ხურმა - გეიშების სილამაზის საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხურმა - გეიშების სილამაზის საიდუმლო

და კოსმეტოლოგიური თვისებები. ხურმა, გარდა იმისა, რომ გემრიელია, შინაურ კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება. მისგან ნებისმიერი ტიპის კანისთვის შეიძლება ნიღბის მომზადება.  შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ რეცეპტს.

დამარბილებელი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის

გაფცქვენით ერთი საშუალო ზომის ხურმა და მოამზადეთ ფაფა. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი და აურიეთ. წაისვით სახესა და დეკოლტეს მიდამოზე, 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოდუნებული კანისთვის

ერთი ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მატონიზებელი ნიღაბი ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის

ხურმის პიურეს შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის გული და კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღაბს მათეთრებელი ეფექტიც აქვს.

მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის

ერთ ჩაის კოვზ ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, ერთი კვერცხის გული, ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი სოიის ფქვილი. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ თუ ალერგიული ხართ, სიფრთხილე გმართებთ.