ქალის ასაკს ყელი და მტევნები ამხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალის ასაკს ყელი და მტევნები ამხელს

. ამიტომაც, ყელი სისტემატურ მოვლას საჭიროებს. თანაც ადრეული პერიოდიდანვე. რამეთუ ყელის კანის მიერ ელასტიკურობისა და მოქნილობის დაკარგვის შემდეგ (როცა ის ნაოჭდება და ნაკეცებით იტვირთება), მისი მოვლის გაძლიერება უკვე დაგვიანებულია ხოლმე, დაბერების პროცესს ვეღარ აჩერებს. დეფექტების განვითარების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე ჩამოყალიბების შემდგომ მათი აღმოფხვრა - ეს უკანასკნელი კოსმეტოლოგიის მთავრი პრინციპია.

ყელის კანი განსაკუთრებულად ნაზი და მგრძნობიარეა, ადვილად შრება და დუნდება. ამიტომაც მუდმივად ზრუნვას საჭიროებს. ყელის კანის მოვლისათვის განკუთვნილი კრემები დიდი რაოდენობით წყალს უნდა შეიცავდეს; ასაკთან ერთად კი ვიტამინებით და ეპიდერმისის (კანის ზედაპირული შრის) განახლების მასტიმულირებელი კომპონენტებით უნდა იყოს გაჯერებული, აუცილებლად დამატენიანებელი ეფექტით. ყელის კანის ელასტიკურობის შენარჩუნებისათვის რეკომენდებულია ბიოლოგიური ექსტრაქტების, მცენარეული (ხილისა და ბოსტნეულის) ნივთიერებების შემცველი ნიღბების გამოყენება. სასურველია ნიღბებს მარილი ჰქონდეს დამატებული. ღაბაბისა და ყელის ნაკეცების საწინააღმდეგოდ დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულარულად სპეციალური ვარჯიშების ჩატარებას. ვარჯიში აუცილებლად ცივ მარილიან წყალში დასველებული ნაჭრის ყელზე მსუბუქი დარტყმითი-მასაჟით უნდა სრულდებოდეს.

ხელის მტევნები

ეს არის სხეულის ის ნაწილი, რომელსაც ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე ყველაზე ნაკლებად ზოგავს ქალი. ხელის მტევნები და მათი მფარავი კანი უძლებს იმას, რასაც სხეულის ვერც ერთი უბნის საფარველი ვერ გაუძლებდა. არა და ხელებს მოვლილი და მშვენიერი ქალბატონის იმიჯში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ. სამწუხაროდ, საქმეს და შესაბამისად, მტევნების დატვირთვას ვერ გაექცევით. მათი კანი და ფრჩხილები კი უნდა დაიცვათ, დაზოგოთ და განსაკუთრებულად მოუაროთ მათ. შეეცადეთ საქმე მაქსიმალურად რეზინის ხელთათმანებით აკეთოთ. გარდა ამისა:

  • ყოველი საქმიანობის შემდეგ და ძილის წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით,
  • ყოველი დაბანის შემდეგ აუცილებლად შეიზილეთ სპეციალური მკვებავი კრემი, ძილის წინ კი დამატენიანებელი,
  • ეს მარტივი პროცედურები ყოველდღიურ წესად აქციეთ და ერთი დღეც არ გამოტოვოთ!

ავტორი თინათინ გოცაძე