როგორ მოვუაროთ კანს მეზოთერაპიის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს მეზოთერაპიის შემდეგ

  • კანის მთლიანობის დარღვევა;
  • ინსტრუმენტების არასტერილურობა;
  • პრეპარატის კომპონენტების აუტანლობა.

სახეზე მეზოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

  • ახალწარმონაქმნი - გრანულომა, პაპულა;
  • ბაქტერიული ინფექცია - კანის ნეკროზი, სტაფილოდერმია;
  • ადენოპათია;
  • ჰემატომა;
  • ნერვის ტრავმა;
  • სისხლძარღვის ტრავმა;
  • კანის დაავადება - ფსორიაზი, წითელი მგლურა.

გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, რათა მეზოთერაპიამ უმტკივნეულოდ, გაურთულებლად ჩაიაროს. პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია სახის მაკიაჟისგან გაწმენდა და დამანოტივებელი ნიღბის წასმა. პროცედურის შემდეგ სახეზე უნდა წავისვათ დამატენიანებელი და დამცავი კრემი.

  • მეზოთერაპიის სეანსის დღეს და მისი ჩატარებიდან ორი დღის განმავლობაში იკრძალება სახის მოსავლელი სხვა პროცედურები (აპარატული კოსმეტოლოგია, მასაჟი, ქიმიური პილინგი).
  • არც სახის მოვლის საშუალებების - კრემის, შრატის, გელის წასმაა რეკომენდებული. გამონაკლისია ექიმ კოსმეტოლოგის მიერ დანიშნული საშუალებები.
  • მიზანშეწონილი არ არის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება.
  • ინექციებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ჯობს დაიბანოთ ინდიფერენტული (სხეულის) ტემპერატურის წყლით, ერიდოთ კანზე აქტიურ მექანიკურ ზემოქმედებას (სკრაბის, უხეში ღრუბლის გამოყენებას).
  • ერიდეთ ცხელი წყლის პროცედურებს (საუნას, ცხელ აბაზანას და სხვა), განსაკუთრებით - პირველი 48 საათის განმავლობაში.
  • პროცედურის დღეს არ შეიძლება ალკოჰოლიანი და ცხელი სასმელების მიღება.
  • ინექციის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში არასასურველია წყალსატევში ბანაობა, მათ შორის - არც აუზში.
  • მეზოთერაპიის კურსის განმავლობაში ნუ მიიღებთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს და სისხლის შედედების დამაქვეითებელ მედიკამენტებს (ანტიაგრეგანტებს, ანტიკოაგულანტებს), რადგან ამ პერიოდში დიდია ჰემატომების წარმოშობის რისკი. თუ რაიმე წამალი დაგჭირდათ, ექიმი კოსმეტოლოგი აუცილებლად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში.
  • მეზოთერაპიის კურსის დროს აკრძალულია ინსოლაცია (მზეზე ყოფნა, სოლარიუმი), რადგან მაღალია რისკი, კანზე გაჩნდეს ჰიპერპიგმენტირებული და დეპიგმენტირებული უბნები.
  • ინექციის შემდგომი წვრილი ჰემატომების გართულებისას შეიძლება ტრაუმელის, ჰეპარინის ან ტროქსევაზინის მალამოს წასმა, შეშუპებისას - ყინულის დადება ლოკალურად. კანის სიწითლე (ერითემა), ჩვეულებრივ, 15-20 წუთში გაივლის, თუმცა შესაძლოა, 24 საათიც კი გაგრძელდეს - ესეც ნორმაა.