News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამერიკელმა მეცნიერებმა ადრეც ჩაატარეს კვლევები  Е  ვიტამინის სასარგებლო და მავნე თვისებების შესასწავლად და დაადგინეს, რომ მისი დიდი დოზები პროსტატის კიბოს განვითარების რისკს 17%-ით ზრდიდა. კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც 35 000 ამერიკელი და კანადელი მამაკაცი მონაწილეობდა, - ისინი 2001 წლიდან იღებდნენ  Е  ვიტამინს, - მრავალ მათგანს პროსტატის კიბო აღმოუჩინა.

ვაშლი ხელს უწყობს წონის კლებას

ამერიკელ მკვლევართა მიერ მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ვაშლის ქერქში არსებული ურსოლის მჟავა ზრდის კუნთების ძალას და ხელს უწყობს ცხიმის წვას. ექსპერიმენტის დროს ცხოველებს კვებავდნენ ცხიმიანი საკვებით და პარალელურად აძლევდნენ ურსოლის მჟავას. მჟავა აძლიერებდა ცხიმის წვას, რითაც ამცირებდა სიმსუქნის, წინარედიაბეტური მდგომარეობისა და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების განვითარების რისკს. მეცნიერთა თქმით, აღნიშნული ნაერთი ეფექტური იქნება ადამიანებისთვისაც. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს თეთრ და ყავისფერ ცხიმს. პირველი ქმნის ენერგეტიკულ მარაგს, ხოლო მეორე წვავს მას სითბოს გამოსამუშავებლად. ყავისფერი ცხიმი განსაკუთრებით ბევრია პატარა ბავშვების ორგანიზმში. ზრდასთან ერთად მისი რაოდენობა მცირდება. ურსოლის მჟავა სწორედ ყავისფერი ცხიმისა და კუნთოვანი მასის მატებას უწყობს ხელს. კუნთები კალორიების წვის მძლავრი ელემენტია. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტში მეტაბოლური დარღვევის მქონე ცხოველური მოდელი გამოიყენეს. ექსპერიმენტის დროს დადასტურდა მჟავას ზემოქმედებით ჩონჩხის კუნთებისა და ყავისფერი ცხიმის მუშაობის მაჩვენებლის მატება. როგორც ირკვევა, მჟავა სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

ყურძნის წიპწა ქიმიოთერაპიის ეფექტს აძლიერებს

მეცნიერებმა ყურძნის წიპწის კონცენტრატზე ჩატარებული კვლევით დაამტკიცეს, რომ ყურძნის წიპწას შეუძლია გააძლიეროს ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ ჩატარებული ქიმიოთერაპიის ეფექტი და შეამციროს არასასურველი თანმხლები მოვლენები. ამის მიზეზი წიპწაში ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობაა. აღსანიშნავია, რომ წიპწაში ანტიოქსიდანტების გარდა ბევრია ტანინი და პოლიფენოლი, რომლებსაც ანტიანთებითი და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. მეცნიერები ყურძნის წიპწიანად ჭამას გვირჩევენ წვრილი ნაწლავების ანთების დროსაც დაზიანების შესამცირებლად. ცნობილია, რომ კიბოს საწინააღმდეგო თერაპიას თან ახლავს გართულებები, ყურძნის წიპწაში არსებული ანტიოქსიდანტებისა და სხვა ნივთიერებების შემცველი ექსტრაქტი კი ამ ეფექტებს ისე ანეიტრალებს, რომ ქიმიოპრეპარატების მოქმედებას არ ასუსტებს.

იმუნური თერაპია თვალის დაავადებების წინააღმდეგ

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ბადურას სტრუქტურული დარღვევებით გამოწვეული სიბრმავე წარსულს ჩაბარდება. თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ იმუნურ სისტემას უნარი შესწევს, ბადურა ანომალიური სისხლძარღვებისგან გაათავისუფლოს, თანაც ისე, რომ ჯანსაღი ქსოვილი უვნებელი დარჩეს. ორგანიზმის თავდაცვით სისტემას შეუძლია, შერჩევითად იმოქმედოს ბადურას სისხლძარღვოვან ქსელზე (მონიშნოს ის, როგორც მოსაცილებელი ელემენტი). ამაში მთავარ როლს ასრულებს ენდოგენური მედიატორები - უჯრედშიდა ცილები, რომლებიც აძლიერებენ და ააქტიურებენ სხვა ცილების ფუნქციებს. მკვლევარი კიპ კონორი ვარაუდობს, რომ იმუნური სისტემის ელემენტების ხელოვნური გააქტიურება გადაარჩენს დიაბეტური რეტინოპათიისა და დღენაკლულთა რეტინოპათიის მქონე ადამიანებს, რომელთაც მხედველობის პრობლემა სწორედ სისხლძარღვების უკონტროლო ზრდის შედეგად შეექმნათ. ამ მიდგომის ეფექტურობა თაგვების ორ ჯგუფზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა. პირველ ჯგუფში იყვნენ გენეტიკურად შეცვლილი ცხოველები, რომლებსაც ზემოხსენებული იმუნური მექანიზმი არ გააჩნდათ. მეორე ჯგუფის იმუნური სისტემა ნორმალურად მუშაობდა. ცხოველები მოათავსეს ისეთ პირობებში, რომელიც იწვევდა თვალებში სისხლძარღვების ანომალიურ ზრდას. მეორე ჯგუფის იმუნური დაცვა უტევდა და ანადგურებდა სისხლძარღვების პათოლოგიურ ქსელს, პირველ ჯგუფში კი ამგვარი ეფექტი არ აღრიცხულა.