მოვიშოროთ ნაიარევები შინაური საშუალებებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოვიშოროთ ნაიარევები შინაური საშუალებებით

ხახვის წვენი

ნაწიბურების მოსაშორებელ საუკეთესო საშუალებად ხახვი მიიჩნევა. ის შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც კანის რეგენერაციის პროცესებს აძლევს ბიძგს. წინასწარ ცხელი წყლით ან ორთქლით დარბილებულ კანზე, დანაწიბურებულ ადგილას, წავისვათ ხახვის ახალგამოწურული წვენი. ასე მოვიქცეთ დღეში რამდენჯერმე რამდენიმე თვის განმავლობაში. შედეგი მყისიერად ვერ გახდება შესამჩნევი, მაგრამ აუცილებლად დადგება, თუ რეგულარულად გამოიყენებთ ამ საშუალებას და შუა გზაზე არ შეწყვეტთ მკურნალობას.

გოგრის თესლის ნიღაბი

გოგრის თესლი უნდა გავახმოთ, დავფქვათ, დავუმატოთ ცოტაოდენი კვერცხის ნაჭუჭი, შევურიოთ ზეითუნის ზეთი და მიღებული ფაფის კომპრესი მთელი ღამით დავიდოთ ნაწიბურზე. გაიმეორეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

კიტრი, ბანანი, ლიმონი

კომპრესების პარალელურად ნაიარევზე დღეში რამდენიმეჯერ უნდა წავისვათ კიტრის წვენი, დავიდოთ ბანანის ან ლიმონის ნაჭერი.

ბალახეული საშუალებები

ბალახებიდან კანის რეგენერაციის ეფექტი ახასიათებს გვირილას, სალბს, ჭინჭარს, გულყვითელას, ოხრახუშს, მრავალძარღვას, ბაბუაწვერას, მწვანე ჩაის, პიტნას, კრაზანასა და რძიანას. კარგი იქნება, მონაცვლეობით დაიდოთ ამ მცენარეების ნახარშის საფენებიც ან მათი ნარევის ნახარში გამოიყენოთ. ესეც 2-3 თვეს უნდა გაგრძელდეს.

თაფლი

ნაიარევ კანზე დღეში 2-ჯერ შეიზილეთ თაფლი. რამდენიმე თვეში არცთუ ისე ახალი ნაწიბურებიც კი გაუფერულდება.

ეთერზეთები

შემახორცებელი და რეგენერაციული მოქმედება ახასიათებს ეთერზეთებს. საუკეთესოა ლავანდის, როზმარინისა და ჩაის ხის ზეთები. ეფექტიანია ქაცვისა და აბუსლათინისაც.

პარაფინი ან თაფლის სანთელი

სახლის პიროებებში ნაწიბურების მოშორება შესაძლებელია თბილი პარაფინის ნიღბით ან თაფლის სანთლისგან მომზადებული მალამოთი: აიღეთ 1 წილი თაფლის სანთელი და 3 წილი მზესუმზირას ზეთი. ზეთი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, გაადნეთ მასში თაფლის სანთელი, გადმოდგით აბაზანიდან, გააცივეთ და ნაწიბურებზე წაისვით. მუწუკებს მრავალი უსიამოვნება მოაქვს: გარდა იმისა, რომ მტკივნეულია, გარეგნობასაც აფუჭებს. მათ ყველაზე ეფექტური მაკიაჟიც კი ვერ ფარავს. ლაქები და ნაწიბურები ზოგჯერ მკურნალობის შემდეგაც რჩება. კიტრის წვენი რომ კანს ათეთრებს, ქალებმა დიდი ხანია იციან. მისი მეშვეობით ლაქების მოშორებაც შესაძლებელია. სახეზე დავიდოთ კიტრის ნაჭრები ან გახეხილი კიტრის ფაფა და დავიტოვოთ 20 წუთის განმავლობაში. ლაქები, ნაწიბურები და იარები შეიძლება მოვიშოროთ კრაზანას სპირტხსნარითაც. 2 სუფრის კოვზ წვრილად დაკეპილ კრაზანას დავასხათ 200 მლ სპირტი და 10 დღით დავდგათ სიბნელეში. მიღებული ნაყენი ყოველდღე წავისვათ ნაწიბურებსა და ლაქებზე. შვრიის ფანტელისა და კეფირის ნიღაბსაც მათეთრებელი ეფექტი აქვს. შვრიის ფანტელს დაასხამთ კეფირს, გააჩერებთ, ვიდრე გაჯირჯვდება, კარგად აურევთ და სახეზე წაისვამთ. ლაქების გაუფერულება მარტო კეფირითაც შეიძლება: სახის კანი ყოველდღე უნდა გავიწმინდოთ უცხიმო კეფირით. გამონაყარისგან დატოვებულ ლაქებთან ერთად შავი წერტილები - კომედონებიც ქრება. პომიდვრის ნიღაბი მხოლოდ ლაქებს კი არ აშორებს, არამედ კანის რეგენერაციასაც უწყობს ხელს და ანელებს დაბერების პროცესს. გავჭრათ შუაზე, კოვზით ამოვიღოთ რბილობი, დავჭყლიტოთ და სახეზე წავისვათ. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. მგრძნობიარე კანისთვის ამ ნიღბის გაკეთება არ შეიძლება - შესაძლოა გაღიზიანდეს. კარტოფილი - უმიც და მოხარშულიც - კოსმეტიკური ნიღბების შესანიშნავი კომპონენტია. დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად და დაიდეთ სახეზე 5-7 წუთით. დააცხრობს სიწითლეს, შეშუპებასა და ანთებას, ხოლო ლაქები თანდათანობით გაქრება. კარგია კარტოფილის ნიღაბიც: უმი კარტოფილი გავხეხოთ წვრილად, 10 წუთით დავიდოთ სახეზე და ჩამოვიბანოთ გრილი წყლით. ძილის წინ სახე შეიძლება დავიბანოთ წყლისა და ლიმონის წვენის ნარევით, თანაფარდობით 1:1. დილით ეფექტი თვალსაჩინო იქნება. შავ ლაქებს კარგად უმკლავდება ლიმონის წვენისა და კვერცხის ცილის ნარევიც: 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ 1 კვერცხის ცილა და ათქვიფეთ. წაისვით პრობლემურ უბნებზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტურია თაფლისა და დარიჩინის ნიღაბიც: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი თაფლი და დარიჩინი, წაისვით პრობლემურ უბანზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღბის გაკეთება დღეგამოშვებით შეიძლება.