გამოვიყენოთ თუ არა ღამის კრემი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოვიყენოთ თუ არა ღამის კრემი

დღის განმავლობაში კანი გამუდმებით დაძაბულია. მისი მთავარი ამოცანაა, დაიცვას ორგანიზმი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და მხოლოდ ღამით ეძლევა დანახარჯის კომპენსირების საშუალება. ძილის დროს იქმნება კანის დასვენებისა და აღდგენისთვის იდეალური პირობები: სიბნელე, მოდუნება და უმოძრაობა. ამ დროს ჩქარდება სისხლის ცირკულაცია, უჯრედული ცვლა აღწევს ინტენსივობის პიკს და ძლიერდება კოსმეტიკური საშუალებების კომპონენტების შეწოვა. ამიტომ სწორედ ღამით იღებს კანი კრემისგან მაქსიმალურ სარგებლობას. ღამის აღმდგენი კრემი, ისევე როგორც ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა გამოვიყენოთ - ასაკისა და კანის მდგომარეობის შესაბამისად. ცხადია, რაც უფრო დიდია ქალი, მით უფრო საფუძვლიანი მოვლა სჭირდება კანს ასაკობრივ ცვლილებებთან საბრძოლველად, ამიტომ ასაკის საწინააღმდეგო ღამის კრემის გამოყენება უკვე 30 წლისთვის უნდა დავიწყოთ, ხოლო 40 წლიდან ის სისტემატურად გამოვიყენოთ.

გამოგვადგება თუ არა დღის კრემი

დღისა და ღამის კრემები სხვადასხვა ამოცანას წყვეტს. დღის კრემი ატენიანებს, იცავს მზის სხივებისა და გარემოს ნეგატიური ფაქტორებისგან, ღამისა კი კვებავს და აღადგენს, ამიტომ ღამით კანი დღის კრემისგან დიდ სარგებელს ვერ ნახავს. უფრო მეტიც - დამატენიანებელი კომპონენტებით გაჯერებულმა დღის კრემმა ღამით შესაძლოა შეშუპება გამოიწვიოს.

როგორ შევარჩიოთ ღამის კრემი

მაქსიმალური ეფექტი რომ მივიღოთ, აუცილებელია, კოსმეტიკური საშუალება პასუხობდეს კანის მოთხოვნებს. თავად უნდა განსაზღვროთ, რისთვის ყიდულობთ ამა თუ იმ კოსმეტიკურ საშუალებას: სახის ფერის გასაჯანსაღებლად, ნაოჭების გასაქრობად თუ კანის კვებისთვის. ამასთან, გაითვალისწინეთ კრემის არა მარტო შემადგენლობა, არამედ კონსისტენციაც. ცხიმიანი, გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის შეარჩიეთ მსუბუქი, ემულსიის ან გელის ტიპის კრემი, რომლის შემადგენლობაში შედის А, С, Е ვიტამინები და თუთია. ის გამოაცოცხლებს კანს და ჩააქრობს ანთებას. მშრალი კანისთვის აუცილებელია ინტენსიურად მკვებავი ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი, რომლის შემადგენლობაში შედის А, Е, D, F ვიტამინები, ლეციტინი, ქოლესტეროლი. თუ პირველი ნაოჭები გაგიჩნდათ, ყურადღება მიაქციეთ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს კერამიდებს, პეპტიდებს, რეტინოლსა და ამინმჟავებს. კოლაგენის შემცველი კრემი აუცილებელია 35 წლის შემდეგ, რათა კანმა ელასტიკურობა შეინარჩუნოს. ასაკთან ერთად ორგანიზმი მას უფრო და უფრო ნაკლებს გამოიმუშავებს, ამიტომ აუცილებელია მისი დამატებით მიღება. 40-45 წლიდან, როდესაც კანი უფრო საფუძვლიან მოვლას მოითხოვს, ფიტოჰორმონების შემცველ საშუალებებზე გადადით.

როგორ წავისვათ

მეტად მნიშვნელოვანია ღამის კრემის წასმის დრო. მეტი ეფექტიანობისთვის აუცილებელია მისი წასმა დაწოლამდე 1-1,5 საათით ადრე. უშუალოდ დაწოლის წინ წასმული კრემი ბალიშზე რჩება. წასმიდან ერთი საათის შემდეგ შეამოწმეთ, სრულად შეიწოვა თუ არა იგი კანმა. ზედმეტი კრემი ფაქიზად მოიცილეთ ხელსახოცით. სხვაგვარად დილით, მოსალოდნელი ეფექტის მაგივრად, შესაძლოა დახშული ფორები და შეშუპება აღმოაჩინოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ კანი განახლებას საღამოს 6 საათისთვის იწყებს, ხოლო ღამის პირველი საათისთვის ეს პროცესი აღწევს აქტივობის პიკს. თუ გსურთ, კრემისგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, ამ დროისთვის ღრმა ძილით უნდა გეძინოთ.

ერთი ხაზი

ჯობს, დღისა და ღამის კრემი და დეკორატიული თუ სხვა სახის კოსმეტიკა ერთი ხაზისა ან მარკისა იყოს. სხვადასხვა მარკის საშუალებების გამოყენებისას მათი აქტიური კომპონენეტები შესაძლოა კონფლიქტში შევიდეს ერთმანეთთან და გაღიზიანება გამოიწვიოს. ერთი ხაზის კოსმეტიკური საშუალებები იდეალურად ავსებს ერთმანეთს და ეფექტიც უკეთესია.