რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაუსვით კითხვა ექიმს
ონლაინ
სტანდარტული / უფასო
  • პასუხი 10 დღეში
  • საჯარო შეკითხვა
პასუხი 3 საათში / 5 ლარი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
პაკეტი / 15 ლარი
  • 5 კითხვის ლიმიტი
  • პასუხი max 3 საათში
  • ფოტოს ატვირთვა
  • კონფიდენციალურობა
  • SMS შეტყობინება
  • ვადა სამი თვე
კითხვა–პასუხი - ჰეპატოლოგია
კატეგორია - ჰეპატოლოგია
14-01-2012
-მაინტერესებს როგორ გადადის ადამიანებზე ცე-ჰეპატიტი და როგორ უნდა მოვუაროთ ცე-ჰეპატიტით დაავადებულს
პასუხი
-ზოგადად C ჰეპატიტის მკურნალობა ტარდება ინტერფერონის პრეპარატებით. მათი გამოყენების მიზანშეწონილობა კი კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს სათანადო გამოცდილების ინფექციონისტმა-ჰეპატოლოგმა.
მოზრდილებშიC ჰეპატიტით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ვირუსით დაბინძურებული სისხლის კონტაქტი მეორე ადამიანის სისხლთან. ამ თვალსაზრისით საშიშად მიიჩნევენ შეუმოწმებელი ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმას, თუმცა ინფიცირების მიზეზად შეიძლება იქცეს დაავადებული და ჯანმრთელი პირის კონტაქტი. ასეთი რამ ხდება:
• არასათანადოდ გასტერილებული, არაერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას;
• ნარკომანების მიერ საზიარო ნემსის გამოყენებისას;
• ტატუირებისას;
• აკუპუნქტურისას;

• მანიკიურისა და კოსმეტიკური მანიპულაციებისას;
• სტომატოლოგიური მანიპულაციებისას;
• დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტისას;
• საერთო სამართებლის, კბილის ჯაგრისის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
• პირსინგის დროს;
• დაავადებულის პირის ღრუსთან შეხებისას (კოცნისას), ადამიანის მიერ ადამიანის კბენისას;
• სისხლმდენი ღრძილების მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის გამოყენებისას;
• დაბინძურებული სააბაზანო აქსესუარების გამოყენებისას;
• სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.
C ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადაცემის ალბათობა გაცილებით მცირეა, ვიდრე B ჰეპატიტისა. თეორიულად რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა პრაქტიკულად მაჩვენებელი მეტად დაბალია.
რაც შეეხება კვებას, საგანგებო დიეტა აუცილებელი არ არის, პირიქით, საჭიროა სრულფასოვანი კვება. კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი. ავადმყოფი უნდა ერიდოს ცხიმიან საკვებს (ღორისა და ცხვრის ხორცს). არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით კოფეინიანი სასმლის (ყავის, მაგარი ჩაის, კოლას) მიღება. გამოცდილი სპეციალისტის ზედამხედველობით მკურნალობა წარმატებით წარიმართება.
კომენტარები
31 მარტი 2017 10:35
მაინტერესებს ც ჰეპატიტი ნერცყვიტ ტუ გადადის?
03 თებერვალი 2017 23:12
გამარჯობატ მაინტერესენს ც ჰეპატიტი სქესობრი ცხოვრებიტ ტყ გადადის ან რამდენად არიც პროცენი რომ განიკურნოს ამდროს გადადებული,
24 იანვარი 2016 13:34
დავამთავრე 6 თვიანი კურსი.ც ჰეპატიტის ვირუსი ვერ დავამართსხეთ.სოვალდი +რიბავერინი.რა ვიმოქმედო შემდექში?
09 იანვარი 2016 16:14
გამარჯობათ ოჯახში გვყავს ც ჰეპატიტით დაავადებული მაგრამ ძალიან ოლი ფორმაში. მაინტერესებს ბავშვთან კონტაქტი ხო არ არის საშიში ერთ ლოგინში წოლა შემთხვევით თუ მისი ნახმარი პირსახოცი იხმარა ბავშვმ. მისი და დავუშვათ ბავშვის სარეცხის ერთად გარეცხვა? ძალინ დიდი მალობა
09 იანვარი 2016 16:00
გამარჯობათ ოჯახში გვყავს ც ჰეპატიტით დაავადებული მაგრამ ძალიან ოლი ფორმაში. მაინტერესებს ბავშვთან კონტაქტი ხო არ არის საშიში ერთ ლოგინში წოლა შემთხვევით თუ მისი ნახმარი პირსახოცი იხმარა ბავშვმ. მისი და დავუშვათ ბავშვის სარეცხის ერთად გარეცხვა? ძალინ დიდი მალობა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
შვებულება მხოლოდ მოდუნების შესაძლებლობა არაა. ექსპერტების აზრით, შვებულება სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ფსიქოლოგები დიდი ხანია საუბრობენ ადამიანის მარტოობის საკითხებზე. ბევრი დარწმუნებულია, რომ მარტოობა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მარტო დარჩენილი ადამიანი ჩაკეტილ წრეში ექცევა.
1. სწორედ ძილის დროს მიმდინარეობს ცხიმისა და ზედმეტი კალორიების დაწვის პროცესი. მიღებული ენერგია კი სითბოდ ტრანსფორმირდება.
23 სექტემბერი 2015
გულწრფელად გაინტერესებთ, უყვარხართ თუ არა მამაკაცს, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ? გაეცანით შეყვარებული მამაკაცის დახასიათებას და ნუ მოიტყუებთ თავს, თუ მასში ამ ნიშნებს ვერ ხედავთ:
13 აგვისტო 2015
მარტივი ვარჯიშით ხვრინვისგან გათავისუფლება შესაძლებელია. სან-პაულოს უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაში, რომელიც სამი თვე გრძელდებოდა, მონაწილეობდა 39 პაციენტი.
კოსმეტიკამ და ხელოვნურმა რუჯმა თვალებს ზიანი რომ არ მიაყენოს, ამისათვის რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ:
კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ.
ადამიანის დაცემინებიდან ან დახველებიდან საშიში ბაქტერიები ჰაერში 45 წუთამდე აქტიური რჩება. უფრო მეტიც, ამ ბაქტერიებს 4 მეტრამდე შეუძლია გადაადგილება, ამიტომ ცემინებისა და ხველებისას ყოველთვის უნდა ავიფაროთ პირზე.