ჯადოსნური გარდასახვა მაკიაჟის ტექნიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯადოსნური გარდასახვა მაკიაჟის ტექნიკა

რა ეტაპებს მოიცავს მაკიაჟის ტექნიკა?

მაკიაჟი უნდა დავიწყოთ ტონალური კრემის წასმით. იმისთვის, რომ ძირითადი ტონი კანზე თანაბრად და გამჭვირვალედ გამოჩნდეს, ის უნდა ემთხვეოდეს კანის ფერს.

სხვადასხვა ფორმის სახის კორექცია ტონალური კრემისა და რუჟის მეშვეობით

მრგვალი სახე: ღაწვებზე წაისვით სახის სხვა ნაწილებთან შედარებით მუქი ტონალური კრემი. რუჟი გადაისვით ყვრიმალებისკენ წარზიდული წვეთის ფორმით. კვადრატული სახე: შუბლისა და ქვედა ყბის კუთხეებში წაისვით მუქი ტონალური კრემი. რუჟით გამოკვეთეთ ყვრიმალქვეშა ჩაღრმავება ტუჩის კუთხის მიმართულებით. გრძელი და ვიწრო სახე: შუბლის ზედა ნაწილზე, თმის ზრდის ხაზსა და ნიკაპზე წაისვით მუქი ტონალური კრემი. რუჟი წაისვით ყვრიმალებზე ჰორიზონტალური მიმართულებით. მაქსიმალური ეფექტი თვალების სწორად შეღებვით მიიღება. თვალების ლამაზად და გამომსახველად წარმოჩენა ყველა ქალს სურს, მაგრამ თვალების ისე შეღებვა, რომ გამოჩნდეს პიროვნების სულიერი სიღრმე და დახვეწილობა, ცოდნასა და მონდომებას მოითხოვს.

წამწამის კიდეების შეღებვა

  • აიღეთ თვალის კარგად წათლილი ფანქარი - თმისა და წამწამების ტუშის შესაბამისი ფერისა (შავი - შავგვრემანებისთვის, მუქი რუხი - ქერებისთვის, ყავისფერი - წითურებისთვის).
  • პატარ-პატარა მონაკვეთებად ნელ-ნელა გაავლეთ წვრილი ხაზი ზედა ქუთუთოს წამწამებს შორის.
  • იმავე მეთოდით შეიღებეთ ქვედა ქუთუთოს მესამედი, რათა თვალი არ გამოჩნდეს ზომაზე პატარა.
  • თვალის ჩრდილის თანაბრად წასასმელად გამოიყენეთ აპლიკატორი.
  • თავდაპირველად წაისვით ყველაზე ბაცი ფერის ჩრდილი.
  • ყველაზე მუქი ჩრდილი წაისვით თვალის გარეთა კუთხეში, წამწამების კიდეზე.
  • თუ ლაინერი შავია, წაისვით ნეიტრალური - თეთრი, რუხი ან შავი ფერის ჩრდილი; ფერადი ლაინერის გამოყენების შემთხვევაში ჩრდილის ფერიც მისი შესაბამისი უნდა იყოს.
  • უკანასკნელი შტრიხია წამწამების ტუში.
  • ტუშის ჯაგრისი დააფიქსირეთ წამწამების ძირებთან.
  • ქვევიდან ზევით ნაზი მოძრაობით შეიღებეთ წამწამები.

თვალის ფორმის კორექცია

„დაქანებული“ თვალები. ნებისმიერი ფერის ფანქრით, გარდა შავისა, შეიღებეთ ზედა ქუთუთოს წამწამების კიდე. მუქი ფერის, მაგრამ არა შავი, ჩრდილი წაისვით ქვედა ქუთუთოს ხაზის პარალელურად ყვრიმალებისკენ. ამგვარად თვალი მიიღებს „დასრულებულ“, იდეალურ ფორმას. დიდი თვალები. ზედა ქუთუთოს კიდეზე ფანქრით გაავლეთ მკვეთრი ხაზი, რომელიც თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთასკენ უნდა ფართოვდებოდეს. გამოკვეთეთ მუქი და ცივი ჩრდილებით. ქვედა ქუთუთო შეიღებეთ თვალის გარეთა კუთხიდან შიგნით მესამედზე ან მეოთხედზე. პატარა მრგვალი თვალები. იმისთვის, რომ ასეთი თვალები ვიზუალურად დავაგრძელოთ და ნუშისებრი ფორმა მივცეთ, ხაზი უნდა გავავლოთ ზედა ქუთუთოს კიდიდან ყვრიმალისკენ. ამ ხაზზე დავიტანოთ ჩრდილიც.

რატომ არის აუცილებელი წარბების კორექცია

მაკიაჟის სრულყოფილებისთვის წარბების კორექცია აუცილებელია. ფაქიზად, სახის მოყვანილობის შესაბამისად გამოქნილი წარბები სახეს მოვლილ იერს აძლევს, მოხდენილად წარმოაჩენს თვალებს, ხაზს უსვამს მათ ბუნებრივ ლამაზ ფორმას.

როგორ შევიღებოთ ტუჩები

მგრძნობიარე და მეტყველი ტუჩები მაკიაჟის უმნიშვნელოვანესი შტრიხია. ტუჩსაცხი ხაზს უსვამს ამ თვისებებს, ამასთან, ანოტივებს ტუჩებს, ანიჭებს მათ სიმკვრივეს, ბზინვარებას, ხელს უშლის გამოშრობას და დახეთქვას. ტუჩების ფორმის კორექცია საკმაოდ ადვილია ტუჩის კონტურული ფანქრის საშუალებით.

  • ტუჩის ფანქარი ტუჩსაცხზე ერთი ტონით მუქი უნდა იყოს.
  • ტუჩების კონტურის მოხაზვა შუაგულიდან დაიწყეთ.
  • ზედა და ქვედა ტუჩის კონტურები პირის კუთხეში, ერთ წერტილში უნდა ხვდებოდეს ერთმანეთს.
  • მას შემდეგ, რაც კონტურს შემოავლებთ, ფუნჯით წაისვით ტუჩსაცხი, მერე ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალეთ და გადაისვით კიდევ ერთი ფენა.
  • თუ აუცილებელია ტუჩსაცხის დიდი ხნით (8 საათით და მეტით) დაფიქსირება, ტუჩებზე თხელ ფენად წაისვით ტონალური კრემი, დაიპუდრეთ, შემოავლეთ კონტური და შეიღებეთ. შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.
  • თუ ტუჩსაცხი საკმაოდ მდგრადია და ფუნჯიც ხარისხიანი გაქვთ, შესაძლოა კონტურული ფანქარი არც კი დაგჭირდეთ.
  • თუ ფანქრის ფერი მნიშვნელოვნად განსხვავება ტუჩსაცხის ფერისგან, კონტურზე ფუნჯით გადაატარეთ ტუჩსაცხი, თუმცა ზოგჯერ ამ ხილულ განსხვავებას საგანგებოდ იყენებენ ტუჩებისთვის რელიეფურობის მისანიჭებლად.