რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კანის მოვლის დეტალები წლის ცხელ პერიოდში

ზაფხული მართლაც შესანიშნავი დროა დასვენებისთვის. მხოლოდ ჩვენი კანი განიცდის დისკომფორტს. შესაძლოა, შევამჩნიოთ აქერცვლა, შეწითლება, ლაქები... რედაქციაშიც უამრავი შეკითხვა მოდის კანთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ზაფხულში კანის მოვლის წესებზე სასაუბროდ დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ დერმატოლოგს ლია ჭითანავას ვეწვიეთ.




- ქალბატონო ლია, რა აჩენს კანზე პიგმენტურ ლაქებს?
- ჰიპერპიგმენტური ყავისფერი ან ოდნავ მოყვითალო ლაქების - მელაზმების - მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, კერძოდ, მისი ჰიპერ ან ჰიპოფუნქცია. ამ შემთხვევაში პიგმენტური ლაქები ყველაზე ხშირად შუბლის, ყვრიმალების, ზედა ტუჩის არეში ჩნდება.
  • ტუბერკულოზური ინფექცია. ამ შემთხვევაში ლაქები შუბლსა და ლოყების ზედა ნაწილში შეიმჩნევა.
  • მშობიარობა (ლოკალიზაცია იგივეა);
  • ღვიძლის დაავადება;
  • ასაკი (მოხუცებულთა პიგმენტური ლაქები - ლენტიგო სენილის - ხელის მტევნის დორზალურ ზედაპირსა და სახეზე).

გვხდება ასევე კანის დეპიგმენტაცია - ვიტილიგო, რომელიც უმეტესად ნეიროენდოკრინული წარმოშობისაა და სახეზე, კიდურებზე, ტანზე თეთრი პრიალა, მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქებით ვლინდება. აღსანიშნავია, რომ თუ ვიტილიგოს კერა სხეულის თმიან უბანზე წარმოიქმნა, თმა ამ ადგილას ჭაღარავდება.


- შესაძლებელია თუ არა, ლაქები სოკოვანი დაავადებით იყოს გამოწვეული?
- შესაძლებელია. გარეგნულად ეს ლაქები მკვეთრად განსხვავდება ზემოთ აღწერილ დაავადებათა დროს წარმოქმნილი ლაქებისაგან - ნაზად იქერცლება, რაც ჰიპერპიგმენტაციასა და დეპიგმენტაციას არ ახასიათებს. განსხვავებულია ლოკალიზაციაც.  ლაქის გენეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს ბაქტერიოსკოპიული ანალიზი, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს აღნიშნულ დიაგნოზს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ავადმყოფს დაენიშნება ანტიმიკოზური მკურნალობა როგორც პერორალური, ასევე ადგილობრივი საშუალებებით.


- შეიძლება თუ არა პიგმენტური ლაქების მოცილება?
- ჰიპერპიგმენტაციისა და დეპიგმენტაციის მკურნალობა უნდა წარიმართოს დერმატოლოგის მეთვალყურეობით, იმ დაავადების მკურნალ ექიმთან ერთად, რომელმაც გამოიწვია კანზე აღნიშნული მდგომარეობა, ფთიზიატრი იქნება ეს, ენდოკრინოლოგი თუ ჰეპატოლოგი. მელაზმების სამკურნალოდ ნაჩვენებია უნიტონ-4, ნეოუნიტონი (დღის და ღამის კრემი), დეპიდერმი, "ოზონის", "გალენიკის" ლაქების მოსაშორებელი კრემები. ვიტილიგოს სამკურნალო საშუალებები საქართველოში დღემდე დეფიციტური იყო და პაციენტებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ. საბედნიეროდ, ბოლო ხანს თბილისშიც გამოჩნდა ეფექტური საშუალება ვიტიქსი - გელი და ტაბლეტები. თეთრი ლაქების შესანიღბავად კი დეკორატიული ან კოსმეტიკური ვიტიქს-კოლორი გამოიყენება.


- როდესაც კანის პიგმენტაცია დარღვეულია, უნდა ვერიდოთ თუ არა მზეს? ვიხმაროთ თუ არა მზისგან დამცავი კრემი?
- პიგმენტური ლაქების შემთხვევაში შინიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა წავისვათ ფოტოდამცავი საშუალებები, რომელთა შPF-ინდექსი 40, 50, 60-ის ტოლია, ვიტილიგოს დროს კი - 100-ის.


- ზაფხული გარუჯული კანის გარეშე წარმოუდგენელია. რას ურჩევდით ჩვენს ქალბატონებს?
- ვურჩევდი, ინტენსიურად გამოიყენონ მზისგან დამცავი და გარუჯვის შემდეგ სახმარი საშუალებები. ეს დაეხმარებათ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ კანის ლამაზი, თანაბარი გარუჯვის ელფერი ისე, რომ არ დაზიანდეს კანი. ალბათ სადავო იმაში არაფერია, რომ გარუჯული კანი ქალს ლამაზ, ჯანსაღ და მომხიბლავ იერს აძლევს.


- 50 წლის ქალბატონი გვწერს: "ხშირად მიჩნდება სახეზე წითელი გამონაყარი, რომელიც კარგა ხანს არ გაივლის და ბოლოს წითელ წერტილებად მრჩება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? იქნებ მირჩიოთ, სახლის პირობებში როგორ მოვიცილო.
- 50 წლის ასაკში ასეთი ლაქები ხშირად განპირობებულია მენოპაუზური მოვლენებით, როდესაც ორგანიზმში ჰორმონული

You must have Flash Player installed in order to see this player.
დისბალანსი მიმდინარეობს. ის სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის - სახეზე წითელი ლაქების სახითაც. ზემოხსენებულ შემთხვევაში ეს უნდა იყოს როზაცეა, რომელიც უმეტესად სწორედ ამ ასაკში გვხვდება. მკითხველს ვურჩევდი ექიმ დერმატოლოგის კონსულტაციას, რადგან უნდა ჩატარდეს სხვადასხვა გამოკვლევა, მათ შორის - დემოდეკოზზე, ანუ სახის კანიდან აღებულ ნაცხში დემოდექსის (ერთგვარი ტკიპის) არსებობაზე. ეს საკმაოდ საყურადღებოა. თუ დემოდექსი წამწამებში გამრავლდა, ეს გამოიწვევს გაძლიერებულ ცრემლდენას, კონიუნქტივიტს, წამწამების ცვენას, რქოვანას დაზიანებას, უძლიერეს ქავილს. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ოფთალმოლოგს.


- რა იწვევს დემოდეკოზს?
- დემოდეკოზის გამომწვევი თითქმის ყველა ადამიანის სხეულზე ბინადრობს, მაგრამ უმეტესად არაფერს აშავებს. დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ჰორმონული დისბალანსის, ჰიპერაციდული გასტრიტის, კოლიტის, იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე.


- ემორჩილება თუ არა ეს მდგომარეობა მედიკამენტურ ჩარევას?
- დიახ, დაავადება იკურნება, თუმცა მკურნალობა ხანგრძლივია, შესაძლოა, 4-6 თვესაც გასტანოს. ამასთანავე, პაციენტმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს ექიმის მითითებები და დანიშნულება, დაიცვას ჰიგიენის წესები და, რაც მთავარია, ბოლომდე მიიყვანოს მკურნალობის კურსი. ამ დროს საჭიროა ანტიპარაზიტული მკურნალობა როგორც ადგილობრივად, ასევე პერორალურად. ადგილობრივად გამოიყენება ნელადექსის მალამო. წამწამები უნდა დამუშავდეს ჰიგიენურად ბლეფაროლოსიონით, ხოლო შემდეგ წავისვათ ბლეფაროგელი. გარდა წამწამების მიდამოსი, დემოდექსი ბინადრობს სახის კანზეც, კერძოდ, ცხვირ-ტუჩის ნაოჭში. წერილში აღწერილი გამონაყარის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ როზამეტის (მეტრონიდაზოლის შემცველი მალამო) ან მეტრორუბორილის მალამო სამი თვის განმავლობაში, მერე კი, ეფექტის შესანარჩუნებლად - რუბორილ-ექსპერტი. რაც შეეხება ცხოვრების წესს, ამ დროს საჭიროა, ორგანიზმი მოვარიდოთ ზედმეტ სითბოს, დავიცვათ კვების რეჟიმი, რაციონიდან ამოვიღოთ მჟავე, ცხარე, მლაშე საკვები, მაქსიმალურად შევზღუდოთ ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღება.


- "სახეზე გამიჩნდა სისხლძარღვები, მიწითლდება სახე და ცხვირი. იქნებ მირჩიოთ, რა წავისვა ან ვის მივმართო".
- როგორც ჩანს, ეს არის ტელეანგიოექტაზები - ზერელე გაფართოებული სისხლძარღვები, რომლებიც სახის კანს, განსაკუთრებით - ლოყების არეში, წითელ ელფერს აძლევს. ის თან ახლავს აცნე როსაცეა-ს და კოლაგენურ დაავადებებს. შეკითხვის ავტორმა დიაგნოზის დასაზუსტებლად დერმატოლოგს უნდა მიაკითხოს. სასურველია ჩატარდეს სისხლის სრული კოაგულოგრამა. დასალევად ვურჩევდი ასკორუტინს, ადგილობრივად კარგი იქნება ჩაის ხის ტონიკი. თუ ტელეანგიოექტაზები კოლაგენური დაავადებით არ არის განპირობებული, მათ მოსაშორებლად უნდა მიმართოს ესთეტიკური მედიცინის რომელიმე ცენტრს, სადაც ამ პრობლემას ადვილად მოუგვარებენ. გარდა ამისა, ერიდოს მზეს და გამაღიზიანებელ საკვებს.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთ ბაქტერიას, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ადამიანის კანზე, მისი პატრონის კანის სხვადასხვა პათოლოგიისგან დაცვა შეუძლია. კვლევის ავტორი როლფ ლუდი აღნიშნავს, რომ მიკროორგანიზმი Propionibacterium Acnes-ს
სვირინგის (ტატუირების) მოშორება ძალიან ძნელია. დღეისათვის ამისათვის სხვადასხვა საშუალებებია, დერმაბრაზიისა და პილინგის ჩათვლით. თუმცა, ნახატისგან გათავისუფლების შემდეგ სხეულზე უსიამოვნო იარა რჩება.
ეგზემა კანის ქრონიკული არაინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად იწყება ბავშვობაში და ახასიათებს გამონაყარი, წვა, ქავილი, რემისიები და რეციდივები.
- ვარ 20 წლის. ზურგზე და გულმკერდის არეში მაქვს გამონაყარი. უბრალოდ თეთრი თავით, თუმცა ზოგჯერ ჩირქოვანიც.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
1.ცივ ამინდში არასოდეს დაივიწყოთ ხელთათმანის ჩაცმა. ჰაერის დაბალი ტემპერატურა პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, ირღვევა ქსოვილების კვება და კანი კარგავს ელასტიურობას.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.