რა პერიოდულობით შევიღებოთ თმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა პერიოდულობით შევიღებოთ თმა

რადგან ერთ ფერზე მეორის დადებამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი რამ გამოიწვიოს, მაგალითად, მოწითალო თმის გაბაცებისას ან ოქროსფრად შეღებვისას მივიღოთ ყვითელი ან სტაფილოსფერი.

ქიმიურად დახვეული თმის გაუფერულება მიზანშეწონილია მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, როდესაც თმა ბოლომდე აღდგება და სტრუქტურას გაიმყარებს. სხვაგვარად ის ვერ გაუძლებს დატვირთვას და დაზიანდება.

ღებვა მცენარეული საღებავებით

• ნატურალურ საღებავებს უფრო მატონირებელი ეფექტი აქვს, ანუ თმის ღერის მხოლოდ გარეთა შრეში აღწევს, მაგრამ უფრო მეტხანს ძლებს, განსაკუთრებით - რეგულარული გამოყენებისას. ასეთი საღებავები ფერს რადიკალურად არ ცვლის, მაგრამ შეუძლია გაამკვეთროს ელფერი და, რაც მთავარია, გააუმჯობესოს თმის მდგომარეობა.

• სვია, დარიჩინი ღია ფერის თმას აძლევს ოქროსფერ ელფერს.

• გვირილა ოდნავ აბაცებს.

• სალბი თმას აძლევს მოჟღალო-მოყავისფრო ელფერს.

• ხახვი თმას უფრო მკვეთრ ოქროსფერს ანიჭებს. ეფექტი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, თუ დაბანისთანავე წაისვამთ.

• კაკალი აძლევს თმას კრემისფერ-მოყავისფრო ელფერს.

• ინა აჩქარებს თმის ზრდას, ამაგრებს, ბზინვარებას მატებს ღერებს. მისი გამოყენებისას შეიძლება მივიღოთ მოწითუროდან მუქ წაბლისფერამდე ელფერი.

• ბასმა თმას მუქ ლურჯად ღებავს, ამიტომ მას, ჩვეულებრივ, ინასთან ერთად იყენებენ.

ინა და ბასმა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კვებავს კანს, ხელს უწყობს თმის ზრდას, ამაგრებს, სიცოცხლესა და ჯანსაღ ფერს უბრუნებს მას. გაითვალისწინეთ: ინით იღებება მხოლოდ ბუნებრივად ყავისფერი ან მუქი ხორბლისფერი თმა. მისი გამოყენება მიზანშეწონილია ორ თვეში ერთხელ. ხშირი გამოყენება უკუეფექტს იწვევს - თმას ასუსტებს. თუ თმა ცოტა ხნის წინ შეიღებეთ ქიმიური საღებავით, ჩაიტარეთ მელირება ან ქიმიურად დაიხვიეთ, ინით შეღებვისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, რადგან მცენარეული საღებავი ძალიან ცუდად ეხამება ქიმიურს და შესაძლოა, მოულოდნელი შედეგი მიიღოთ: თმა გახდეს სტაფილოსფერი, ფორთოხლისფერი ან მწვანე. ბუნებრივად შავი თმა ინით საერთოდ არ იღებება. ფაქიზად უნდა მოვეპყროთ ქიმიურად დახვეულ თმასაც - ის მომენტალურად იღებს ახალ ფერს, ამიტომ ინის ზემოქმედების ხანგრძლივობაც მინიმალური უნდა იყოს. თუ ქალი მიჩვეულია თმის ფერის ხშირად ცვლას, ინა ამისთვის ყველაზე ნაკლებად გამოადგება - მისი მოშორება და ჩამობანა ძალიან ძნელია. ინით ან სხვა მცენარეული საღებავით შეღებვის შემდეგ არ შეიძლება ქიმიური დახვევა, ქიმიური საღებავების გამოყენება და მელირება. მოგიწევთ მანამდე მოცდა, ვიდრე შეღებილი თმა არ წამოგეზრდებათ და შეჭრას არ შეძლებთ. მცენარეულ საღებავს თმაზე რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე იჩერებენ. შეიძლება გამოყენება როგორც ნაყენის, ისე ფაფის სახით.

თმის შეღებვის შემდეგ აუცილებლად უნდა ვიხმაროთ სპეციალური შამპუნები და ბალზამები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს კანსა და თმაზე საღებავის მავნე ზემოქმედებას. შეიძლება ფერის შემანარჩუნებელი შამპუნებისა და ბალზამების გამოყენებაც, რომლებსაც თმაში პიგმენტის დამატებით შეტანა შეუძლია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავის ყოველდღიური ბანა, მით უმეტეს - ცხელი წყლით, დამღუპველად მოქმედებს ფერზე.

თავი უნდა ვიბანოთ გრილი წყლით და არამც და არამც - ყოველდღე. ასევე არ გირჩევთ თავის ბანას ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით - ის ძალზე აგრესიულია და უფრო მეტად აშრობს თმას, რომელსაც ამ დროს ყველაზე მეტად დატენიანება სჭირდება. შეღებილი თმისთვის არასასურველია ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნიც. თუ ქერტლი გაწუხებთ, უმჯობესია კანზე წასასმელი სამკურნალო საშუალებები გამოიყენოთ.