მეჭეჭების მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეჭეჭების მკურნალობა

. თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შეამჩნევთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.

არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები, თუმცა საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.

მეჭეჭების მედიკამენტური მკურნალობა მათზე სხვადასხვა პრეპარატით ზემოქმედებას გულისხმობს. ამ კუთხით დღეს ფართოდ გამოიყენება ოქსოლინის მალამო, კონდილინი, ფერიზოლი, სოლკოდერმი.

მეჭეჭების მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები გულისხმობს მეჭეჭების მოცილებას პრეპარატების გარეშე. საამისოდ არსებობს რამდენიმე მეთოდი: კრიოთერაპია (მოყინვა), ლაზეროთერაპია და ელექტროკოაგულაცია. მეთოდს დერმატოლოგი მეჭეჭის ტიპისა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩევს.

არსებობს აგრეთვე ასაკოვანთა მეჭეჭები, რომლებიც ასევე ვირუსული ინფექციის შედეგია. ისინი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, აქვთ ბრტყელი, მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური ფოლაქების სახე, რუხი, შავი ან ყავისფერია. მათი ზედაპირი დაფარულია კანის გარქოვანებული, ცხიმით გაჟღენთილი ფაშარი მასით. ისინი უმეტესად ლოყების, თვალის გარშემო და კისერზე ამოდის. ეს მეჭეჭები უნდა არიდოთ ტრავმას. მათი მოცილება შეიძლება როგორც არამედიკამენტური, ისე ტრადიციული მედიცინის მეთოდებითაც, თუმცა ამ უკანასკნელთა დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. გირჩვეთ, აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩაიტაროთ.

იხილეთ აგრეთვე სტატია "მეჭეჭები ავთვისებიან წარმონაქმნად რომ არ გადაიქცეს"