თითო სუფრის კოვზი სტაფილოს, ლიმონისა და კიტრის წვენი და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი. მიღებული ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.