როგორ შევარჩიოთ საცხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ საცხი

ცხიმიანი კანი

თუ კანი მიდრეკილია ფერიმჭამელებისა და გამონაყარისკენ და თან პრიალებს - ეს ცხიმიანი კანია. თუმცა ამას დადებითი მხარეც აქვს - სწორი მოვლის შემთხვევაში ამ ტიპის კანი 35-40 წლის ასაკშიც ახალგაზრდულად გამოიყურება. ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საცხების შემადგენლობაში ხშირად შედის გვირილას, გულყვითელას, ფარსმანდუკის ექსტრაქტი. ისეც ხდება, რომ კლიმატის ცივიდან ცხელისკენ შეცვლასთან ერთად, დროებით თქვენი კანის “ქცევაც” იცვლება. ამ დროს მშრალმა კანმა შეიძლება ცხიმოვანის ნიშნები შეიძინოს. ამ პერიოდში დროებით უნდა შეცვალოთ მოვლის საშუალებები.

კომბინირებული კანი

შეიძინეთ ამ ტიპის კანისთვის შექმნილი საცხები. კომბინირებული კანისთვის განკუთვნილ საცხში უნდა შედიოდეს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად: გვირილა, სალბი, მრავალძარღვა, რაც ანთებითი პროცესის განვითარებას შეუშლის ხელს. კომბინირებული კანის შემთხვევაში, საკმაოდ რთულია სხვადასხვა უბანზე განსხვავებული საცხის გამოყენება. შეეცადეთ მხოლოდ ნატურალურ ზეთებზე დამზადებული კანის მოვლის საშუალებები შეიძინოთ, რადგან მინერალური ზეთები ფორებს ახშობს და კანს აბინძურებს.

ნორმალური კანი

ამ ტიპის კანისთვის მოვლის საშუალებების შერჩევა ყველაზე მარტივია. კანის მდგომარეობა - ეს არ არის სისხლის ჯგუფი, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელია. კანის ტიპი შეიძლება შეიცვალოს როგორც სიცოცხლის განმავლობაში (უფრო ხშირად ჰორმონული მიზეზით), ასევე დროის მცირე მონაკვეთშიც, გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით.

პრობლემური კანი

პრობლემური კანის მოსავლელად უნდა შეარჩიოთ ისეთი საშუალება, რომლის შეფუთვაზეც აღნიშნულია “პჰ-ნეიტრალური”. ასეთი კოსმეტიკა არ არღვევს ბუნებრივ ბალანსს და აცხრობს ანთებას. პრობლემური კანის საცხების შემადგენლობაში უნდა იყოს ჩაის ხის, ფურისულას, ლავანდის ზეთი, კაოლინი, F, E, C, B6 ვიტამინები. პრობლემური კანის მოსავლელად კარგ შედეგს იძლევა მკვდარი ზღვის სამკურნალო ტალახისა და მინერალების საფუძველზე შექმნილი საცხები. მათი შეძენისას ყურადღება მიაქციეთ წარმოების ადგილს. მკვდარ ზღვას მხოლოდ ორი ქვეყანა - ისრაელი და იორდანია ეკვრის.


საცხები ახალგაზრდა კანისთვის

ახალგაზრდა კანი შეიძლება პირობითად ორ ქვეჯგუფად დავყოთ - ყმაწვილობისა და უშუალოდ ახალგაზრდული. პირველი ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საცხები სამკურნალო ეფექტის მქონეა, სახის კანზე ჰორმონული გარდაქმნების შედეგების გამოვლინებას აქვეითებს, ახალგაზრდა კანის საცხები კი მსუბუქად ატონიზირებს და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. ახალგაზრდა კანის საცხის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს: საფუარი, თაფლი, შვრიისა და მცენარეების გამონაწვლილი, კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი. ეს უკანასკნელი პრაქტიკულად ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების საუკეთესო კომპონენტია. ამ ასაკისათვის განკუთვნილ საცხებში შედის თუთია და სალიცილის მჟავა, ისინი კანს სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება. გაითვალისწინეთ, რომ საცხი იდეალურად სუფთა კანზე უნდა წაისვათ!

მოწიფული ასაკისათვის

როგორც მცენარეს სჭირდება მორწყვა, ასევე ჩვენს კანსაც უნდა მუდმივი დატენიანება, რომ სილამაზე და ახალგაზრდობა არ დაკარგოს. ცხადია, დაბერების პროცესი გარდაუვალია, მაგრამ შეიძლება მისი მნიშვნელოვანი შენელება. შხაპის ყოველი მიღების შემდეგ სახე აუცილებლად უნდა დატენიანდეს. ანტიასაკობრივი საცხების შემცველობაში არსებული ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს დატენიანებას და ახანგრძლივებს კანის ახალგაზრდობას. ცალკე ჯგუფად შეიძლება განვიხილოთ ბოტოქსის ეფექტის მქონე საცხები, მაგრამ, როგორც წესი, ისინი საკმაოდ ძვირადღირებულია. ანტიასაკობრივი საცხების ეფექტიანობის საიდუმლო მათი გამოყენების სიხშირეა. რეტინოიდები, ანუ A ვიტამინის ნაწარმი, ჯერჯერობით ერთადერთი ინგრედიენტია, რომლის ეფექტიანი მოქმედება მეცნიერულად დასაბუთებულია. ის ნაოჭების წარმოქმნის პროფილაქტიკასა და უკვე არსებული წვრილი ნაოჭების გადასწორებას უწყობს ხელს. 30 წლის შემდეგ აუცილებელია A ვიტამინის შემცველი, სასურველია, ღამის, საცხების ყოველდღიური გამოყენება.

წელიწადის დროები და სახის საცხი

კანი რომ დავიცვათ გამოშრობისა და ნახეთქების გაჩენებისაგან, აუცილებელია რეგულარული ვიტამინიზებული მხარდაჭერა. A, ჩ და E ვიტამინები კარგი ანტიოქსიდანტია, ისინი ნაზ კანს ეხმარება ამინდთან დაკავშირებული უსიამოვნებების გადატანაში. დამატენიანებელი საშუალებები მაქსიმალურად ეფექტიანი იქნება, თუ მას ქუჩაში გასვლამდე 2 საათით ადრე წაისვამთ.

ღამისა და დღის საცხები

დღე-ღამის პერიოდსაც აქვს მნიშვნელობა. დღის საცხები მსუბუქი კონსისტენციისაა, კარგად იწოვება და იცავს კანს გამოსხივების, ქარის, ყინვისა და ტენის დაკარგვისაგან. ღამის საცხებს კი აღმდგენი თვისებები აქვს, მეტი ბიოლოგიური აქტივობით, სიმკვრივითა და ცხიმიანობით გამოირჩევა.

საცხის შეფუთვა

ნუ გეგონებათ, რომ ქილა ან ტუბი მხოლოდ დიზაინერული მიგნებაა. როდესაც საცხს ქილაში თითებით ვეხებით, მისი ბაქტერიებით დაბინძურების რისკი იზრდება. ჰაერის ჭარბად მოხვედრაც უკარგავს მას სასარგებლო თვისებებს. ტუბებში არსებული საცხი შესაძლოა გარეგნულად ნაკლებმიმზიდველი იყოს, მაგრამ მას თავისი უპირატესობაც აქვს: ხელებსა და ჰაერთან კონტაქტი არ ხდება. ორგანიზმში მიმდინარე პროცესები კანზე აისახება. მის მდგომარეობაზე საკვებიც მოქმედებს და გარემოც. თუ არ გაქვთ ძვირად ღირებული საცხის შეძენის საშუალება, კარგი შედეგის მიღწევა შედარებით იაფი საშუალებებითაც შეიძლება. უმთავრესი საიდუმლო მათი გამოყენების სიხშირე და სისტემურობაა.