წყალი მაცოცხლებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყალი მაცოცხლებელი

- ჩვილ ასაკში ბავშვისთვის ცურვის სწავლების მომხრე და ფუძემდებელია ავსტრალიელი კლერ ტიმომერანსი - ავტორი წიგნისა “როგორ ვასწავლოთ ბავშვს ცურვა”. 1939 წელი ავსტრალიაში განსაკუთრებით ცხელი იყო. კლერი და მისი მეუღლე აუზზე მუშაობდნენ ტრენერებად და თავიანთი ჩვილიც თან დაჰყავდათ. გოგონა სიამოვნებით ჭყუმპალაობდა აუზში მშობლებთან ერთად, ხოლო 6 თვისას უკვე 20 წუთის განმავლობაში შეეძლო დამოუკიდებლად წყალში ყოფნა და ცურვა. ცურვა ახალისებს, ამხნევებს პატარას, უვითარებს წონასწორობის უნარს, ასწავლის საკუთარი სხეულის მართვას, ხდის მოძრავსა და აქტიურს. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა მცირე დოზით აკაჟებს სხეულს, ზრდის ფილტვების მოცულობას, აუმჯობესებს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას.

- რა ასაკიდან არის ნებადართული ჩვილისთვის წყლის ვარჯიშები?

- წყლის ვარჯიშების დაწყება შეიძლება მაშინვე, როგორც კი მოშუშდება ჭიპლარის ტაკვი. კარგად გარეცხეთ აბაზანა - ეს იქნება ბავშვისთვის პირველი აუზი, რომელშიც ავარჯიშებთ.

- რა შემთხვევაში არ შეიძლება წყალში ვარჯიში?

- წყალში ვარჯიშის უკუჩვენებაა:

  • მწვავე მდგომარეობა, სხეულის მომატებული ტემპერატურა;
  • ღია ჭრილობა;
  • ჭიებით ინვაზია (ენტერობიოზი);
  • გულის მძიმე თანდაყოლილი მანკი;
  • თირკმლის უკმარისობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე ბავშვს აუზზე მიიყვანთ, საჭიროა გაიაროთ პედიატრის კონსულტაცია.

- როგორ დავიწყოთ ვარჯიში აბაზანაში?

- სახლის პირობებში ვარჯიშის ძირითადი მიზანია დატვირთვასთან თანდათანობითი შეჩვევა. სამი თვის ასაკისთვის ბავშვი უკვე მზად იქნება აუზში საცურაოდ. არსებობს ბავშვის აბაზანაში დაჭერის რამდენიმე მეთოდი:

  • პირველი - ყველაზე იოლი: მშობელი ზის აბაზანაში, ფეხები გაშლილი აქვს, ხოლო ჩვილი მუცლით ჰყავს გადაწვენილი ორივე მკლავზე, მისი თავი კი ხელის მტევნით უჭირავს. ეს პოზა აადვილებს წყალში მოძრაობას და გამოიყენება პირველი მეცადინეობებისთვის, როდესაც პატარა შესაძლოა გაჭირვეულდეს.
  • მეორე - მშობელი აბაზანაში არ ზის, ცალ ხელზე ზურგით უწევს პატარა, მეორეში კი ღრუბელი უჭირავს და ნაზი მოძრაობებით უსვამს თავზე, კიდურებზე, მუცელზე. შემდეგ მუცლით გადაიწვენს ხელზე და იმავე მოძრაობებს უტარებს ზურგზე.
  • მესამე - მშობელს ბავშვი მხოლოდ კეფით უჭირავს და აბაზანაში ალივლივებს. ასე პატარა ეჩვევა წყალში თავისუფალ მოძრაობას. ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
  • ეცადეთ, ბავშვი წყალში ჰორიზონტალურად გააჩეროთ. ამისთვის ხელისგულით უნდა გეჭიროთ კეფა, კისერი და ზურგის ნაწილი წყლის პარალელურად.
  • ეცადეთ, მსუბუქად გეკავოთ პატარა და დროდადრო ხელი გამოაცალოთ. ამგვარად ის უფრო მალე ისწავლის წყლის ზედაპირზე გაჩერებას.
  • აბაზანაში ჩაუყარეთ ფერადი რეზინისა და პლასტმასის სათამაშოები - ცხოველები, ბურთულები, დროდადრო მის დასანახად ამოიღეთ ისინი და ისევ ჩაყარეთ წყალში, რათა ბავშვმა დაინახოს, რომ კი არ იძირებიან, არამედ ზედაპირზე ტივტივებენ.


მომდევნო ეტაპი უფრო რთულია. ბავშვს უყვარს კედლისთვის ფეხების ცემა, მიაცურეთ ის აბაზანის კიდესთან, ფეხები მიაბჯენინეთ და როცა მიარტყამს, ხელი გაუშვით - პატარა დამოუკიდებლად გაცურავს წყლის ზედაპირზე. მნიშვნელოვანია ყვინთვის შესწავლა. დროდადრო ბავშვს თავი პირქვე ჩააყოფინეთ წყალში, ისე, რომ ამოწევისას წყალი სახეზე ზემოდან ქვემოთ ჩამოედინოს. ამ დროს ის ეჩვევა სახეზე წყლის შეხებას. ჩაყვინთვისას წარმოთქვით: “ჩავყვინთოთ”. შემდგომ ამ სიტყვის გაგონებისას თვალებს დახუჭავს, პირს მოკუმავს და სუნთქვას შეიკავებს, თქვენ კი თავზე გადაავლებთ წყალს. სამი თვის შემდეგ შეარჩიეთ აუზი, სადაც შეიძლება ჩვილის წაყვანა. თავდაპირველად გაარკვიეთ პირობები. მაგალითად, წყლის ტემპერატურა დაახლოებით 31 გრადუსი უნდა იყოს. ბავშვი სახლში თანდათანობით უნდა მიაჩვიოთ გრილ წყალს, თორემ აუზში სიამოვნებას ვერ მიიღებს და გაჭირვეულდება. აუზში ჩვილი ერთ-ერთ მშობელთან ერთად უნდა ჩავიდეს.

- ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვეებიც, მაგალითად, მშობელს შესაძლოა მოულოდნელად ხელიდან გაუსხლტეს ბავშვი და პატარას წყალი გადაეყლაპოს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

- ასეთი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული, არ დაიბნეთ, ბავშვი ვერტიკალურად დაიკავეთ, ოღონდ წყლიდან ნუ ამოიყვათ; მიეცით საშუალება დაახველოს, დააცემინოს, რამდენიმეჯერ ჩაისუნთქოს. ნუ შეიმჩნევთ მღელვარებას, შეაქეთ პატარა სიყოჩაღისთვის. თუ ბავშვმა 7 წამის განმავლობაში ვერ ჩაისუნთქა, პირქვე გადაიწვინეთ მაჯაზე, მეორე ხელისგული კი ბიძგისებურად დაჰკარით ბეჭებს შორის. როგორც კი დაახველებს და წამოიყვირებს, გადაიყვანეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში მხრებამდე წყალში ჩაძირული და გაამხნევეთ. შეგიძლიათ, წყალშივე მოაწოვოთ ძუძუ, რათა დაუბრუნოთ უსაფრთხოების შეგრძნება, ნდობა წყლისა და თქვენს მიმართ.

- ვასვათ თუ არა წყალი ჩვილს და რამდენი?

- გააჩნია კვების ხასიათს - ბუნებრივია თუ ხელოვნური, ასევე - ჰაერის ტემპერატურას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა. ჩვილის სხეული უფრო მეტ სითხეს შეიცავს, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა და თირკმელების, ნაწლავების, კანისა თუ ამოსუნთქული ჰაერის საშუალებით უფრო მეტსაც კარგავს, ვიდრე ზრდასრული. ჩვილი მოზრდილზე სწრაფად სუნთქავს, მეტაბოლური ცვლაც უფრო სწრაფი აქვს. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, იგი დედის რძის მეშვეობით ერთსა და იმავე დროს საკვებსაც იღებს და სითხესაც - რძის 87-90% ხომ წყალია, ამიტომ პირველ თვეებში იგი უარს ამბობს სასმელ წყალზე. თუ დალია, ძუძუს წოვას მოუკლებს, რაც, თავის მხრივ, ლაქტაციის შემცირებას გამოიწვევს.

- რამდენი სითხე სჭირდება ჩვილს?

  • 6 თვემდე - 80-130 მლ წონის ყოველ კგ-ზე;
  • 6-დან 12 თვემდე - 130-150 მლ/კგ;
  • 1 წლიდან 3 წლამდე - 100მლ/კგ;
  • 3 წლიდან - 80 მლ/კგ.

წყალზე მოთხოვნილება იცვლება. ის იზრდება, თუ ბავშვმა სითხე დაკარგა პირღებინებისა თუ დიარეის, სხეულისა თუ გარემოს ტემპერატურის მომატების დროს. ამ შემთხვევაში ორგანიზმი არა მხოლოდ სითხეს, არამედ ელექტროლიტებსაც მოითხოვს, ამიტომ უმჯობესია, სპეციალური ელექტროლიტების ხსნარი მივცეთ. როდესაც ჩვილს მოუვა დამატებითი საკვების - ფაფის, ხორცის, ბოსტნეულის - მიღების დრო, შეგიძლიათ, კვებათა შორის მიაწოდოთ ოთახის ტემპერატურის წყალი. თუ უარი თქვა, ნუ დააძალებთ - მან უკეთ იცის.