დეპილაცია და ეპილაცია რა განსხვავებაა მათ შორის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეპილაცია და ეპილაცია რა განსხვავებაა მათ შორის?

  • სამართებლით;
  • კრემით;
  • ცვილით.

ეპილაცია თმის მოცილების ისეთი მეთოდია, რომლის დროსაც ხდება ფოლიკულის აპარატის დაზიანება, რაც გვაძლევს თმის საბოლოოდ ამოძირკვის შანსს. არსებობს ეპილაციის რამდენიმე სახეობა:

  • ელექტროეპილაცია;
  • ლაზერული ეპილაცია;
  • ფოტოეპილაცია;
  • ენზიმური ეპილაცია;
  • ულტრაბგერითი ეპილაცია.

თმის მოცილების რომელ მეთოდს მივანიჭოთ უპირატესობა? ამა თუ იმ მეთოდის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ დასამუშავებელი ფართობი, მასზე კანის მგრძნობელობა, თმის რაოდენობა, ფერი, სისქე და თანხის რაოდენობა, რომლის დახარჯვაც შეგიძლიათ ამ მიზნით. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი კანის სხვადასხვა უბნისთვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაა.

  • ფეხებისთვის რეკომენდებულია ცვილით დეპილაცია ან გაპარსვა;
  • ბიკინის ზონისთვის - გაპარსვა, ელექტროეპილაცია ან ლაზერული ეპილაცია;
  • ზედა ტუჩისთვის - ელექტრო- ან ლაზერული ეპილაცია.

კრემით დეპილაცია სხეულის ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაიკეთოთ, თუ კანი მეტისმეტად მგრძნობიარე არ გაქვთ. ეპილაცია ორგანიზმში ჩარევაა, ამიტომ ვიდრე სალონში წახვალთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმ დერმატოლოგთან, რომელიც განსაზღვრავს კანის ტიპს, გამოავლენს თმიანობის ხარისხს, შეამოწმებს თქვენს ჰორმონულ სტატუსს. თმიანობის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, ექიმი კი განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა გაიკეთოთ ეპილაცია და რომელი. ელექტროეპილაცია შრომატევადი პროცედურაა, რომელიც პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს. ფოლიკულში ნემსით მიმართავენ გალვანურ ან ცვლად დენს. დღეს მას ატარებენ ოქროს ნემსებით მცირე ზომის უბნებზე: ბიკინის ზონაზე, სახეზე, დუნდულებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეპილაციის ამ მეთოდს ყველაზე ეფექტურად მიიჩნევენ, მისი განმეორება მაინც აუცილებელია. თმა უნდა მოვაშოროთ მისი აქტიური ზრდის პიკზე, სხვაგვარად ამ პროცედურის ჩატარება უაზრობაა. ელექტროეპილაციის სახეებია თერმოლიზი და ელექტროლიზი, ასევე - მათი ერთობლიობა. პოპულარობით სარგებლობს ელექტროლიზი გალვანური დენის გამოყენებით. უპირველეს ყოვლისა, მას ნაკლები უკუჩვენება აქვს, ხოლო შეცდომის შემთხვევაში არ იწვევს კანზე შეუქცევად ცვლილებებს. ფოტოეპილაცია კოსმეტოლოგიაში ახალი სიტყვაა. ამ პროცედურას საკმაოდ ძვირად ღირებული აპარატურა სჭირდება, რომელსაც უნდა ფლობდეს კვალიფიციური სპეციალისტი. ფოტოეპილაცია ფილტრების ხარჯზე დიდ უბანს მოიცავს, მაგრამ მისი გამოყენება ყველა ქალს არ შეუძლია. მაგალითად, ფოტოეპილაციის საშუალებით შეუძლებელია ქერა თმის მოცილება ღია ფერის კანზე. ამ პროცედურის წინ სხეულზე უსვამენ სპეციალურ გელს, რომელიც აკავებს სითბურ ენერგიას და ამით იცავს კანს დამწვრობისგან. ჭკვიანი მანქანა ეძებს თმას და როცა პოულობს, ნათდება. ეპილაციის ამ მეთოდმა შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ფოტოეპილაცია ჯერ ახალი შემოსულია ქართულ ბაზარზე და შედეგებზე საუბარიც ნაადრევია. ლაზერული ეპილაცია. ლაზერი შესანიშნავი საშუალებაა. მისი დახმარებით შესაძლებელია თმის აღდგენაც და მოშორებაც. ჩვენთვის ეს უკანასკნელია საინტერესო. ლაზერის ზემოქმედებით თმა სუსტდება, ბაცდება და მეჩხერდება, 60-დან 90%-მდე ეპილირებული თმა ქრება. მაგრამ შეუძლებელია გამოვიცნოთ, რამდენჯერ დაგვჭირდება ამ პროცედურის გამეორება - თმის ზრდა დამოკიდებულია თმიანობის ტიპზე, ზოგად ჰორმონულ ფონზე, თმის სტრუქტურაზე. ბიოეპილაცია - ისტორიკოსების ცნობით, იგი ეგვიპტელმა ლამაზმანმა ნეფერტიტიმ გამოიგონა. თანამედროვე მედიცინამ გარკვეული ძვრები მოახდინა ამ სფეროში. ახლა ცვილში შედის სპეციალური დანამატები და ნატურალური კაუჩუკის მოლეკულები. ბიოეპილაციის თანამედროვე ტექნოლოგიები პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ზოგიერთი სახეობის ცვილი დამოუკიდებლადაც შეიძლება გამოვიყენოთ. ცვილი გავათბოთ 38-40ოც-მდე, რაც კანზე ფორების გაფართოების, მსუბუქად და უმტკივნეულოდ თმის მოცილების საშუალებას იძლევა. ცვილის ნარჩენები უნდა მოვიშოროთ ჟასმინის ზეთით. რა მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ: დერმატოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია!