10 ოქროს წესი სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 ოქროს წესი სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის

1. ყურადღებით შეარჩიეთ კანის მოსავლელი საშუალება - კანის მოვლის პირველი და მთავარი წესი იმ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. მშრალი და ცხიმიანი კანის მოთხოვნილებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის მგრძნობიარე უბნებს. ზოგან სახის კანი თხელი და მეტისმეტად მოწყვლადია და სპეციფიკურ მოვლას მოითხოვს, განსაკუთრებით - თვალებისა და ტუჩების ირგვლივ. ეს მიდამოები მეტისმეტად მგრძნობიარეა და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

3. ნაზად გაიწმინდეთ კანი: მგრძნობიარე კანის მოვლა მაკიაჟის მოცილებით იწყება. იმისთვის, რომ მას დამატებითი სტრესი არ მიაყენოთ და ბუნებრივი ბალანსიც შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ ნეიტრალური PH-ის მქონე მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული კანის ნაზად მოვლისთვის.

4. გახსოვდეთ: თვალები რისკის ზონაა! თვალების ირგვლივ არსებული კანი ათჯერ უფრო თხელია, ვიდრე სახის სხვა ადგილას არსებული კანი, ამიტომ გამოიყენეთ თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური საშუალებები.

5. პილინგი (ექსფოლიაცია) - სახის კანის მოვლისთვის აუცილებელი პროცედურაა: გამოიყენეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი ტიპის პილინგი კვირაში ერთი-ორჯერ. პილინგი ეფექტიანი, მაგრამ ნაზი უნდა იყოს და ტრავმას არ აყენებდეს კანს. გამოიყენეთ ის საშუალებები, რომელთაც ნეიტრალური PH აქვთ და რომლებიც კარგად წმენდენ და არბილებენ კანს ისე, რომ არ არღვევენ მის ბუნებრივ ბალანსს.

6. დატენიანება განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს. დერმის 70%-ს წყალი შეადგენს, ეპიდერმისი კი მხოლოდ 15%-ია. იმისთვის, რომ კანი ყოველთვის კარგად იყოს დატენიანებული, ისეთი საშუალებები გამოიყენეთ, რომლებიც კანში მუდმივად ინარჩუნებს ტენიანობას. ასევე შეიძლება რეგულარულად იკეთოთ დამატენიანებელი ნიღაბი. მისი ნარჩენები გადადუღებული წყლით უნდა მოიშოროთ.

7. უპირატესობა მიანიჭეთ ჰიპოალერგიულ დეკორატიულ კოსმეტიკას, რათა თავიდან აიცილოთ ალერგია, რომელსაც თქვენი კანისთვის შეუსაბამო კოსმეტიკური საშუალებები იწვევს. ჰიპოალერგიულია დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც სპეციალურად მზადდება ყველა ტიპისა და თვალების ირგვლივ არსებული კანისთვის, მათ შორის - მგრძნობიარე კანისთვისაც.

8. თავი დაიცავით მზისგან. წელიწადის ნებისმიერ დროს გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფილტრის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები. ისინი ამცირებენ მზის სხივების იმ მავნე მოქმედებას, რომელიც აჩქარებს დაბერების პროცესს.

9. თავი არიდეთ არასასურველ გარეგან ფაქტორებს: გარემოს დაბინძურებას, მოწევას, სტრესს... ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს კანზე. შინიდან გასვლამდე გამოიყენეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც დაიცავს თქვენს კანს არასასურველი ფაქტორებისაგან, ხოლო საღამოობით შინ დაბრუნებისთანავე გულდასმით გაიწმინდეთ სახე.

10. არ დაივიწყოთ ტუჩები. როგორც კი შეატყობთ, რომ ეს აუცილებელია, გამოიყენეთ ტუჩების რეგენერირებისთვის განკუთვნილი კრემი. კრემი იმდენჯერ შეგიძლიათ წაისვათ, რამდენჯერაც მოისურვებთ.

კანის პრობლემები სიწითლე