რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ქალი და ორსულობა

ორსულობა მხოლოდ ქალისთვის კი არა, მთელი მისი ოჯახისთვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ორსულის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები მეტ-ნაკლებად მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაზეც აისახება. ორსულობის ყოველ ტრიმესტრს თან ახლავს როგორც სხეულის, ისე ფსიქოემოციური სფეროს დამახასიათებელი ცვლილებანი. ორსულობის თანმხლები გარდაქმნები ორგანოთა სისტემების ფუნქციობის, ფსიქოემოციური ფონისა და სქესობრივი ცხოვრების ცვლილებას უკავშირდება.

ორსულობა და შინაგანი ორგანოები
ბევრს მიაჩნია, რომ ორსულობისას ცვლილებებს მხოლოდ სასქესო ორგანოები განიცდის, არადა ძვრები აბსოლუტურად ყველა ორგანოს ეხება. ენდოკრინული სისტემა - ორსულობის მე-6-8 კვირიდან ენდოკრინულ სისტემაში ხდება გადართვა, ნივთიერებათა ცვლაში ჭარბობს საკვები ნივთიერებების ათვისებისა და დაგროვების პროცესები, რის შედეგადაც ორსულობის დასასრულისთვის ქალის სხეულის მასა საშუალოდ 10-15 კგ-ით იმატებს, ამასთანავე, სისხლის პლაზმაში მცირდება ცილების, ვიტამინების დონე, იზრდება ქოლესტერინის შემცველობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ორსულობისას ორგანიზმში ჩნდება მეორე "გული" - სისხლის მიმოქცევის პლაცენტური წრე - და გულის დატვირთვაც გაცილებით იმატებს, რაც პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებში იწვევს გულისცემის გახშირებას, დროებით ამოვარდნებს, არტერიული წნევის მატებას. ზოგჯერ წნევა 130/80 მმ ვწყ. სვ-საც კი აღემატება, თუმცა მშობიარობის შემდეგ ნორმას უბრუნდება. სასუნთქი სისტემა - ორსულობისას საგრძნობლად იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა ჟანგბადზე. პლაცენტის ჰორმონთა გავლენით ფართოვდება ბრონქები და იზრდება მათში გამავალი ჰაერის ნაკადი. მართალია, გადიდებული საშვილოსნო ავიწროებს დიაფრაგმას, მაგრამ ეს ჟანგბადის მიწოდებას არ აბრკოლებს, რადგანაც გულმკერდის ღრუს გაფართოების შედეგად იზრდება ფილტვების მოცულობა, მათი ვენტილაცია, შესაბამისად, დროულად ხდება აირთა ცვლის პროდუქტთა გამოდევნაც. შარდგამომყოფი სისტემა - თირკმელი ორსულობისას ორმაგ დატვირთვას ასრულებს: ფილტრავს როგორც დედის, ისე ნაყოფის  ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს. ჯანმრთელი ორსული დღე-ღამეში 1200-1600 მლ შარდს გამოყოფს, 950-1200 მლ-ს - დღის განმავლობაში, დანარჩენს - ღამით.  ნაყოფის ზრდის კვალდაკვალ ხშირდება შარდვა. ზოგჯერ თირკმელს უძნელდება ორმაგი დატვირთვის ატანა და სწორედ ამის გამო ვითარდება ორსულობისთვის დამახასიათებელი შეშუპება. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი - საშვილოსნოს ზრდის გამო მცირდება კუჭის ევაკუატორული უნარი, საკვები მასში შედარებით მეტხანს ყოვნდება. მცირდება სისხლში კალიუმის დონე, რაც ამცირებს ფერმენტ გასტრინის გამომუშავებას, არღვევს კუჭის წვენის სეკრეციას, შედეგად ვითარდება გულძმარვა, ბოყინი და სლოკინი. მუცელში ახალი, ცოცხალი არსების გაზრდის შემდეგ გარკვეული ცვლილებები ხდება ნაწლავებშიც; ისინი ადგილს იცვლიან, მცირდება მათი პერისტალტიკისა და მოძრაობის უნარი, რაც იწვევს ყაბზობას, განავლოვანი მასების დროულად გამოუდევნელობა იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას, მუცლის შებერვას, სწორი ნაწლავის ნახეთქების გაჩენას და ბუასილის განვითარებას. სისხლში სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება უარყოფითად მოქმედებს სანაღვლე გზებზე, კერძოდ ხშირია ორსულობის შემდგომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანება და სხვა.


ფსიქოემოციური დისბალანსი
მოგეხსენებათ, ორსულობისას ქალს ეზრდება მუცელი, უსივდება ტუჩები, სახეზე ლაქები უჩნდება, უშუპდება ქვედა კიდურები და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს ფსიქოემოციურ ცვლილებებს, რომლებიც ძილის დარღვევით, გაღიზიანებით, გაუცნობიერებელი შიშისა და მოახლოებული საშიშროების შეგრძნებით გამოიხატება. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მძაფრდება ის თვისებები, რომლებიც ქალს ორსულობამდეც ახასიათებდა, კერძოდ, სუსტი, ნაზი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი ქალები კიდევ უფრო მგრძნობიარენი და მტირალები ხდებიან. განსაკუთრებით ეშინიათ მათ, ვისაც აბორტი ან მძიმე ორსულობა

You must have Flash Player installed in order to see this player.
აქვს გადატანილი. ძლიერი და თავდაჯერებული ქალები კიდევ უფრო მებრძოლნი, აგრესიულნი და მომთხოვნი ხდებიან. ეს ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა, რადგან იგი ერთადერთ რამეზე - ნაყოფის გამოზრდაზე - ფიქრობს. ყოველივე დანარჩენი მისთვის მეორე პლანზე გადაინაცვლებს. ეს ყველაფერი, ფსიქოფიზიკური ტიპისა და ტემპერამენტის კვალობაზე,  ქალს ხასიათს რადიკალურად უცვლის.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კანადაში, ფოლიუმის მჟავათი გამდიდრებული პროდუქტების გამოჩენის შემდეგ, გულის თანდაყოლილი მანკით დაბადებული ახალშობილების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასეთ დასკვნამდე 1990-2011 წლებში დაბადებული 6 მილიონი ბავშვის მონაცემების ანალიზის საფუძველზე
დიდ ბრიტანეთში მკვდრადშობადობის, ნაადრევი მშობიარობისა თუ მუცლის მოშლის რისკი თურმე ორსულთა 10 პროცენტს აქვს. ამ პრობლემით შეწუხებულმა ბრიტანელებმა რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად შექმნეს ნაყოფის გულისცემის საკონტროლო ჯიბის მოწყობილობა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ ორსულობის პერიოდში სმარტფონების გამოყენება ნაყოფზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. კერძოდ, აღნიშნულ მოწყობილობათა გავლენით მომავალ პატარებთან მნიშვნელოვნად იზრდება ჰიპერაქტიურობის რისკი.
მეცნიერების აზრით, სწორედ მწვანე ჩია აძლევს ორგანიზმს ყველა სასარგებლო ელემენტს და ტოქსიკოზთან გამკლავებაში ეხმარება. სწორედ ამ უკანასკნელის გამო, ბევრ ქალს ორსულობის საწყის პერიოდში ერღვევა ნორმალური ცხოვრების რიტმი.
ორსულობა ნორმალურად რომ წარიმართოს, აუცილებელია ქალის ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით ადეკვატური მომარაგება. იოდი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ერთ-ერთი მიკროელემენტია.
მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება უკლებლივ ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის არის, თუ - ღარიბი, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვაში მოსალოდნელი ცვლილებები განმარტა.
05 აპრილი 2016
კოცნა ბევრს უყვარს და ხშირად ჩუქნის კიდეც მას საყვარელ ადამიანებს, ზოგიერთები კი უზოგავენ ამბორს სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რადგან არ უყვართ “ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”. ამ კატეგორიას შევახსენებ, რომ კოცნა საოცარი ფენომენია, რაც მთავარია, მეტად სასარგებლო ორგანიზმისათვის.

19 მაისი 2017
ჭარბი წონის მქონე ადამიანების უმრავლესობა ახლობლებისგან მუდმივად განიცდის ზეწოლას და მათი დიდი ნაწილი, რომლებიც გახდომას ვერ ახერხებს, მიუთითებს გარშემომყოფების უარყოფით როლზე. თუ ნამდვილად გსურთ დახმარება, შეეცადეთ დაარწმუნოთ ადამიანი, რომ მიმართოს ექიმს, რადგანაც სიმსუქნე სერიოზული დაავადებაა.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
სასქესო ასოს ზომისა და ფორმის შეცვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

1. სასქესო ასოს თავის გადიდება ჰიალურონის მჟავას გელით.

სასქესო ასოს თავის გადიდება კეთდება მოცულობის, ფორმის კორექციისა და სასქესო ასოს თავის მგრძნობელობის დაქვეითების მიზნით. ჰიალურონის მჟავას გელის საშუალებით სასქესო ასოს თავის გადიდებისა და ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის მსოფლიო გამოცდილება 12 წელს მოიცავს. ეს მეთოდიკა უსაფრთხო და ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად არა მარტო მამაკაცებისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვისაც, იმდენად რამდენადაც სასექსო ასოს თავის მოცულობის გაზრდა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.