სტრიების გასაქრობი კრემები და პილინგი - მოამზადეთ თავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრიების გასაქრობი კრემები და პილინგი - მოამზადეთ თავად

თირკმელზედა ჯირკვლის გამოსაკვლევად.

არსებობს წონის ცვალებადობასთან (ან ორსულობასთან) დაკავშირებული თეთრი სტრიების საწინააღმდეგო კრემები, მაგალითად ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კრემი სტრიებისთვის და სხვ. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, სტრიების საწინააღმდეგო ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება - მეზოთერაპია, მეზოპილინგი, პილინგი და სხვ.

სტრიების შემამაცირებელი პროცედურა:

1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა მარილი და 1/2 ჭიქა ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში. საშხაპეში მოახდინეთ ამ საშუალებით სტრიებით დაზიანებული კანის მასირება. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ ტანის ნებისმიერი კრემი. პროცედურა ჩაატარეთ ყოველდღე, ეფექტი ერთი თვის შედეგ უნდა გახდეს შესამჩნევი, მაგრამ ეს პროცედურა კიდევ რამდენიმე თვე უნდა ჩაატაროთ.

სტრიების საწინააღმდეგო კრემი:

ასეთი კრემი მუმიოსგან მზადდება. გაადნეთ 1 გ მუმიო 1 ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. დაამატეთ ერთი ტუბიკი (80-100 გ) საბავშვო კრემი და ვიტამინი E, ყველაფერი კარგად აურიეთ სტერილურ ქილაში. ეს კრემი პრობლემურ კანზე უნდა შეიზილოთ დღეში ერთხელ. შეინახეთ კრემი მაცივარში. თუ სტრიები ახლად წარმოქმნილია, თითქმის სულ გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.

სტრიების საწინააღმდეგო პილინგი

>ხილის პილინგ-კრემის დასამზადებლად ერთმანეთში აურიეთ იოგურტი (150 მლ), ნუშის ზეთი (1 სუფრის კოვზი), 1 ლიმონის კანი (გახეხილი). დაიდეთ ეს საშუალება დაზიანებულ კანზე 20 წუთი. ჩამობანისას მოახდინეთ პრობლემური კანის მასირება. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

სხვა პილინგ-კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ავოკადო, 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 სუფის კოვზი ხორბლის ზეთი. ბლენდერში გააკეთეთ ავოკადოს პიურე, დაამატეთ კოსმეტიკური თიხა, შვრიის ფქვილი და ბოლოს - ზეთი. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე ხანი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ეფექტი ერთ თვეში გახდება შესამჩნევი.

>დაგჭირდებათ 100 გ ახალი (ან გაყინული) ბაბუაწვერას ფოთლები, 75 გ ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და სისქის მისაცემად შვრიის ფქვილი. ბლენდერში გააკეთეთ ბაბუაწვერას ფოთლების, ზეითუნის ზეთისა და ალოეს წვენისგან პიურე, დაამატეთ შვრიის ფქვილი იმდენი, რომ კრემის კონსისტენცია მიიღოთ. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ დილა-საღამოს. კრემი შეინახეთ მაცივარში. ინახება 1 კვირა.

ალოე და ზეითუნის ზეთი

0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა ალოეს წვენი, 5 წვეთი ვიტამიანი A და 10 წვეთი ვიტამინი E აურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი შეინახეთ მაცივარში. ამ საშუალების გამოყენება მიზანშეწონილის სკრაბის შემდეგ.

ყურძენი სტრიების წინააღმდეგ

ახალად გაჩენილ სტრიებზე კარგად მოქმედებს შავი ყურძნის წვენი. შავი ყურძნისგან გააკეთეთ ფაფა (ანუ დასრისეთ) და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.

თიხა

აურიეთ თანაბარი რაოდენობით მწვანე, რუხი და ცისფერი თიხა. დაამატეთ თხევადი თაფლი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიდეთ სტრიებიან კანზე ყოველ ღამე და ბინტით დააფიქსირეთ. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ნარევი უნდა მომზადდეს.

მუმიო

2 აბი მუმიო გაალღვეთ 50 მლ ტანის კრემში, ან რძეში. სუნის გასაქრობად ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის წვენი. აბაზანაში გაიკეთეთ ყავის სკრაბი და ამის შემდეგ დაიდეთ პრობლემურ კანზე მუმიოს კრემი. არ ჩამოიბანოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

სტრიების გაჩენას ხშირად ჰორმონული დარღვევები იწვევს