რატომ გვიჭაღარავდება თმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვიჭაღარავდება თმა

თმის ფერის შეცვლა უმეტესად 35 წლიდან იწყება, მაგრამ არც უფრო ადრეულ ასაკში დაწყებაა გამორიცხული. ნაადრევი გაჭაღარავება დღეს იშვიათობას აღარ წარმოადგენს. მიიჩნევა, რომ მუქთმიანი ხალხი უფრო ადრე ჭაღარავდება, ვიდრე ქერა, მაგრამ შესაძლოა, ეს მხოლოდ გვეჩვენებოდეს, რადგან მუქი ფერის თმაში თეთრი ღერები უფრო მეტად შესამჩნევია. თმის გათეთრება მეტწილად ორგანიზმის დაბერების შედეგია. ასაკის მომატებასთან ერთად ქვეითდება პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედების ფუნქცია და წყდება მელანინის გამომუშავება. ამ ბუნებრივი პროცესის დაწყების დრო ყოველი ადამიანისთვის გენეტიკურად არის განსაზღვრული. მიიჩნევა, რომ ევროპელებს ჭაღარა დაახლოებით 34 წლიდან ერევათ, თუმცა ეს მიახლოებითი მონაცემია - უნდა ვიგულისხმოთ პლუს-მინუს 10 წელი, აზიელებს - 30-34 წლიდან, ხოლო შავკანიანების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები დაახლოებით 43 წლიდან (ასევე პლუს-მინუს 10 წელი) ჭაღარავდებიან.

- როგორი თანამიმდევრობით იწყება თმის გათეთრება?

- მამაკაცის გაჭაღარავების ბუნებრივი პროცესი იწყება თავზე თმის გათეთრებით, შემდეგ ვრცელდება ულვაშებზე, წვერებზე (ნიკაპიდან), სხეულზე. ქალებს პირველი ჭაღარა საფეთქლის არეში უჩნდებათ, მერე კი კეფისა და თხემისკენ გადაინაცვლებს.

- რისი ბრალია ნაადრევი გაჭაღარავება?

- თუ გაჭაღარავება დაიწყო 20 წლიდან, აქ უკვე შეიძლება ნაადრევ გაჭაღარავებაზე ვილაპარაკოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური განწყობის, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებისა თუ რომელიმე დაავადების ბრალი. მაგალითად, ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ (ჰიპერფუნქციამ). როდესაც ორგანიზმი განიცდის ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობას, ეს მელანინის ფუნქციაზე აისახება: მცირდება მისი გამომუშავება ან თმის ცილებს აღარ ძალუძთ მისი შენარჩუნება. ცნობილია შემთხვევები, როცა ძლიერი ნერვული სტრესის შემდეგ ადამიანი ერთ დღე-ღამეში გაჭაღარავებულა. მაგალითად, ერთ ღამეში გათეთრდა მარია ანტუანეტა სიკვდილით დასჯის წინ. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს ორგანიზმი გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის მელანინისა და ცილის ქიმიურ შეკავშირებას, რის შედეგადაც პიგმენტი სწრაფად ნეიტრალდება. თმა შეიძლება გაჭაღარავდეს, როდესაც ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედებით მის სტრუქტურაში ჩნდება ჰაერის შემცველი სივრცეები. ამ დროს თმა, სინათლის გარდატეხის კუთხის ცვლილების გამო, მონაცრისფროს იღებს.

- როგორ შევაჩეროთ ნაადრევი გაჭაღარავება?

- პრაქტიკულად შეუძლებელია, ჭაღარა თმას დავუბრუნოთ თავდაპირველი ფერი, მაგრამ თუ ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გარეგანი ფაქტორი ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, მაშინ შეიძლება მისი ბუნებრივი ფერის აღდგენა ვცადოთ ან შევაჩეროთ მაინც პროცესი. ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება და მავნე ფაქტორებისგან თავის დაცვა, პერიოდულად (წელიწადში 2-3-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში) A, B, E, ჩ ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას მიღება. შეიძლება ადგილობრივი მოქმედების საშუალებების გამოყენებაც.

- არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი ჭაღარა თმით იბადება. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- თანდაყოლილი გაჭაღარავების მიზეზი უცნობია. არც მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები არსებობს. ჭაღარა თმის დამალვაში მხოლოდ საღებავი თუ დაგვეხმარება. აქვე შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება ნაადრევი გაჭაღარავების პროცესის შეჩერებაში დაგეხმაროთ.

  • აიღეთY10 გ (2 სადილის კოვზი) ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50-100 მლ დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე.
  • თუ გაქვთ გინეკოლოგიური პრობლემები: საკვერცხეების და საშვილოსნოს პოლიპები ან სისხლდენით მიმდინარე სიმსივნური დაავადებები, - გირჩევთ ჭინჭრის პროდუქტების გამოყენებას თავი არიდოთ!
  • გახეხეთ 3-4 კბილი ნიორი. თავის დაბანამდე 1-2 საათით ადრე შეიზილეთ თმაში, შემდეგ თავი პირსახოცით შეიხვიეთ. ჩამოიბანეთ თბილი (და არა ცხელი) წყლით. გამოგადგებათ თმის ცვენის დროსაც. მკურნალობის კურსია 2-3 თვე. თუ მეტისმეტად მშრალი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ნივრის ფაფას შეურიოთ ზეითუნის ზეთი ან კვერცხის გული.
  • 50 გ გამომშრალ (გამხმარ) ჭინჭარს დაასხით 0,5ლ წყალი და 0,5ლ ძმარი. აადუღეთ 15-20 წუთი. გააცივეთ, გადაწურეთ. ნაყენი შეიზილეთ თავის კანში ყოველდღე 10 დღის განმავლობაში.