რუბრიკები
კითხვა–პასუხი - ფარმაკოლოგია
03-07-2013
-მაინტერესებს ოქსოლინის მალამო რისთვის გამოიყენება? ის გრიპის ვირუსის აცილებისათვის თუ გრიპის ვირუსის სამკურნალოდ?
-ოქსოლინის მალამო არის გარეგანი გამოყენების ანტივირუსული საშუალება;
მისი 3%-იანი ფორმა გამოიყენება ვირუსული ან სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის დერმატოზების სამკურნალოდ – ბუშტუკოვანი მარტივი ლიქენის, საშიში ლიქენის, მეჭეჭების (ჩვეულებრივი, ბრტყელი, მახვილწვერიანი), კონტაგეოზური მოლუსკის, დიურინგის ჰერპეტოფორმული დერმატიტის, შემომსარტყველი ლიქენის დროს.
0,25% მალამო ცხვირის ღრუსთვის - გრიპის პროფილაქტიკა, ვირუსული რინიტების მკურნალობა.
0,25% თვალის მალამო - თვალის ვირუსული დაავადებების დროს.
კატეგორია - ფარმაკოლოგია
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები