მცდარი წარმოდგენები პროსტატიტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მცდარი წარმოდგენები პროსტატიტის შესახებ

პროსტატიტი დაავადება როდია - ეს ბიოლოგიური სიბერის ნიშანია, შესაბამისად, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის

სინამდვილეში პროსტატიტი სულაც არ არის ბიოლოგიური სიბერის ნიშანი. რაც შეეხება საფრთხეს, იგი მხოლოდ შარდვის დროს ტკივილსა და წვას კი არ იწვევს, არამედ ინტიმური სფეროს პრობლემებსაც უდებს სათავეს - ერექციის დარღვევას, ნაადრევ ეაკულაციას და ორგაზმის თანმხლებ ტკივილს. არც ვეზიკულიტი და ეპიდიდიმოორქიტია გამორიცხული - პირველი სათესლე ბუშტუკების ანთებაა, მეორე კი სათესლეებისა და მათი დანამატების ანთება, რასაც საბოლოოდ უნაყოფობამდე და იმპოტენციამდე მივყავართ.

პროსტატიტს ბაქტერიები იწვევს, ამიტომ მკურნალობაც ანტიბიოტიკებით უნდა ჩატარდეს

წინათ პროსტატიტს ნამდვილად ინფექციურ დაავადებად მიიჩნევდნენ და ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ. მათ იყენებენ დღესაც, თუმცა იშვიათად - დამტკიცებულია, რომ ბაქტერიული პროსტატიტი შემთხვევათა მხოლოდ 10%-ს შეადგენს; 90%-ში მიზეზი სხვაა და იქ ანტიბიოტიკოთერაპია სულაც არ არის საჭირო.

პროსტატიტს ყოველთვის ახასიათებს სქესობრივი აქტისა და შარდვის თანმხლები ტკივილი

სინამდვილეში შარდვის დროს ტკივილს პაციენტთა მხოლოდ ნახევარი უჩივის, სქესობრივი აქტის დროს ტკივილს კი გაცილებით ნაკლები - 5-10%. დანარჩენი პაციენტები არც კი ეჭვობენ, რომ პროსტატიტი აქვთ, რადგან არსებობს ამ დაავადების ქვემწვავე, ქრონიკული, უსიმპტომო ფორმებიც. პროსტატიტი იწვევს ნაადრევ ეაკულაციას და ერექციის დარღვევასაც, ამიტომ მამაკაცები ხშირად იწყებენ მკურნალობას პოტენციის გასაუმჯობესებელი პრეპარატებით, მაშინ როდესაც უპირველესად წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა და მისი მკურნალობაა საჭირო.

პროსტატიტის პროფილაქტიკა შეუძლებელია

სინამდვილეში დაავადების მთავარი მიზეზი წინამდებარე ჯირკვლის ფიზიოლოგიაა - 35 წელს გადაცილებული მამაკაცის პროსტატის უჯრედები, ჩვეულებრივ, ცვლილებებს განიცდის, მაგრამ დაავადების ჩამოყალიბებისთვის საჭიროა სხვა, ხელშემწყობი ფაქტორებიც. ესენია: ინფექციები, ალკოჰოლი, თამბაქო,  სტრესი, ჭარბი წონა, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, გადაცივება, შეკრულობა, ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება. ამ ფაქტორების მართვასთან ერთად პროსტატიტის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაცვაც. ცნობილია, რომ ყოველ მესამე პაციენტს ურეთრის ნაცხში ქლამიდიები, გარდენელები და სხვა მიკროორგანიზმები გამოეყოფა.

ქრონიკული პროსტატიტი არ იკურნება

სინამდვილეში მისი განვითარების შეჩერება სავსებით შესაძლებელია, პათოლოგია რომ არ განმეორდეს, მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია მავნე ჩვევებზე უარის თქმა, განსაკუთრებით - ალკოჰოლსა და თამბაქოზე. მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების წესი, ყოველდღიური სეირნობა სუფთა ჰაერზე, სტრესისთვის შეძლებისდაგვარად თავის არიდება და რეგულარული სქესობრივი ცხოვრება.

სქესობრივი დარღვევების მთავარი მიზეზი პროსტატიტია

საკმარისია, მამაკაცს სქესობრივი ცხოვრება დაერღვეს, რომ მიზეზს მაშინვე წინამდებარე ჯირკვალში ეძებს. სინამდვილეში პროსტატიტი არასოდეს არის აშკარა სქესობრივი დარღვევების მთავარი მიზეზი. გარკვეული დისკომფორტის გამოწვევა მას ნამდვილად შეუძლია, მაგრამ თავიდათავი უმეტესად მაინც ცენტრალური ნერვული ან ენდოკრინული სისტემების მოშლილობაა.

სასქესო ორგანოების მიდამოში ძლიერი ტკივილის მიზეზი პროსტატიტია

სინამდვილეში წინამდებარე ჯირკვლის ტკივილი იშვიათია არათუ ანთების, ადენომისა და კიბოს დროსაც კი. სასქესო ორგანოების მიდამოში თავჩენილი ტკივილი უმეტესად ხერხემლის დაავადებებს, ოსტეოქონდროზს, თიაქარს უკავშირდება.

პროსტატიტის მკურნალობის საუკეთესი მეთოდი თითით მასაჟია

პროსტატიტის ზოგიერთ შემთხვევაში მასაჟი ნამდვილად რეკომენდებულია, მაგრამ მაშინ, როდესაც წინამდებარე ჯირკვალში ჩირქოვანი კერებია, მასაჟის დროს შესაძლოა მოხდეს მათი გავრცელება, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. გარდა ამისა, მასაჟი იწვევს ტკივილს და ტრავმებს. პროსტატიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ითვალისწინებს დამზოგველ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, პნევმოვიბრომასაჟს, მედიკამენტურ მკურნალობას, ფიტოთერაპიას და სხვა.

პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის საკმარისია თითით გასინჯვა

არ არის საკმარისი. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია სისხლისა და შარდის ლაბორატორიული ანალიზი, ულტრაბგერითი გამოკვლევა რექტალური გადამცემით, ნაცხის ბაქტერიული ანალიზი. ზოგჯერ საჭიროა ნევროპათოლოგის კონსულტაციაც. ამიტომ უმჯობესია, ზუსტი დიაგნოზისთვის მიმართოთ სპეციალიზებულ კლინიკას, სადაც ყველა საჭირო გამოკვლევას ჩაგიტარებენ.