რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
როგორ დავამარცხოთ პირველი ნაოჭები

როდის დავიწყოთ ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკის გამოყენება, როდის მივმართოთ კოსმეტოლოგს, როგორ ვებრძოლოთ სიბერის პირველ ნიშნებს? გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი, მედიცინის
მეცნიერებათა კანდიდატი თამარ ბეჭვაია.

- სახის კანის ფერი და მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობაზე, საცხოვრებელ პირობებზე, სეზონზე, კვების რეჟიმზე, მავნე ჩვევებზე, გეოგრაფიულ ზონაზე და, რაღა თქმა უნდა, მოვლაზე. საქართველო სუბტროპიკული სარტყლის ქვეყანაა. აქ მზე მწველია, ამიტომ კანის მოვლა ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ.

თუ ქალს ჯანმრთელი კანი აქვს, სასურველია, ექიმ-კოსმეტოლოგს 20-21 წლის ასაკში მიმართოს.
კოსმეტოლოგთან მივდივართ დილის საათებში, დაუბანელი და ყოველდღიური კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. ეს სპეციალისტს საშუალებას მისცემს, სწორად განსაზღვროს კანის ტიპი და სათანადო მოსავლელი საშუალებები შეურჩიოს.

არსებობს სამი ტიპის კანი: ცხიმიანი, კომბინირებული და მშრალი. ნორმალურად ითვლება კომბინირებული სახის კანი, რომლის ცხიმიანი უბნებია შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.
სახის კანის მოვლის საშუალებები ორნაირია: ძირითადი და დამხმარე. ძირითადი საშუალებებია:

  • წყალი, რომელიც კანს არა მარტო ასუფთავებს, არამედ ატენიანებს კიდეც;
  • ალკოჰოლის შემცველი, უალკოჰოლო, ნეიტრალური, ცხიმოვანი გამწმენდი საშუალებები;
  • ნაკლებად ცხიმიანი, ცხიმიანი და ძალიან ცხიმიანი კრემები;
  • დამცავი კრემები, რომლებიც ძირითადად დღისით იხმარება;
  • კრემები და გელები თვალების ირგვლივ არსებული კანისთვის.

დამხმარე საშუალებებია: სკრაბი, ნიღაბი, მასაჟი, მეზოთერაპია, დერმაბრაზია და გამაახალგაზრდა-ვებელი პროცედურები.
სახისთვის აუცილებელია გაწმენდაც: ცხიმიანი კანისთვის - წელიწადში 4-ჯერ, ხოლო ნორმალური და მშრალი კანისთვის - წელიწადში 2-ჯერ მაინც. ამას კოსმეტოლოგი თქვენი სახის კანის მდგომარეობის საფუძველზე გადაწყვეტს.

- სახის კანის ტიპები ახსენეთ. იქნებ გვირჩიოთ, როგორ მოვუაროთ თითოეულ მათგანს?

- ჩვენს გეოგრაფიულ სარტყელში ქალის სახის კანი ადრეულ ასაკში, ჩვეულებრივ, ცხიმიანია, შემდეგ კი თანდათან შრება. ასე რომ, 35 წელს გადაცილებული ქართველი ქალების მთავარი პრობლემა კანის სიმშრალეა. აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ: სახის კანი ინდივიდუალურია, ამიტომ მოსავლელი საშუალებებიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. გათვალისწინებული უნდა იქნეს ფორების მდგომარეობა, კანის არაერთგვაროვნება, ცხიმოვნების ან სიმშრალის ხარისხი, ნაოჭების თავისებურება, თვალების ირგვლივ არსებული კანის მდგომარეობა და სხვა. სწორედ ამისთვის არის საჭირო კოსმეტოლოგთან ვიზიტი.

- რა არის მეზოთერაპია? შეიძლება თუ არა მისი ჩატარების შემდეგ მკვებავი კრემის ხმარება?

- მეზოთერაპიას უწოდებენ სპეციალური ნემსების საშუალებით კანში ისეთი ნივთიერებების შეყვანას, რომლებიც კანის ხარისხს აუმჯობესებს და სახეს აახალგაზრდავებს. ასევე ძალიან კარგია ჟანგბადო-თერაპია ან ოზონოთერაპია. მეზოთერაპიის შემდეგ კანის მოვლა ჩვეულებისამებრ გრძელდება.

- თვალების ირგვლივ არსებულ კანს საგანგებოდ რატომ გამოყოფენ?

- თვალების ირგვლივ არსებული კანის მოვლა მეტად მნიშვნელოვანია. საქმე ის გახლავთ, რომ ეს მიდამო პრობლემურია - თვალების ირგვლივ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი არ არსებობს, ამიტომ კანი ძალიან თხელია, ელასტიკურობას მოკლებულია და ადრე ნაოჭდება. ამ მიდამოში კანის მოდუნებისას უნდა დავიწყოთ თვალების გარშემო არსებული კანისთვის განკუთვნილი კრემის გამოყენება. ჩვეულებრივი კრემებისგან ის იმით განსხვავდება, რომ ცხიმით, ვიტამინებითა და სხვა ნივთიერებებით არის გამდიდრებული. კარგია საფენებიც. სველი საფენები დღეში ერთხელ, 20-25 წუთით უნდა დაიწყოთ თვალებზე და მათ გარშემო, შემდეგ კი შესაბამისი კრემი წაისვათ.

- როგორ შევაჩეროთ კანის დაბერების პროცესი?

- დაბერება რომ შევანელოთ, კანის მოვლა რაც

You must have Flash Player installed in order to see this player.
შეიძლება ადრე, დაახლოებით 30 წლიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ღრმა ნაოჭებს თერაპიული პროცედურები ვეღარ უშველის. ამ შემთხვევაში დახმარება მხოლოდ ბოტოქსის, ელასტინის და სხვა ინექციებს, ოქროს ძაფებს, სახის კანის გაჭიმვას შეუძლია. სასურველია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ, რადგან თუ ქირურგიულ მეთოდს მივმართეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად მისი გამეორება მოგვიხდება. უმჯობესია, ჯერ სახის კანის მასაჟი, მეზოთერაპია, სპეციალური ნიღბები და სხვა პროცედურები ვცადოთ.

- როგორ მოვუაროთ კისრისა და დეკოლტეს არეს?

- კისერი და დეკოლტე სახის კანის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ აქვს რამდენიმე თავისებურებაც.
კისერი, განსაკუთრებით - მისი წინა მხარე, ყველაზე ადრე ბერდება, ამიტომ მის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. არ შეიძლება ყველა დამცავი საშუალების კისერზე წასმა, ასევე - კისრის წინა ნაწილის მასაჟი და სხვა პროცედურები.

- საუბრის დასაწყისში თქვენ ყურადღება გაამახვილეთ მავნე ჩვევებსა და ცხოვრების წესზე. რამდენად არის დამოკიდებული სახის კანის მდგომარეობა ცხოვრების წესსა და კვების რეჟიმზე?

- თუ გვინდა, სახის კანის ჯანმრთელობა დიდხანს შევინარჩუნოთ, უარი უნდა ვთქვათ მავნე ჩვევებზე.
ალკოჰოლის რეგულარული და ჭარბი მიღება კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. თამბაქო კიდევ უფრო მავნებელია - ის იწვევს კანის მკვებავი სისხლძარღვების გადაგვარებას, რასაც კანის ფერის შეცვლა და ადრეული დანაოჭება მოჰყვება. აც შეეხება კვების რეჟიმს, უმჯობესია, უხვად მიირთვათ ხილ-ბოსტნეული, ნატურალური წვენები, სათანადო ოდენობის სითხე - თუ რაიმე პათოლოგია არ გაწუხებთ, დღეში 2 ლიტრამდეც კი.

- გარუჯული კანი ყოველთვის მოდურია. რამდენად უსაფრთხოა კანისა და, საზოგადოდ, ორგანიზმისთვის სოლარიუმი და მზის პროცედურები?

- თუ უკუჩვენება არ არსებობს, სოლარიუმში პროცედურები უნდა ჩატარდეს დოზირებულად, მაღალი დონის აპარატურით და, რა თქმა უნდა, კვალიფიციური სპეციალისტის მეთვალყურეობით. გარუჯვა აკრძალულია, როდესაც ორგანიზმში არის ახალწარმონაქმნი (განურჩევლად იმისა, ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი) ან ორგანიზმს აქვს მიდრეკილება ხალების, პიგმენტური ლაქების, ჭორფლის წარმოქმნისკენ. იგივე ითქმის მზის პროცედურებზეც.

- როგორ მოვუაროთ ხელებს?

- ხელების მოვლა ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ხშირი შეხება აქვთ წყალსა და სარეცხ საშუალებებთან, რაც კანის გამოშრობას და ალერგიას იწვევს. სასურველია: ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვის, ასევე - სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობის დროს ჩავიცვათ სპეციალური ხელთა-თმანები. ილის წინ წავისვათ ხელის მკვებავი, დამარბილებელი კრემი. თუ ხელებზე კანი მეტისმეტად გამომშრალი, გაღიზიანებული ან დახეთქილია, საჭიროა ხელის ნიღბის გაკეთება და შემდეგ სპეციალური მალამოს წასმა, ხოლო ძილის წინ, მალამოს წასმის შემდეგ, სპეციალური ბამბის ხელთათმანების ჩაცმა. ეს პროცედურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრობით, რადგან სიცივე ხელების კანს აშრობს და აუხეშებს. სასურველია, წლის ამ დროს A ვიტამინით მდიდარი კრემები გამოვიყენოთ.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიის Alpen Pharma წილი სტაბილურად მზარდია. კომპანიამ 2016 წელი განსაკუთრებული წარმატებით დაასრულა. გაიზარდა მედიკამენტების პორთფელი, რომელიც სხვადასხვა სამკურნალო საშუალებით აკმაყოფილებს პაციენტების ფართო სპექტრსა და სხვადასხვა პროფილის ექიმებს. საქართველოში ფარმაცევტული კომპანიის კლუბში კი, რომელშიც წამყვანი ექიმები არიან გაერთიანებული, უკვე 120 წევრია.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
შემოდგომა კოსმეტოლოგიური პროცედურებისათვის უნიკალური დროა. ზაფხულში, მზის მომატებული აქტივობისას, ჰიპერპიგმენტაციის საშიშროების გამო ბევრი კოსმეტოლოგიური მანიპულაცია (მაგალითად, პილინგი) არ არის რეკომენდებული. ნაზი კანისთვის არც ზამთრის ცივ დღეებშია აღნიშნული პროცედურები სასურველი და სასიამოვნო. შემოდგომით კი კოსმეტოლოგებს თავისუფლად მოქმედების საშუალება ეძლევათ. ეს არის აქტიური პროცედურების (ქიმიური პილინგი, აქტიური მჟავათი ასაკის საწინააღმდეგო პროცედურები, ფოტო- და ლაზერული პროცედურები) პერიოდი.

სელი უნიკალური მცენარეა, რადგან ვიტამინების, მიკროელემენტების, უჯრედისისა და რაც მთავარია, სრულფასოვანი მცენარეული ცილის წყაროა. სელის თესლი ანტიპარაზიტულ საშუალებებს შორის უპირველესია. მისი ნახარში ორგანიზმს წმენდს ყველა სახეობის ჭიისაგან (ჰელმინთებისაგან), გარდა ასკარიდებისა (ანუ მრგვალი ჭიებისა). თუ სელის თესლთან ერთად მიხაკსაც გამოიყენებთ, მაშინ ასკარიდებიც ვერ გადარჩებიან.

დამატენიანებელი ნიღბები
ვიტამინიზებული და დამატენიანებელი ნიღაბი ნო­რ­მ­ალური და შერეული ტიპის კანისთვის. მინის ჭურჭელში აურიეთ თითო-თითო სუფრის კოვზი სტაფილოს, ლიმონისა და კიტრის წვენი და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი. მიღებული ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

კრემის წასმის წინ, საკმარისია სახის ლოსიონით გაწმენდა - სამწუხაროდ, ჩვენს პირობეში ეს არასაკმარისია.
ნიღაბი გაცრეცილი და უსიცოცხლო კანისთვის

კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
1/2 ჭიქა ცირცელს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დაჭყლიტეთ ფაფის მასის მიღებამდე. ამის შემდეგ შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ნაღები ან უმი კვერცხის გული. მიღებული მასა დაიტანეთ თანაბრად სუფთა სახის კანზე და გაიჩერეთ 10 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.

კოსმეტოლოგებსა და ვიზაჟისტებს ხშირად ეკითხებიან: რისი ხმარება ჯობს ზაფხულში - პუდრისა თუ ტონალური კრემის?

მაკიაჟი მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს, კანს განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ. ზაფხულში უმჯობესია ტონალური კრემი ულტრამსუბუქი ტექსტურით. ასეთი საშუალება ცხელი ამინდის შესატყვისია, არ აღიზიანებს კანს, კარგად აირეკლავს შუქს, კანი არ არის ფერმკრთალი და უსიცოცხლო.

04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.