კვერცხის გული კოსმეტოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვერცხის გული კოსმეტოლოგიაში

კვერცხის გულში შემავალი ნივთიერებები კვებავს უჯრედებს, ხელს უშლის კანისა და თმის გამოშრობას, ხსნის გაღიზიანებას, აცხრობს ანთებას, ებრძვის წვრილ ნაოჭებს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. თუ თავს კვერცხის გულით დაიბანთ, თმა მყარი, რბილი და მორჩილი გაგიხდებათ. სასარგებლოა კვერცხის გულის სახეზე წასმაც. ნიღაბი 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ. მისი წყალობით კანი გლუვი და დრეკადი ხდება. ეს ნიღაბი ყველა ტიპის კანს უხდება, რადგან კვერცხის გული მდიდარია მრავალფუნქციური ნივთიერებებით, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით “მუშაობს”.

მშრალი კანისთვის განკუთვნილი ნიღბები

მკვებავი ნიღაბი: კარგად დაბანილ სახეზე წაისვით ერთი კვერცხის გულისა და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნარევი. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი დამატებით გამწმენდ ეფექტსაც შეიძენს, თუ მას ერთ სადილის კოვზ დაფქულ შვრიის ფანტელს შეურევთ. სასურველია, ეს უკანასკნელი წინასწარ ცხელ რძეში ან წყალში გააფუოთ. მშრალ და ნორმალურ კანს ძალიან უხდება ასეთი ნიღაბი: აიღეთ ერთი კვერცხის გული, კარგად ათქვიფეთ ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად, დაამატეთ ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, წაისვით სახესა და ყელზე, ხოლო 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე გარგარის, ნუშის, გოგრის, ატმის და სხვა ზეთები. დამარბილებელი ნიღაბი: ერთი კვერცხის გული შეურიეთ უცხიმო არაჟანს და 1 სადილის კოვზ ლიმონის ან გრეიპფრუტის წვენს. წაისვით სახეზე. 10-12 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. მატონიზებელი ნიღაბი: მზადდება და გამოიყენება დამარბილებელი ნიღბის მსგავსად, ოღონდ არაჟნის გარეშე. ლიმონის ან გრეიპფრუტის წვენის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შტოშის წვენი. ცხიმიან კანს კარგად კვებავს და წმენდს კოსმეტიკურ თიხაში არეული კვერცხის გული. თიხა ნებისმიერი შეიძლება გამოიყენოთ: თეთრი, ცისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, შავი (ნახევარი სადილის კოვზი). ნიღაბი სახეზე 15 წუთით უნდა გაიჩეროთ და თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

კლეოპატრას უნიკალური რეცეპტი

წვრილად გახეხილ მწვანე ვაშლს შეურიეთ თითო სადილის კოვზი გამდნარი თაფლი და ნაღები, კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ერთი კვერცხის გული და კვლავ კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე, ყელისა და დეკოლტეს არეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნაღები, თაფლი და კვერცხის გული კვებავს კანს, კვერცხის გული, იმავდროულად, ხსნის გაღიზიანებასაც. ვაშლში შემავალი ნივთიერებები მატონიზებელ გავლენას ახდენს კანზე, კვებავს მას და ატენიანებს. ასეთი ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში ორჯერ გაიკეთოთ.