სელის თესლი და ზეთი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სელის თესლი და ზეთი

არქეოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ სელს ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან იყენებდნენ საკვებად, განსაკუთრებით - ხორცის დეფიციტის პერიოდებში.

სელის თესლი და მისგან გამოხდილი ზეთი ფართოდ მოიხმარება, რადგან უნიკალური სამკურნალო საშუალებებია. თესლი შეიცავს: 26% ცილას, 40% ცხიმს, 22% ნახშირწყლებს, 8% უჯრედისს, 4% ნაცარს. სელის თესლში შემავალი ცილა წარმოდგენილია ორგანიზმისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ყველა შეუცვლელი ამინმჟავით. სელის თესლი საკვებად შესაძლოა ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშე (უმად) გამოიყენოთ. თესლში შემავალი ცილა ბიოლოგიურად აქტიურია და ადვილად შეითვისება. პარკოსნებთან შედარებით სელის თესლი 2-ჯერ მეტ ცხიმს შეიცავს, აქედან ბიოლოგიურად აქტიურია 30%. ნახშირწყლების შემცველობით სელი სოიას 1,7-ჯერ აღემატება. 70კგ წონის ადამიანისათვის დღიური დოზა 24 გრამი სელის თესლია. თესლს ხშირად ფქვავენ და ამ სახით უმატებენ საკვებს. დაფქულ მასას საჭმლის მომნელებელ წვენთან შეხების (კონტაქტის) მეტი ზედაპირი აქვს, შესამისად, მასში შემავალი სასარგებლო კომპონენტები მაქსიმალურად შეითვისება ორგანიზმის მიერ. საყურადღებოა, რომ დაფქული მასა ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ნახევარი წლის განმავლობაში ინახება ისე, რომ არ კარგავს კვებით ღირებულებას.

სელის თესლის ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 2 სადილის კოვზი სელის თესლი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, შემოდგით წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 50 მლ 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეკრულობის (ყაბზობის) დროს ერთ ჩაის კოვზ თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 4-5 საათს გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და თესლებიანად დალიეთ ძილის წინ, თბილი (ბავშვებისათვის რეკომენდებულია ნახევარი ჭიქა).

ლორწოსმაგვარი მასა, რომელიც სელის თესლის ნაყენისა თუ ნახარშის მომზადებისას გამოიყოფა, მალამოდ ეფინება ლორწოვან გარსებს და იცავს მათ ყოველგვარი გაღიზიანებისაგან, შესაბამისად, ის სასარგებლოა ბრონქიტის, გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებათა დროს.

სამკურნალო-პროფილაქტიკური ეფექტი აქვს სელის თესლისაგან გამოხდილ ზეთს. რეკომენდებულია ცხიმოვანი ცვლის მოშლის, ათეროსკლეროზული პროცესებისა და სიმსივნური პათოლოგიების დროს. რეგულარულად გამოყენებისას აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. სელის თესლის ზეთი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკო უნიკალური საშუალებაა.