რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პერიკარდიტი - გულის პერანგის ანთება

პერიკარდიტი პერიკარდიუმის, გულის გარეთა გარსის, მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. რა იწვევს მას, როგორ ამოვიცნოთ და როგორი მკურნალობაა საჭირო, ამის შესახებ აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკოაბდომინალური კლინიკის ექიმი, კარდიოლოგი მარინა ჟიჟილაშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო მარინა, რა არის პერიკარდიტი?
- პერიკარდიტი გულის პერანგის სეროზული ფურცლების ანთებას წარმოადგენს. განირჩევა მისი რამდენიმე ფორმა: მწვავე, ექსუდაციური (რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სეროზულიც, ჰემორაგიულიც და ჩირქოვანიც) და კონსტრიქციული (შეხორცებითი). ცალკე სინდრომად უნდა გამოიყოს გულის ტამპონადა.


- რამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე პერიკარდიტი?
- მწვავე პერიკარდიტს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა. ხშირად მწვავე პერიკარდიტი ზემო სასუნთქი გზების ვირუსული დაავადების შემდეგ, დაახლოებით მე-12-15 დღეს ვითარდება. ბაქტერიულ პერიკარდიტს იწვევს პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია. ბოლო ხანს ტუბერკულოზური პერიკარდიტი გაიშვიათდა. იგი შერწყმულია ტუბერკულოზის სხვა ლოკალიზაციასთან: სეროზიტთან, პლევრიტთან, პერიტონიტთან, ფილტვის, ბრონქული ჯირკვლების დაზიანებასთან. იგი იწყება თანდათანობით, შეუმჩნევლად, მიმდინარეობს დიდხანს, თვეობით, რემისიებითა და გამწვავებებით. ექსუდატი სეროზული ან ჰემორაგიულია და დიდ შეხორცებებს ტოვებს. სამწუხაროდ, გახშირდა მეტასტაზური - სიმსივნის გავრცელებით გამოწვეული - პერიკარდიტი. მეტასტაზური პერიკარდიტის დროს ექსუდატი სეროზულ-ჰემორაგიული ან ჰემორაგიულია. ზოგჯერ მასში სიმსივნურ უჯრედებსაც პოულობენ. მიოკარდიუმის ინფარქტი პერიკარდიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც დაავადების მწვავე სტადიაში, ინფარქტის აღმოცენებიდან 24 საათის განმავლობაში, ასევე მოგვიანებით, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც. თირკმელების მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს პერიკარდიტი საკმაოდ ხშირია. ამავე დროს, პერიკარდიუმის დაზიანება (პერიკარდიტი, გულის ტამპონადა) დიალიზის ერთ-ერთი უხშირესი გართულებაა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ნაწილობრივ მაინც თავად დიალიზის პროცესია. ამ დროს პერიკარდიტი უმეტესად ფიბრინულია, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აქვს სეროზული ან ჰემორაგიული ხასიათი. მიქსედემის შედეგად განვითარებული პერიკარდიტი ხშირად ექსუდაციით მიმდინარეობს. ექსუდატში შესაძლოა აღმოჩნდეს ქოლესტერინის კრისტალები. ტრავმული პერიკარდიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს გულმკერდის ღია ან დახურული ტრავმა ან გულის ოპერაცია (ვითარდება ქირურგიული ჩარევიდან 1-2 კვირის შემდეგ როგორც პოსტოპერაციული სინდრომი), ბლაგვი (ავტოავარია, აფეთქება, ნგრევა) ან ბასრი საგნით მიყენებული ტრავმა. იონური რადიაციითა და სხივური ენერგიით გამოწვეული პერიკარდიტი ჯერ კიდევ იშვიათია, თუმცა შეიმჩნევა მისი მატების ტენდეცია, რაც სიმსივნური დაავადებების სხივური მკურნალობით არის განპირობებული. პერიკარდიტი ვითარდება სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის და სხვა კოლაგენოზების დროს. ექსუდატის ხასიათის მიხედვით უმეტესად ფიბრინული ან სეროზულ-ფიბრინულია, ეს უკანასკნელი კი შესაძლოა შეხორცებით ფორმაშიც გადაიზარდოს. მისი ამოცნობა რთულია, რადგან პერიკარდიტის სიმპტომები სუსტია, ხოლო ძირითადი დაავადებისა - ძლიერი. უმთავრესად ქალები ავადდებიან. რევმატული პერიკარდიტი, რომელიც დიდხანს გულის პერანგის ანთების ყველაზე გავრცელებულ ფორმად იყო მიჩნეული, ვითარდება როგორც რევმოკარდიტის ერთ-ერთი გამოვლინება და მწვავე, აქტიური პროცესის მაჩვენებელია. ეს დაავადება ხშირად ემართებათ ბავშვებს. რევმატული პერიკარდიტი მშრალიც შეიძლება იყოს და სველიც. ამ დროს სითხე შესაძლოა სწრაფად ჩადგეს პერიკარდიუმის ღრუში და ასევე სწრაფად გაიწოვოს. პიოგენური ანუ ჩირქოვანი პერიკარდიტი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, პნევმოკოკური, მენინგოკოკური და გონოკოკური ეტიოლოგიისა. იგი გვხვდება იშვიათად, სეფსისისა და სათანადო ინფექციის კერების არსებობის დროს. დაავადება მიმდინარეობს ჩირქოვანი ექსუდატით, მძიმე ზოგადი მდგომარეობით,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ჰექტიური ცხელებით.


- როდის ვითარდება და როგორ მიმდინარეობს ქრონიკული პერიკარდიტი?
- ქრონიკული პერიკარდიტი ორგვარი შეიძლება იყოს: ექსუდაციური და შეხორცებითი. ქრონიკული ექსუდაციური პერიკარდიტი ხშირად მწვავე პერიკარდიტის გაგრძელებაა, ზოგ შემთხვევაში კი ანთება იმთავითვე დუნედ მიმდინარეობს და რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება.


- რა პროცესები მიმდინარეობს მწვავე პერიკარდიტის დროს ექსუდატის დაგროვებისას?
- მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დროს პერიკარდიუმის ღრუში სითხე გროვდება. როდესაც სითხის ოდენობა ნელა იმატებს, პერიკარდიუმის სივრცე თანდათან ფართოვდება, სწრაფი ექსუდაციის დროს კი სითხე ზღუდავს გულის მუშაობას და ხელს უშლის მის ავსებას. ამგვარად ვითარდება ტამპონადა.


- რას უჩივის ადამიანი ექსუდაციური პერიკარდიტის დროს?
- როდესაც ინტრაპერიკარდიული წნევა 3-4 მმ. ვწყ. სვ-ზე მეტად არ იწევს, მცირე რაოდენობის ექსუდატი ჩივილებს არ იწვევს, თუმცა არ არის გამორიცხული, მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა ნახევარში განვითარდეს მკვეთრი, მუდმივი ტკივილი, რომელიც წინ დახრისას მცირდება. ის შესაძლოა სტენოკარდიული ტკივილის მსგავსი იყოს და გადაეცემოდეს კისერში, მარცხენა ბეჭში, მარცხენა ხელში ან მუცლის არეში, ძლიერდებოდეს ჩასუნთქვის, ხველის, მარცხენა გვერდზე წოლის და ყლაპვის დროს. ნიტროგლიცერინი ამ ტკივილს ვერ ხსნის. პერიკარდიუმის ღრუში დიდი ოდენობით ექსუდატის დაგროვებისას ვითარდება ჰაერის უკმარისობა, ავადმყოფი ადვილად იღლება, უჩნდება ციანოზი, რომელიც სითხის მატებასთან ერთად ძლიერდება, აწუხებს ქოშინი, წყვეტილი ხველა, ტემპერატურა ზომიერია. ჩირქოვანი გამონაჟონის არსებობისას კი აღინიშნება ჰექტიური ცხელება, შემცივნება და ოფლიანობა. ტუბერკულოზური პერიკარდიტის დროს ტემპერატურა დიდხანს სუბფებრილური რჩება.


- როგორი შეიძლება იყოს ექსუდაციური პერიკარდიტის მიმდინარეობა?
- გააჩნია ძირითად დაავადებას. შესაძლოა, მოხდეს პლევრიტთან შეუღლება (პოლისეროზიტი), რაც საგრძნობლად გააუარესებს მდგომარეობას. შესაძლოა, ანთება ქრონიკულად მიმდინარეობდეს და პერიოდულად მწვავდებოდეს. ტუბერკულოზური პერიკარდიტი თანდათანობით და დუნედ იწყება და დიდხანს მიმდინარეობს. ექსუდატი თანდათანობით გროვდება, ზოგჯერ ჭარბადაც. შესაძლოა, ჰემორაგიულიც იყოს. ექსუდაციური პერიკარდიტი შესაძლოა დასრულდეს როგორც გამოჯანსაღებით, ასევე შეხორცებების გაჩენით ან ჯავშნიანი გულის განვითარებით, რაც კალციუმის მარილის ჩალაგებით არის განპირობებული.


- როგორ შეიძლება დაისვას ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზი?
- მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზს ჩივილებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ. დიაგნოზის დასმა უფრო ადვილია, როდესაც აშკარაა პერ¬იკარდიტის გამომწვევი რომელიმე მიზეზი. დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას იძლევა ინსტრუმენტული გამოკვლევა: ექოკარდიოსკოპია, ეკგ და რენტგენოგრაფია. რენტგენოგრამაზე გულის სილუეტი გადიდებულია, აქვს სამკუთხედის, ტრაპეციის ან ბოთლის ფორმა. პერიკარდიუმის ღრუში სითხის არსებობას ადასტურებს პერიკარდიოცენტეზი, ამოღებული სითხის გამოკვლევა კი იმ მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება, რამაც მისი დაგროვება გამოიწვია.


- კერძოდ, რა ინფორმაციას გვაწვდის სითხის გამოკვლევა?
- ექსუდატს იკვლევენ:

  • ბაქტერიოლოგიურად - ბაქტერიებისა და სოკოს შტამების, ტუბერკულოზის მიკრობების გამოსავლენად;
  • სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად;
  • რევმატულ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში;
  • ანტინუკლეური ანტისხეულებისა და (წითელი მგლურას) უჯრედების გამოსავლენად, როდესაც ექსუდატი ჰემორაგიულია.

საზოგადოდ, პერიკარდიოცენტეზი საჭირო არ არის, თუ გულის ტამპონადის ნიშნებმა არ იჩინა თავი და ექსუდატის წარმოქმნის მიზეზიც მეტ-ნაკლებად გარკვეულია. პერიკარდიოცენტეზის ჩატარება აუცილებელია მხოლოდ ჩირქოვან ექსუდატზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
კომპანიის წამყვანი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა, თანაც არავისთვის დაურეკავს, რომ გაეფრთხილებინა კომპანიის ხელმძღვანელი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რამდენიმე თვეა ვებგვერდ mkurnali.ge-ის მომხმარებელი ქართული ბაზრისთვის სრულიად უნიკალურ მომსახურებას - ექიმის ონლაინ კონსულტაციას 5 ლარად იღებს.
თერჯოლაში, კლინიკა “თერჯოლამედში“ ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.
ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე 2003 წლიდან ამზადებს ნაყენს, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს ამ ყველაფერზე ის თავად გიამბობთ.

“ჰერბალაიფი” არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში 1980 წლიდან ოპერირებს. ის ყიდის პროდუქციას, რომელიც დაბალანსებული კვებისთვის, წონის კონტროლისა და პერსონალური მზრუნველობისთვის არის საჭირო. “ჰერბალაიფის” პროდუქტები სპეციალიზებულ საკვებს, საკვებ დანამატებსა და კოსმეტიკურ პროდუქციას აერთიანებს.

სამკურნალო პრეპარატების ტვინში შესაღწევად იაპონელმა სპეციალისტებმა უნიკალური სპრეი შექმნეს. ის წარმატებით გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ჯანმრთელი ქსოვილებისთვისაც უსაფრთხოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა G20 ლიდერებს ვირუსებთან ბრძოლისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჰამბურგში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის წევრები ახალი, საშიში, გლობალური პანდემიის შესახებ გააფრთხილა.
22 ნოემბერი 2016
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
11 ნოემბერი 2016
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
1. შვრია - რეგულარული მიღებისას, ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს.