"კამელინის" ფარმაკოლოგიური მოქმედება და გამოყენების ჩვენებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"კამელინის" ფარმაკოლოგიური მოქმედება და გამოყენების ჩვენებები

კამელინი გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად.  100%–ით ნატურალური, ეკოლოდიურად სუფთა პროდუქტი, მაღალეფექტური, არატოქსიური, არ იწვევს ალერგიას, გამოირჩევა ორგანიზმში შეყვანის გზების მრავალფეროვნებით: კამელინი - M 1 ინექცია,  კამელინი - M 2 კაფსულები, კამელინი- M 3 მალამო, კამელინი- M 4 სუპოზიტორია, კამელინფლუ– სპრეი.  "კამელინის"  ფარმაკოლოგიურ მოქმედებასა და გამოყენების ჩვენებებზე გვესაუბრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამედიცინო დეპარტამენტის სრული პროფესორი ციცინო გაგნიძე.

–"კამელინი" იმუნომოდულატორული აქტივობის გამაძლიერებელი საშუალება, ანტიოქსიდანტია. არეგულირებს ჰუორული და უჯრედოვანი იმუნური სისტემის მუშაობას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგან. "კამელინი" შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა პათოლოგიების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს.  შესწავლილ იქნა  პრეპარატ "კამელინის" ანტიოქსიდანტური აქტივობა. ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა კამელინის ხუთივე ფორმის პრეპარატი, მაგრამ აქცენტი "კამელინ M 2 "–ზე,  კაფსულებზე გამახვილდა. . კვლევებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა დასკვნა, რომ ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მგ–ს შეადგენს)  კამელინის 2–3 კაფსულა   სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.

,,კამელინ M 1'' ეფექტურია, როგორც იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიბაქტერიული, რეგენერაციული, ანტივირუსული საშუალება. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე. ,,კამელინ M 2''-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე, აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას. გამოიყენება ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციების, სიმსივნური დაავადებების,  სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული და ტრავმების დროს. ,,კამელინ M 3''-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს. ,,კამელინ M 4" ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა  და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტის მქონე პრეპარატია, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

mkurnali.geპრეპარატი "კამელინი" დიდ ინტერესს იწვევს, როგორც მეცნიერთა , ასევე პრაქტიკოსი ექიმების მხრიდან. მათი ინტერესის დაკმაყოფილებას კი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები და კვლევებში ჩართული ექიმები დამოუკიდებელ თემატურ კონფერენციებზე კლინიკურ კვლევებზე გამყარებული შედეგების პრეზენტაციებით ახდენენ. კომპანია ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას სამედიცინო საზოგადოების მიერ გამართულ კონფერენციებსა და ღონისძიებებზე. საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა პრეპარატის ჩვენების მრავალმხრივობა. იგი გამოიყენება ისეთი მიმართულებებით,  როგორიცაა სტომატოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია,  დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიები და სხვა.   "კამელინი"ფართოდ გამოიყენება ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების, ასევე ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ფიბრომატოზულ–კისტოზური მასტოპათიების, სახსრების დისტროფიულ–დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში, სახსრების ხრტილოვანი ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ორგანული მჟავები, რომლითაც მართლაც ძალიან მდიდარია "კამელინი". მისი მიღებისას ეს ნივთიერებები უშუალოდ ერთვებიან ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესში, რის შედეგადაც ხდება ტკივილების კუპირება,  შეზღუდული მოძრაობა მკვეთრად უმჯობესდება.

გამოყენების ჩვენებები

• კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივიშეუხორცებელი ჭრილობები, ტროპიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, დამწვრობები, ნაწოლები.

• კანის დაავადებები

• ოპერაციის შემდგომი პერიოდი: ჭრილობების შეხორცება

• ბაქტერიული , ვირუსული, სოკოვანი ინფექციები.

• ტრავმები და დაჟეჟილობები.

• სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები, ართრიტები, ართროზები

• სიმსივნური დაავადებები

• პოლინეიროპათიები

• ვაგინალური ინფექციები

• პროსტატიტები, პროქტიტები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ბუასილი.

• სტომატოლოგიური დაავადებები

• პირის ღრუს და ყელის ინფექციები:ფარინგიტი, ლარინგიტი, (კატარალური ანგინა) სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი, როგორც დამხმარე საშუალება ქრონიკული ტონზილიტის დროს

მოამზადა მაია ცომაიამ

კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი);2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33.