რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ატოპიური დერმატიტი

ატოპია ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომელიც ალერგიისადმი თანდაყოლილი განწყობის შემთხვევაში ვლინდება. ის ალერგიით დაავადებულთა დიდ ნაწილს აღენიშნება. მის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს მემკვიდრეობა. კერძოდ, ორგანიზმი გენეტიკურად არის განწყობილი განსაკუთრებული ანტისხეულების (იმუნოგლობულინი ე) გამომუშავებისკენ, რომლებიც რეაგირებენ  გარემოში არსებულ ალერგენებზე (ყვავილის მტვერზე, ოთახის მტვერზე და სხვა).განასხვავებენ ატოპიის სამ კლასიკურ ფორმას: ატოპიურ დერმატიტს, თივის ცხელებას  და ატოპიურ ასთმას. ამჯერად ატოპიურ დერმატიტს შევეხებით, რომელზეც დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, დერმატოლოგი ლია ჭითანავა გვესაუბრება.

- ქალბატონო ლია, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა დღეს ატოპიური დერმატიტი?
- პიროვნების ფორმირებისთვის ჯანმრთელ კანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება - გარეგნობა ხომ სოციალურ ადაპტაციაში დიდ როლს ასრულებს. გარდა ამისა, კანი გვაუწყებს, რა მდგომარეობაშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ნერვული სისტემა. ბავშვის ლოყებზე შეიძლება "წავიკითხოთ"  მისი მენიუ და პირველი ცხოვრებისეული სტრესები. ატოპიური დერმატიტი პედიატრიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ის ხშირად  გვხვდება  სიცოცხლის პირველ წლებში, აქვს ქრონიკული და მორეციდივე მიმდინარეობა და კლინიკურ ნიშნებს მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. ატოპიური დერმატიტით დაავადებულებს ხშირად აქვთ ფსიქომოტორული დარღვევები, შემდგომ ხშირად უვითარდებათ ბრონქული ასთმა, პოლინოზი ან ალერგიული რინიტი.


- რა არის ატოპიური დერმატიტი?
- ატოპიური დერმატიტი ქრონიკული, მორეციდივე ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ექსუდაციური ან ლიქენოიდური გამონაყარი ახასიათებს. პაციენტებს აქვთ ზემგრძნობელობა სპეციფიკური და არასპეციფიკური გამაღიზიანებლების მიმართ. მის  განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა. აქვე გეტყვით, რომ კლინიკურ პრაქტიკაში ტერმინ "ატოპიური დერმატიტის" ნაცვლად ხშირად იხმარება "ექსუდაციურ-კატარული დიათეზი" ან "ალერგიული დიათეზი".


- განსაკუთრებით რის მიმართ ავლენენ ზემგრძნობელობას ატოპიური დერმატიტით დაავადებულები?
- მრავალი გამღიზიანებლის მიმართ. ეს შეიძლება იყოს სახლისა და ყვავილის მტვერი, ობი, ცხოველის ბეწვი და ქერცლი, სხვადასხვა მიკრობი, ზოგიერთი საკვები (ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, მარწყვი, ხენდრო, ჟოლო, სოკო, სანელებლები, შაშხი), ალკოჰოლი, ცხოველური და მცენარეული პიგმენტები, ზოგიერთი მედიკამენტი, ტოქსინები და სხვა. ასევე დიდ როლს ასრულებს პირობითპათოგენური ფლორა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო სისტემის დაავადებები, ქრონიკული ბაქტერიული და პროტოზოული ინფექციები.


- ვინ შედის ატოპიური დერმატიტის რისკჯგუფში?
- აღნიშნული დაავადება ხშირია ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვთა შორის, ასევე იმ ავადმყოფებს შორისაც, რომლებმაც მიიღეს ანტიბიოტიკების დიდი დოზა. განასხვავებენ ატოპიური დერმატიტის ახალშობილთა (ორი წლის ასაკამდე), ბავშვთა (ორი წლიდან მოზარდ ასაკამდე) და მოზარდთა ფორმებს. მათ შორის მთავარი კლინიკური განსხვავება გამონაყარის ლოკალიზაციასა და ექსუდაციური და ლიქენოიდური კომპონენტების თანაფარდობაშია. ატოპიურ დერმატიტს აქვს რამდენიმე ფაზა: საწყისი, გამწვავებისა, მწვავე, ქრონიკული, რემისიისა (სრული და არასრული) და კლინიკური გაუმჯობესებისა. სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს, პროცესის გავრცელების მიხედვით კი შემოსაზღვრულ, გავრცობილ და დიფუზურ ფორმებს განასხვავებენ. ადრეულ ასაკში აღინიშნება დაავადების მწვავე, ექსუდაციური ფორმები ერითემით (დამახასიათებელია გამჭვირვალე შიგთავსით სავსე ბუშტუკების გაჩენა, რომელთა გასკდომის შემდეგ მათ ადგილას წითელი ნაჭდევები წარმოიქმნება), შეშუპებით, არცთუ იშვიათად - ბუშტუკების გაჩენით  და სისველით. კერები უმეტესად განლაგებულია ლოყებზე, ნიკაპის ქვეშ, წვივების გვერდით და ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ოქროსფერი რუჯი, ქათქათა კანის მქონე მრავალი ქალბატონის ოცნებაა. მათთვის უკუნაჩვენებია მზეზე ხანგრძლივად ყოფნა. მასაჩუსეტსის ჰოსპიტლის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ახალი საშუალება, რომელიც კანს ულტრაიისფერი გამოსხივების გარეშე რუჯავს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტატუირებულ კანზე გაცილებით ნაკლები ოფლი გამოიყოფა. გარდა ამისა, ის მეტ ნატრიუმს შეიცავს. ტატუირებისას მელანი კანქვეშ 3-5 მმ-ის სიღრმეზე თავსდება. იგივე სიღრმეზეა საოფლე ჯირკვლებიც.
მკვლევარების გუნდმა შეისწავლა 880-ზე მეტი პლაჟისა და სპორტული მზისგან დამცავი კრემი, 480 დამატენიანებელი კრემი და ტუჩის მოვლის 120 საშუალება მზისგანდამცვი ფაქტორით. აღმოჩნდა, რომ მათი 73% არ მუშაობს.
ფსორიაზი ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებაა, რომელსაც რთული წარმოშობა აქვს: მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ნევროგენული, მემკვიდრეობითი, იმუნური, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული ფაქტორები.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
22 ნოემბერი 2016
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
11 ნოემბერი 2016
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
1. შვრია - რეგულარული მიღებისას, ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს.