თბილისი კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის და ჯანდაცვის გამოფენას მასპინძლობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისი კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის და ჯანდაცვის გამოფენას მასპინძლობს

– საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია, პოლონეთი, ბელორუსი, რუსეთი, შვეიცარია, სომხეთი, ჩინეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, იტალია, ესპანეთი, ისრაელი, ლიტვა, იაპონია.

წარმოდგენილია 100-მდე ბრენდი სამედიცინო აღჭურვილობის, ლაბორატორიული მოწყობილობების, სტომატოლოგიისა და ოპტიკის დარგში. მონაწილე კომპანიები გამოფენის განმავლობაში ჩაატარებენ ლექციებს, დაინტერესებულ სპეციალისტებს (ექიმებს) საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და მუშაობის დროს დააკვირდნენ უახლეს აპარატურას.

გამოფენის მიზანია, ერთმანეთს შეახვედროს თანამედროვე აპარატურის მწარმოებლები და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების მესვეურები, ქართველ ექიმებს მიაწოდოს ინფორმაცია უახლესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ.

ჯანდაცვის გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის მე-9 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ 70-მდე ბრენდს შემდეგ კატეგორიებში:

• ესთეტიკური მედიცინა

• სახის მოვლის საშუალებები

• კანის მოვლის საშუალებები

• თმის მოვლის საშუალებები

• დანადგარები და მოწყობილობები სილამაზის სალონისთვის

• პარმიუმერია და კოსმეტიკა

კომპანიის წარმომადგენლები ჩაატარებენ პრეზენტაციებს, საჩვენებელ პროცედურებს, მასტერკლასებს პროფესიონალი და მოყვარული დამთვალიერებლებისთვის

გამოფენის მიზანია, ერთმანეთს დააკავშიროს სილამაზის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები და სხვადასხვა კოსმეტიკური, პარფიუმერული ნაწარმის, მოწყობილობებისა და დანადგარების მწარმოებლები და დისტრიბუტორები. დამთვალიერებელი გაეცნოს ახალ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს

გამოფენა გაიხსნება 18 ივნისს, 11:00 საათზე (11 პავილიონი). გამოფენას დაესწრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე. გამოფენის სამუშაო საათებია 18-20 ივნისი 11:00-18:00 სთ.; 21 ივნისი 11:00-16:00 სთ.