სტრესი და არასწორი კვება აკნეს განვითარების რისკ-ფაქტორებია
25 წელზე მეტი ასაკის ქალების 5% და მამაკაცების 1% გამონაყარსა და ცხიმიან კანს უჩივის. ქალებში ეს პრობლემა ჰორმონების დონის ცვლილებების გამო უფრო გავრცელებულია.
იტალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აკნე 2-ჯერ უფრო ხშირი იყო იმ ქალებში, რომლებიც მცენარეულ საკვებს კვირაში მხოლოდ 3 დღე იღებდნენ. კანზე გამონაყარის გამოვლინების რისკი 3-ჯერ მეტი იყო სტრესის მაღალი დონის პირობებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ოჯახური ანამნეზიც აღმოჩნდა.
ლალი ჩხიკვაძე