როგორ გავიკეთოთ პილინგი სახლის პირობებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავიკეთოთ პილინგი სახლის პირობებში

, სჯობს, კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმ -დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს, რომელიც შეგირჩევთ შესაფერისი შემადგენლობის სქრაბს ოპტიმალური შედეგის მისაღწევად და ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად. კანის ტიპიდან გამომდინარე, სქრაბი შეიძლება გამოვიყენოთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ნატურალური კოსმეტიკის მოყვარულები პილინგ-ნიღბებს თავად ამზადებენ. ინგრედიენტებად შეიძლება გამოვიყენოთ შაქრის ფხვნილი, მარილი, ნუშის ქატო, დანაყილი კვერცხის ნაჭუჭი, შვრიის ფანტელი, ბრინჯი, ყავის ნალექი, მჭადის ფქვილი. ისინი უნდა შევურიოთ შემთბარ თაფლს, ზეითუნის ზეთს ან ხაჭოს.

რა არის პილინგი

სახის პილინგი პროცედურაა, რომელიც კანის ზედაპირს მკვდარ უჯრედებს აცილებს. კანის უჯრედების სასიცოცხლო ციკლი 28-დღიანია. თუ მკვდარი უჯრედები არ მოვაშორეთ, ისინი დაახშობენ ფორებს, რაც შეაფერხებს ქსოვილებისთვის საკვები ნივთიერებების მიწოდებას და დააჩქარებს კანის დაბერებას. ამის თავიდან ასაცილებლად დროდადრო უნდა ჩავიტაროთ პილინგის პროცედურა. მიჩნეულია, რომ კანის ასაკობრივი ცვლილებები დაკავშირებულია ფოტოდაბერებასთან, ანუ ულტრაიისფერი გამოსხივების დამღუპველ ზემოქმედებასთან. ნაოჭები, პიგმენტაციის მომატება, სისხლძარღვოვანი ბადე და სხვა უსიამოვნებები პილინგის საშუალებით შეიძლება ნაკლებშესამჩნევი გავხადოთ. პილინგი ააქტიურებს კანის რეგენერაციის უნარს. უმნიშვნელო ნაკაწრიც კი მყისვე რთავს ორგანიზმში აღდგენითი პროცესების მექანიზმს. სწორედ ასე ხდება ძველი უჯრედების აქერცვლის შემდეგ. რეგენერაციის დროს გამომუშავდება ელასტინი და კოლაგენი, რომლებიც აყალიბებს კანის ახალ ფენას, ჭიმავს და ასწორებს ნაოჭებს. კოსმეტიკური პილინგის პირველივე პროცედურის შემდეგ კანი ხდება უფრო გლუვი, რბილი, ხავერდოვანი. ამ გზით შეიძლება მოვიშოროთ ასაკობრივი ლაქები, ნაწიბურები, ფერიმჭამელები და ბევრი სხვა პრობლემა.

იხილეთ აგრეთვე სტატია "სახის პილინგი"