ტელევიზორი ბავშვებში შემოქმედებით აზროვნებას ახშობს
სპეციალისტებმა ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს აყურებინებდნენ მულტიპლიკაციურ ფილმებს, ხოლო მეორეს წიგნები დაურიგეს. ამის შემდეგ ბავშვებს ჩაუტარდათ ტესტირება კრეატიულობის გამოსავლენად.
მეცნიერები აფასებდნენ ბავშვების იდეების რაოდენობასა და ორიგინალობას. ვინც მუტფილმებს 15 წუთის განმავლობაში უყურა, ნაკლებად ორიგინალური იდეები ჰქონდა იმათთან შედარებით, ვინც წიგნებს ათვალიერებდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, უარყოფითი ეფექტი აღარ აღინიშნებოდა.
მკვლევარების აზრით, ტელევიზორის გამო, ბავშვები თამაშის პროცესს შემოქმედებითად აღარ უდგებიან, რამაც მათ განვითარებაზე შეიძლება უარაყოფითად იმოქმედოს. მეცნიერები მშობლებსა და პედაგოგებს ამ შედეგების გათვალისწინებას ურჩევენ.
ლალი ჩხიკვაძე