ოსტეომალაცია - დაავადება ლაბორატორიულად D ვიტამინის დაქვეითებით ვლინდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოსტეომალაცია - დაავადება ლაბორატორიულად D ვიტამინის დაქვეითებით ვლინდება

ამის მიზეზია ძვლების მინერალიზაციის დაქვეითება – მდგომარეობა, როცა ძვლის რეზორბციის სიჩქარე აჭარბებს მის სინთეზს. თავის მხრივ, დარღვევა აღმოცენდება დ ვიტამინის ნაკლებობის, მისი შეწოვის ან გარდაქმნის დარღვევის გამო ნაწლავების დაავადებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს. დ ვიტამინის ნაკლებობა მოზრდილთა ოსტეომალაციას იწვევს. ბავშვებს კი, ანალოგიური მიზეზით, უვითარდებათ რაქიტი. გარდა დ ვიტამინის დეფიციტისა, ოსტეომალაცია შეიძლება აღმოცენდეს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების დროსაც.

ოსტეომალაციის გამოვლინებები და მკურნალობა

ოსტეომალაციის გავრცელებული სიმპტომებია ძვლების ტკივილი, მოტეხილობა და კუნთების სისუსტე. ზოგჯერ შეიძლება აღმოცენდეს სიარულის გაძნელება.

დაავადების ლაბორატორიული გამოვლინებაა D ვიტამინის, ზოჯგერ კი კალციუმისა და ფოსფატების დაქვეითება. რენტგენოლოგიურად ვლინდება ძვლების ცვლილებები.

ოსტეომალაციის სამკურნალოდ ინიშნება დ ვიტამინი, კალციუმის პრეპარატები, ფოსფატები. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს კორსეტის ტარება, ძვლების დეფორმაციის ქირურგიული კორექცია. მნიშვნელოვანია მზის სხივების ზემოქმედება.

წაიკითხეთ სრულად