რუბრიკები
უროლოგია
შარდის ანალიზი თითქმის ყველა დაავადების დიაგნოსტიკისას კეთდება და მიღებულ პასუხს არცთუ იშვიათად საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიდრე უშუალოდ შარდის ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, როგორ ინახება შარდი.

გამონაკლისების გარდა, გამოკვლევა უტარდება ახალშეგროვებულ შარდს. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მისი მაცივარში შენახვა არა უმეტეს 1,5 საათისა.

ადამიანთა უმრავლესობა დღე-ღამეში 4-6-ჯერ შარდავს. შარდის გამოყოფა მეტწილად დღისით ხდება, ღამით კი ეს პროცესი უმეტესად ერთჯერადია. გამოყოფილი შარდის რაოდენობა სხვადასხვაა - 700 მილილიტრიდან 3 ლიტრამდე.

შარდვის გახშირება რამდენიმე სახისაა:

შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობაა ღამის ენურეზი. განასხვავებენ ღამის ენურეზის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს შარდის შეკავების უკვე გამომუშავებული რეფლექსი ქრება.

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს. ფიზიოლოგიური თუ გენეტიკური მიზეზების გარდა უმრავლეს შემთხვევაში ფსიქოლოგიური ხასიათის მომენტები არსებობს.

მოგესალმებით, ძვირფასო რედაქციავ. ჩემს პატარა ბიჭუნას (ორწლინახევრისაა) ჩუჩა არ ეწევა. მართლია, შარდვა არ უჭირს, მაგრამ მაინც მეშინია. საჭიროა თუ არა ჩუჩის გადაწევა? რას მირჩევთ?

ჩემს ბიჭს სათესლე ჯირკვალი ბოლომდე არ ჩამოუვიდა. როგორ მოვიქცეთ?


რა არის ფიმოზი
ფიმოზი ჩუჩის იმგვარი შევიწროებაა, რომლის დროსაც მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია. მუცლად ყოფნის პერიოდში და სიცოცხლის პირველ წლებში ვაჟების უმრავლესობას ჩუჩა შევიწროებული აქვს. ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია და განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური სივიწროვით, არამედ ასოს თავზე მისი მი­წებებით.

ამ ტიპის ანომალიების წილად მოდის ყველა თანდაყოლილი ანომალიის მესამედზე მეტი. ისინი იყოფა: ერთეულ და მრავლობით, მსუბუქ (რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ იჩენს თავს) და რთულ (რომლებიც ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელია) ანომალიებად. იმის გამო, რომ საშარდე და სასქესო სისტემების განვითარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, შემთხვევათა 33%-ში საშარდე სისტემის ორგანოთა ანომალიები სასქესო ორგანოთა ანომალიებთან არის შეუღლებული.

სტატისტიკური მონაცემებით, ცისტიტი ქალებს მამაკაცებზე ხშირად ემართებათ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისგან არავინ არის დაზღვეული. შარდის ბუშტის ანთებაზე გვესაუბრება ექიმი უროლოგი ზაზა ბაინდურიშვილი.

- ბატონო ზაზა, რა დაავადებაა ცისტიტი?
- ცისტიტი შარდის ბუშტის კედელში (უპირატესად - მის ლორწოვან გარსში) მიმდინარე ინფექციურ-ალერგიული პროცესია. ეს დაავადება მედიცინის ორი სფეროს - უროლოგიისა და გინეკოლოგიის - გადაკვეთის წერტილში დგას.

დაავადების აღწერა
საშარდე გზების ქვები ადამიანის ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ურ­ოლოგიური დახმარებისთვის ექიმთან მისულ პაციენტთა ნახევარი უროლითიაზითაა დაავადებული. საშარდე გზების პირველადი ქვები შარდმჟავასა და ცისტინის მარილების მსგავსი დიდი ოდენობით მარილების გამოყოფით ყალიბდება. მაგალითად, ჰიპერპარათირეოზის დროს ქვების წარმოქმნას ხელს უწყობს ბევრი კალციუმისა და ფოსფორის გამოყოფა. ე. წ. მეორეული ქვები ვითარდება უცხო სხეულების არსებობისას, ობსტრუქციისა და რეფლუქსის დროს, ასევე - ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის ფონზე, მიკროორგანიზმებისა და შარდოვანას ურთიერთქმედებას კი საშარდე გზებში ამონიუმ-მაგნიუმ-ფოსფატური ქვების განვითარება მოსდევს.

შარდის ბუშტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ცისტიტი - ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც 20-დან 45 წლამდე ასაკის ქალების დაახლოებით 35%-ს აწუხებს. მამაკაცებში დაავადება შედარებით იშვიათია, რაც ქალისა და მამაკაცის შარდსადინარების განსხვავებული ანატომიური აგებულებით აიხსნება: ქალის შარდსადინარი გაცილებით მოკლე და განიერია, ამიტომ ინფექცია აღმავალი გზით ადვილად აღწევს შარდის ბუშტამდე. გარდა ამისა, ქალის ანალური ხვრელი და საშოს შესავალი ერთმანეთთან ახლოსაა, ამიტომ ინფექციიის გამომწვევი ანალური ხვრელიდან საშოში ასევე ადვილად ხვდება. ცნობილია დაავადების მწვავე (ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია) და ქრონიკული (საშარდე გზების გართულებული ინფექცია) ფორმები. ცისტიტის მეორე ფორმა საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს პიელონეფრიტთან ერთად.


ნაჩვენებია მე-3 გვერ 8 - დან