ოლიგურია, ანურია, იშურია და პოლიურია - შარდის ბუშტის პრობლემებიდა მათი გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოლიგურია, ანურია, იშურია და პოლიურია - შარდის ბუშტის პრობლემებიდა მათი გამომწვევი მიზეზები

დღეღამური დიურეზის შემცირება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჭარბ ოფლდენასთან, ღებინებასთან, ფაღარათთან, შეშუპების მომატებასთან, იშვიათად - სეროზულ ღრუებში სითხის დაგროვებასთან.

დიურეზის (შარდის გამოყოფის) მკვეთრ დაქვეითებას ოლიგურიას უწოდებენ, ხოლო შარდის ბუშტში შარდის მიწოდების შეწყვეტას - ანურიას. ანურიის ფორმებია: არენალური (ვითარდება ტრავმის დროს); პრერენალური (მძიმე სისხლნაკლულობის, მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, შეუკავებელი ღებინებისა და ფაღარათის დროს); რენალური (სეკრეტორული) (თირკმელებში არსებული პათოლოგიური პროცესების შედეგად); სუბრენალური (ექსკრეტორული ან ობტურაციული) (ქვებით თირკმელების სრული დაცობისას და შარდსადენების ახლოს განვითარებული სიმსივნის დროს, რომელიც შარდსადენებზე ზეწოლას ახდენს).

იშურია შარდის ბუშტში შარდის შეგუბებაა, რომელიც დამოუკიდებლად მოშარდვის შეუძლებლობის შედეგად ვითარდება. იშურიის მიზეზებია: წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ადენომა და კიბო; პროსტატის ანთებითი დაავადებები; ურეთრის სტრიქტურა; შარდის ბუშტიდან (შარდსადენი არხი) გამოსასვლელ მიდამოზე სიმსივნის ზეწოლა ან ამავე მიდამოს ქვით დახშობა; შარდის ბუშტის ნერვკუნთოვანი აპარატის დარღვევა.

განასხვავებენ სრულ იშურიას (დამოუკიდებლად შარდის გამოყოფა შეუძლებელია), არასრულ იშურიას (დამოუკიდებლად მოშარდვის პროცესი შენარჩუნებულია, მაგრამ შარდის ბუშტში ნარჩენი შარდი რჩება) და პარადოქსალურს (ნევროლოგიური პათოლოგიის დროს შარდის გამოყოფის რთული დარღვევა).

ცნობილია შარდის გამოყოფის დარღვევის კიდევ ერთი სახეობა. ეს პოლიურიაა - დღეღამური დიურეზის გაძლიერება. ის შეშუპებების შემცირებისას შეიმჩნევა. დღეღამური დიურეზის გაძლიერება (პოლიურია), რომელიც თან ახლავს ადამიანის მიერ მიღებული სითხეების რაოდენობის მომატებას, შეინიშნება შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის დროს. მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ შარდვის დარღვევის სახეობასა და ანალიზის შედეგებში გარკვევა არასპეციალისტისთვის საკმაოდ ძნელია.

აამიტომაც არის აუცილებელი, ადამიანმა რაიმე უჩვეულოს (შარდის ამღვრევა, სუნის ან ფერის შეცვლა, რაოდენობის მომატება თუ შემცირება და სხვა) შემჩნევისთანავე მიმართოს ექიმს, უროლოგს ან ნეფროლოგს. ისიც გახსოვდეთ, რომ უფრო მეტად სასურველი შედეგი მხოლოდ დროული მიმართვისას და მკურნალობის დროული დაწყებისას დგება.