რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ მოვუაროთ ხერხემალს
როგორ მოვუაროთ ხერხემალს

გამოკვლევის შედეგად დამისვეს კისრის მე-5-6 მალების დისკოზის დიაგნოზი. მაწუხებს ხელის კუნთების ტკივილი. როგორ ვიმკურნალო და იკურნება თუ არა?

   
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ დიაგნოზი არ არის სწორად ფორმულირებული. ხალხში დისკოზად წოდებული პათოლოგია სინამდვილეში ოსტეოქონდროზის გამოვლინებაა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ზურგის ტკივილი ნაცნობი პათოლოგიური სიმპტომია. ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც ძვლებისა და ხრტილის დისტროფიულ და დეგენერაციულ ცვლილებებს წარმოადგენს, ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლავთ.

ოსტეოქონდროზის დროს მალათაშორის დისკზე ჩნდება ნახეთქები და შემდგომ დატვირთვამ შესაძლოა ამ ნახეთქიდან სითხის გამოჟონვა გამოიწვიოს. ამის შედეგად დისკზე წარმოიშობა გამოზნექილობა, რომელსაც პროტრუზია ეწოდება. თუ სითხის გამოჟონვასთან ერთად დისკის ბირთვიც გამოვარდა, საქმე გვაქვს თიაქართან.


- რა იწვევს კისრის ოსტეოქონდროზს?
- ოსტეოქონდროზი მრავალფაქტორული დაავადებაა. მის განვითარებას იწვევს და ხელს უწყობს შთამომავლობითი ფაქტორები, განვითარების თანდაყოლილი მანკები, ჰიპოდინამია, ხშირი გაციება, ფიზიკური დატვირთვა, არასწორი ვარჯიში, ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვა. მწვავე ტკივილს პაციენტები, წესისამებრ, უხერხულ მოძრაობას, გაციებას ან სიმძიმის აწევას უკავშირებენ.


- უხეში მოძრაობა და სიმძიმის აწევა ალბათ მაპროვოცირებელი ფაქტორებია; ხომ არ შეიძლება, დისკის პათოლოგია იმ მომენტში განვითარებულიყო?
- რა თქმა უნდა, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას შეიძლება მოჰყვეს ბირთვის უეცარი გამოვარდნა, ანუ თიაქრის წარმოშობა. თიაქარი უმეტესად ახალგაზრდებს ემართებათ, რადგან ახალგაზრდა ხერხემლის დისკები სავსეა სითხით და ძლიერმა ზეწოლამ შეიძლება დისკის გახეთქვა გამოიწვიოს. ასაკოვან ადამიანებს კი დისკები უკვე დამჯდარი, გათხელებული აქვთ, ამიტომ მათ უმთავრესად სპონდილოზი და სპონდილოართროზი უვითარდებათ.


- როგორია ოსტეოქონდროზის კლინიკური გამოვლინება?
- გარდა ტკივილისა, შესაძლოა შეინიშნებოდეს წვის შეგრძნება, დისკომფორტი, ადვილად დაღლა, დილის შებოჭილობა და სხვა, ასევე - ერთგვარი გაჭედვა განსაზღვრული მოძრაობისას, მაგალითად, როდესაც ადამიანი დიდხანს იმყოფება არაფიზიოლოგიურ, სტატიკურ პოზაში.


- როგორ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკა?
- პირველ რიგში, ვერტებროლოგმა, ვერტებრონევროლოგმა უნდა შეაფასოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და დასვას წინასწარი დიაგნოზი. შემდგომ ექიმი გადაწყვეტს, რა გამოკვლევაა საჭირო.


- როგორ ვუმკურნალოთ თიაქარს და იკურნება თუ არა?
- გააჩნია, რას ვუწოდებთ განკურნებას. თიაქრის უკან ”ჩასმა”, როგორც პაციენტები ამბობენ, არ ხდება. ასეთმა მანიპულაციამ შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს. თიაქარს კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რომელიც მიმართულია ანთებითი პროცესის კუპირებისა და ტკივილის მოხსნისკენ. კომპლექსური მკურნალობა მოიცავს ტრაქციას, ფიზიოთერაპიას, მასაჟს, მანუალურ თერაპიას, რეფლექსოთერაპიას, კინეზოთერაპიას, ლოკალურ მიკროინექციებს, სპეციალური საყელოს ტარებას და სხვა. ამგვარი მკურნალობის შედეგად ხდება ანთებითი პროცესის კუპირება, იკლებს თიაქრის ზომა, მცირდება ზეწოლაც, იხსნება ფუნქციური ბლოკები და ა.შ. ყოველივე ამის შედეგად იწყება დადებითი დინამიკა. თუ დადასტურებულია ოპერაციის პირდაპირი ჩვენება, პაციენტს სჭირდება ნეიროქირურგის კონსულტაცია. პაციენტმა კომპლექსური კონსერვატიული მკურნალობა პერიოდულად, წელიწადში 2-ჯერ უნდა ჩაიტაროს და არ დაელოდოს გამწვავებას. თუ დაავადება გაუმწვავდა, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს და გართულებას არ უნდა დაელოდოს, თან აკეთოს სპეციალური ვარჯიშები და მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.


- მწვავე ტკივილის დროს, როგორც ვიცი, მასაჟი და ვარჯიში არ შეიძლება. ამ დროს როგორ მოვიქცეთ?
- მასაჟი ნებადართულია იმის გათვალისწინებით, სად არის დაზიანება. მწვავე ტკივილის დროს ხდება მტკივნეული ზონის დაზოგვა, ეს კი ხერხემლის

You must have Flash Player installed in order to see this player.
სხვა უბნების გადატვირთვას იწვევს. ამ უბნებს განტვირთვა და მოდუნება სჭირდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მასაჟი და მანუალური თერაპია ჩაატაროს სპეციალისტმა ექიმის ზედამხედველობით.


- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
- ყველაფერს სჯობია კისრის იზომეტრიული ვარჯიშები, რომლებიც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება შეასრულოს პრევენციის მიზნით სამუშაო ადგილზეც კი. ამ ვარჯიშების პრინციპი წინააღმდეგობის გაწევაა.

  • მარჯვენა ხელისგული მივიდოთ მარჯვენა ლოყაზე. ხელით მივაწვეთ თავს, ხოლო თავით - ხელს ისე, რომ არ დავარღვიოთ სიმეტრიის ღერძი. ვითვლით 20-მდე, შემდეგ 10-20 წამით ვეშვებით. იმავეს ვიმეორებთ მარცხენა მხარესაც. ამ დროს იდაყვი იატაკის პარალელურად უნდა იყოს მოთავსებული, ხოლო თავი არ გადაიხაროს.
  • ორივე ხელისგულს ვიდებთ კეფაზე და უკან ვაწვებით თავით. ვითვლით 20-მდე, მერე კი 10-20 წამით ვეშვებით.
  • ორივე ხელს ვმუშტავთ, ვიდებთ შუბლზე და ვაწვებით. ვითვლით 20-მდე. ვეშვებით.
  • მუშტებით მონაცვლეობით ვაწვებით შუბლს მარჯვნივ და მარცხნივ.
  • ბოლოს ქვედა ყბით ვაწვებით ხელისგულებს.

პერიოდულად საჭიროა ხერხემლის გაჯანსაღება: ფიზიოთერაპია, დაჭიმვა, მასაჟი, მანუალური თერაპია, სპეციალური ვარჯიშები, შანცის საყელოს ტარება ექიმის მითითებათა გათვალისწინებით.


- ცურვა?
- როცა ტკივილის სინდრომი მოხსნილია, ცურვა შეიძლება, თუმცა იგი ხერხემლის სამკურნალო საშუალებად არ მიიჩნევა. ცურვა იმით არის კარგი, რომ ხერხემლის დაუტვირთავად ვავარჯიშებთ კუნთებს, მათ შორის - გულის კუნთსაც. ზურგის ტკივილის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური გზა რეგულარული ფიზიკური ვარჯიშია. კარგი კუნთოვანი კორსეტი და მოქნილი ხერხემალი ზურგის ტკივილის პროფილაქტიკის საფუძველია. ამიტომ მუდმივად ვივარჯიშოთ, რომ ჯანსაღი ხერხემალი გვქონდეს.


- ტურნიკზე რას გვეტყვით?
- ტურნიკზე ჩამოკიდებით კისერი არ იჭიმება.


- ბალიში?
- გავრცელებული მოსაზრება, რომ უბალიშოდ წოლა ჯობს, არ არის მართებული. კისრის ფიზიოლოგიური ლორდოზის შესანარჩუნებლად საჭიროა ორთოპედიული ბალიში, ოღონდ ის სწორად უნდა იყოს შერჩეული.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
ცნობილია, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულ ზოგიერთ პირს შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არ უვითარდება. ეს ფენომენი ინფიცირებულთა დაახლოებით 2%-თან შეინიშნება და მის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, მიზეზები დღემდე აუხსნელი იყო. 
სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი, ქიმიის მასწავლებელი უოლტერ უაითი კრიმინალად იქცვევა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას მეტამფეტამინს ამზადებს.
კომპანია Herbalife მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ღონისძიებას "Wings for Life World Run"-ს შეუერთდა , რომელიც უკვე მეოთხედ, კახეთში გაიმართა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებიც აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციასთან ბრძოლის პრინციპულად ახალ მიდგომებს უყრის საფუძველს.
როგორც გაირკვა, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი პრაქტიკულად ვერ მრავლდება ისეთ უჯრედებში
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
05 აპრილი 2016
კოცნა ბევრს უყვარს და ხშირად ჩუქნის კიდეც მას საყვარელ ადამიანებს, ზოგიერთები კი უზოგავენ ამბორს სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რადგან არ უყვართ “ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”. ამ კატეგორიას შევახსენებ, რომ კოცნა საოცარი ფენომენია, რაც მთავარია, მეტად სასარგებლო ორგანიზმისათვის.

19 მაისი 2017
ჭარბი წონის მქონე ადამიანების უმრავლესობა ახლობლებისგან მუდმივად განიცდის ზეწოლას და მათი დიდი ნაწილი, რომლებიც გახდომას ვერ ახერხებს, მიუთითებს გარშემომყოფების უარყოფით როლზე. თუ ნამდვილად გსურთ დახმარება, შეეცადეთ დაარწმუნოთ ადამიანი, რომ მიმართოს ექიმს, რადგანაც სიმსუქნე სერიოზული დაავადებაა.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
სასქესო ასოს ზომისა და ფორმის შეცვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

1. სასქესო ასოს თავის გადიდება ჰიალურონის მჟავას გელით.

სასქესო ასოს თავის გადიდება კეთდება მოცულობის, ფორმის კორექციისა და სასქესო ასოს თავის მგრძნობელობის დაქვეითების მიზნით. ჰიალურონის მჟავას გელის საშუალებით სასქესო ასოს თავის გადიდებისა და ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის მსოფლიო გამოცდილება 12 წელს მოიცავს. ეს მეთოდიკა უსაფრთხო და ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად არა მარტო მამაკაცებისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვისაც, იმდენად რამდენადაც სასექსო ასოს თავის მოცულობის გაზრდა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.