როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას

არასასურველია ცხიმიანი თმის ხშირი გასწორება ფენით და გრძელი თმის ტარება - ყოველივე ეს აძლიერებს ცხიმის გამოყოფას და ართულებს თმის მოვლას. თმის ცხიმიანობის შესამცირებლად საჭიროა დიეტის დაცვა, ცხოვრების წესის შეცვლა და სხვა. ცხიმიანი თმა, რეკომენდებულია, დავიბანოთ საშუალოდ 3 დღეში ერთხელ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირი დაბანა არ ამცირებს ცხიმიანობას. ამ ტიპის თმის მოსავლელად კარგია შამპუნი, რომელიც შეიცავს ჭინჭრის, სალბის, ვირისტერფას, კოთხუჯის, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტს, პროტეინებს, A,C, K ვიტამინებს, თუთიას. არსებობს სპეციალური სამკურნალო შამპუნებიც. რეკომენდებულია, ძილის წინ თმაში შევიზილოთ მჟავე რძე, შევიხვიოთ თავი ხილაბანდით, ხოლო დილით ჩამოვიბანოთ რძე შამპუნით ან საპნის ქაფით. ასევე ეფექტურია დაბანის წინ თმაში ალოეს წვენის შეზელა. დაბანის შემდეგ საჭიროა სპეციალური ბალზამის, ნიღბის ან კრემის წასმა. მათი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, თმას არბილებს, მატებს ელასტიკურობას, ამცირებს ცხიმიანობას. საპონი, შამპუნი და ბალზამიც კი რეკომენდებულია ჩამოვიბანოთ სამკურნალო მცენარეების - სვიის გირჩების, ჭინჭრის, შვიტის, ვირისტერფას, ოროვანდის, კოთხუჯის ნაყენით ან ნახარშით. ორ სუფრის კოვზ ნედლეულს (შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცალკეული მცენარე, ასევე მათი ნაკრები) დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე, აადუღეთ, გააჩერეთ 20 წუთი და გადაწურეთ. მუქი ცხიმიანი თმა რეკომენდებულია ჩამოვიბანოთ ძმრიანი წყლით (1 სუფრის კოვზი ძმარი 1 ლიტრ წყალზე), ხოლო ღია ფერისა - გვირილის ნახარშით (2 სუფრის კოვზი 2 ლიტრ წყალზე), რომელსაც ლიმონის წვენს ან ლიმონმჟავას დავუმატებთ. დაბანიდან დაბანამდე სასარგებლოა თმაში ლიმონის წვენის შეზელა. იხილეთ ნიღბები ცხიმიანი თმისთვის სტატიაში "როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას"