მეჭეჭების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეჭეჭების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება

: ბრტყელი, ძაფისებრი, ჩვეულებრივი და სხვ. გვხვდება უჩვეულო ფორმის მეჭეჭებიც, რომლებიც ყვავილოვან კომბოსტოს მოგვაგონებს. ისინი უმეტესად კისერსა და თავის თმით დაფარულ უბნებზე ვითარდება.

მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უხშირესად ვირუსული ეტიოლოგიისაა. მეჭეჭთა გამომწვევი სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი არსებობს. მათ შორის კი ყველაზე ხშირად პაპილომას ვირუსი გვხვდება.

ცალკე უნდა აღინიშნოს მახვილწვერიანი კონდილომები _ განსაკუთრებული ტიპის მეჭეჭები, რომლებიც ძირითადად ლოკალიზდება ადამიანის სხეულის თბილ და ტენიან ზედაპირზე (უმთავრესად გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში). მათ მოვარდისფრო რბილი ბუშტუკების შესახედაობა აქვთ, მიდრეკილნი არიან ზრდისაკენ. ზრდის პროცესში მათი ფუძე წვრილი ფეხის ფორმას იძენს.

არის შემთხვევები, როდესაც კეთილთვისებიანი მეჭეჭები ავთვისებიან წარმონაქმნებად გარდაიქმნება, ამიტომაც მათ ყურადღების მიქცევა სჭირდება.

მეჭეჭების მკურნალობა

მეჭეჭები ზოგჯერ თავისით, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე სრულიად უკვალოდ ქრება. სხვა შემთხვევაში ისინი წლობით არის განთავსებული სხეულის ამა თუ იმ უბანზე, ზოგჯერ იზრდება კიდეც. თუ კანსა ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შენიშნავთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ დერმატოლოგს საკონსულტაციოდ. გახსოვდეთ, მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს რა სახისაა არსებული წარმონაქმნი (წარმოადგენს ის მეჭეჭს თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.

არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები: კრიოთერაპია (მოყინვით მკურნალობა), ლაზეროთერაპია და ელექტროკოაგულაცია.

კონკრეტული მეთოდის შერჩევა ექიმ დერმატოლოგის კომპენტენციაა, მეჭეჭის ტიპისა და მისი ამა თუ იმ თავისებურების გათვალისწინებით.

თუმცა, საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა, მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.

თინათინ გოცაძე

მეჭეჭები

მეჭეჭები ავთვისებიან წარმონაქმნად რომ არ გადაიქცეს