როცა მამობისთვის ემზადებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა მამობისთვის ემზადებით

ეს ნორმალურია, მაშინაც კი, თუ ეს ყოველთვის გინდოდათ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ შვილთან შესახვედრად მომზადებაში.

1. დაიწყეთ ინფორმაციის მოძიება

შეიძლება თქვენ არ ხართ ის, ვინც ბავშვს ფიზიკურად ატარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ ორსულობის და დაბადების გამოცდილების ნაწილი. იგივე შეიძლება ითქვას, თუ სუროგატის მეშვეობით ან ბავშვის აყვანით ხდებით მამა – ნამდვილად არსებობს გზები, რომ ჩართული იყოთ.

თუ თქვენს პარტნიორს აწუხებს ორსულობის სიმპტომები, მაგალითად, დილის გულისრევები ან გულძმარვა, მოიპოვეთ ინფორმაცია ორსულობის ტრიმესტრების შესახებ. იმის გაგება, თუ რას გრძნობს, დაგეხმარებათ უკეთ დაეხმაროთ მას, რადგან ის თქვენს შვილს ატარებს მუცლით. წაიკითხეთ ვაგინალური მშობიარობის და საკეისრო კვეთის შესახებ, ასევე ძუძუთი კვების, ახალშობილის ძილის ან კოლიკის შესახებ ბავშვის დაბადებამდე. ცოდნა მის მოვლას გაგიმარტივებთ.

2. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე

თუ ეწევით, შეეცადეთ თავი დაანებოთ. კვლევების მიხედვით, ორსულობის დროს მოწევის ზემოქმედება ზრდის ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების რისკს, მწეველი მშობელი ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკფაქტორიცაა. იკვებეთ ჯანსაღად.

3. ისაუბრეთ პარტნიორთან შვილის აღზრდის სტილზე

ახლა შესანიშნავი დროა, დაგეგმოთ, როგორი მშობლები გინდათ იყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენთვის ჯერ მხოლოდ თეორიაა და ბავშვის დაბადების შემდეგ შესაძლოა შეგეცვალოთ წარმოდგენები და გრძნობები. მაგალითად, ძუძუთი კვება შესაძლოა უფრო რთული აღმოჩნდეს (და მამის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებული ლაქტაციისთვის) ან ბა­ვშვს თქვენთან ძილი სურდეს.

4. დაიწყეთ გუნდურად თამაში

თქვენ, თქვენი შვილი და დედამისი მთელი ცხოვრება იქნებით დაკავშირებული, მაშინაც კი, თუ თქვენი რომანტიკული ურთიერთობა არ გაგრძელდება.

5. ესაუბრეთ მამებს

მამობის გამოწვევებზე, განცდებზე იმ ადამიანებთან საუბარმა, ვისაც ეს უკვე გამოუცდია, შესაძლოა დადებითად იმოქმედოს თქვენზე. გაწევრდით მამების ჯგუფებში სოციალურ ქსელში.

6. გააცნობიერეთ, რომ შეიძლება შეიცვალოს თქვენი სქესობრივი ცხოვრება

ბავშვის დაბადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს სქესობრივ ცხოვრებაზე. ბევრ ხუმრობას მოისმენთ იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდა თქვენი სქესობრივი ცხოვრება ან ორსულობის დროს სხეულში მომხდარი ცვლილებების შესახებ. ეს კომენტარები არ გამოგადგებათ.

სინამდვილეში, თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს და პარტნიორს ამის სურვილი აქვს, სექსი არ უქმნის საფრთხეს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას. მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ურთიერთობის განახლებას კი დრო დასჭირდება – და ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ 6-კვირიანი აღდგენის პერიოდზე, რომელიც შემოთავაზებულია ფიზიკური გაჯანსაღებისთვის ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ.

იყავით მგრძნობიარე ყველა იმ ცვლილების მიმართ, რომელსაც ერთად განიცდით, იქნება ეს ძილის ნაკლებობა, ძუძუთი კვება თუ შვილის ყოლასთან დაკავშირებული ემოციები. და ამავე დროს მნიშვნელოვანია, დაელაპარაკოთ თქვენს პარტნიორს მის საჭიროებებსა და განცდებზე და გაუზიაროთ საკუთარიც.

შვილის დაბადების შემდეგ სექსი შეიძლება კიდევ უკეთესი იყოს. თქვენ დაკავშირებული ხართ ისე, როგორც არასდროს ყოფილხართ და მშობლობის გამოცდილებამ მრავალი წყვილი კიდევ უფრო დააახლოვა.

7. ჩაერთეთ ბავშვის დახვედრის სამზადისში

ისწავლეთ მანქანის სავარძლის დაყენება და გამოყენება. გამოიკვლიეთ, როგორი ეტლი უფრო გამოადგება თქვენს ოჯახს, ან კენგურუ უფრო მოსახერხებელი იქნება თუ სლინგი. მოაწყვეთ ბავშვის ოთახი და მიიღეთ მონაწილეობა სამშობიაროში წასაღები ჩანთის ჩალაგებაში.

8. იყავით თქვენი პარტნიორის ადვოკატი

თქვენმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს მშობიარობასთან, ბავშვის მოვლასა თუ აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები. თუ ოჯახი ან მეგობრები თქვენს არჩევანს ეჭვქვეშ აყენებენ, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ თქვენს პარტნიორს და დაიცვათ ერთობლივი გადაწყვეტილება. წაიკითხეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ, რათა არ გამოგრჩეთ მისი ნიშნები. გაითვალისწინეთ, რომ ის შეიძლება თქვენც დაგემართოთ. თქვენ ძლიერი ძალა ხართ პარტნიორის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და საჭიროების შემთხვევაში ითხოვეთ პროფესიონალური დახმარება.

თქვენი ყოფნა შვილის ცხოვრებაში არის საჩუქარი, რომელსაც ყოველდღე აჩუქებთ მას და საკუთარ თავს.