ფერიმჭამელა ორგანიზმში მომხდარ პათოლოგიაზე მიუთითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერიმჭამელა ორგანიზმში მომხდარ პათოლოგიაზე მიუთითებს

ფერიმჭამელა (აკნე) ორგანიზმში მომხდარ ცვლილებაზე (პათოლოგიაზე) მიუთითებს, ამიტომ როდესაც ეს დაავადება იჩენს თავს, უნდა მიმართოთ არა მხოლოდ დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს, არამედ გინეკოლოგს, ენდოკრინოლოგს, უროლოგს, თერაპევტს. პირველ რიგში, აუცილებელია დაისვას სწორი დიაგნოზი. შეარჩიეთ ექიმი, რომელიც ფლობს კლასიკური დერმატოლოგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში კოსმეტოლოგიურ პროცედურებს სხვა პროფილის ექიმის მეთვალყურეობაც შეუხამეთ.

არასოდეს დაიტოვოთ ღამით დეკორატიული კოსმეტიკა. გაიწმინდეთ სახე სპეციალური, რბილი გამწმენდი საშუალებით. ჭარბად ნუ გამოიყენებთ საპონს. ერიდეთ სპირტის, აცეტონისა და სხვა აგრესიული ნივთიერებების შემცველ ლოსიონებს. შინიდან გასვლისას აუცილებლად წაისვით დღის კრემი (დამანოტივებელი, ჰიპოალერგიული, არაკომედოგენური, კომედონს უწოდებენ კანის ცხიმით სავსე, დაცობილ ცხიმის ჯირკვალს). მკურნალობისას სახე მზეს მოარიდეთ.ხელი აიღეთ ყოველგვარი მკვებავი კრემის გამოყენებაზე, გარდა იმისა, რომელსაც კოსმეტოლოგი გირჩევთ. კრემის ნაცვლად დროდადრო წაისვით სუფთა ზეთი, რომელიც შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.არ შეწყვიტოთ მკურნალობა, ვიდრე სისხლში ჰორმონების მაღალი შემცველობა ფიქსირდება.

დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას საკმარისია ადგილობრივი მკურნალობა და კომედონების მექანიკურად მოცილება. საშუალო და მძიმე ხარისხის ფორმისას ადგილობრივს ემატება ზოგადი საშუალებები (ანტიბიოტიკები, ჰორმონული დარღვევების მოსაწესრიგებელი პრეპარატები და ა. შ.), რომლებსაც ექიმი დაგინიშნავთ. არსებობს ახალი თაობის დიოდური ლაზერი შმოოტჰ Bეამ, რომელიც რბილად, სათუთად მოქმედებს კანის ღრმა სტრუქტურებზე. შედეგად კანის ღრმა შრეებში მდებარე ცხიმის ჯირკვლები პატარავდება და ცხიმის გამოყოფის აქტიურობაც მცირდება. შედეგი, რა თქმა უნდა, უეცარი არ არის. საჭიროა 3-5 პროცედურის ერთთვიანი ინტერვალებით ჩატარება. ლაზერი, გარდა იმისა, რომ წმენდს კანს, ნაწიბურებსაც ებრძვის - 5-8 პროცედურა დეფექტებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის. იხილეთ ვრცლად