News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის რესვერატროლის დოზა უნდა აღემატებოდეს 250 მგ-ს, წითელ ღვინოში კი ამ ნივთიერების დონე უკიდურესად დაბალია - ერთი ლიტრი სასმელი სულ 2-12.6 მგ რესვერატროლს შეიცავს, ამიტომ სპეციალისტები ისეთი ტექნოლოგიის ძიებაში არიან, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს, ამ რაოდენობის რესვერატროლი ლიტრობით ღვინის სმის გარეშე მიიღოს.

მოტეხილობის მკურნალობა უფრო სწრაფად და ლამაზად

მეცნიერებმა შექმნეს უჩვეულო თაბაშირი - Osteoid, რომელიც 40%-ით დააჩქარებს ძვლების აღდგენის პროცესს. ინოვაციის ავტორია დენის კარასახინი. სისტემაში გამოყენებულია დაბალი ინტენსივობის ულტრაბგერითი იმპულსები, რომელთა უზრუნველყოფაც LIPUS-ით ხდება. თაბაშირს აქვს ნაპრალები, რაც ვენტილაციის საშუალებას იძლევა. ეს თავიდან აგვაცილებს უსიამოვნო სუნს და ქავილის მტანჯველ შეგრძნებას. ახალი სისტემა 80%-ით აუმჯობესებს რთული მოტეხილობების მკურნალობას იქ, სადაც ჩვეულებრივ პირობებში 3-6 თვის განმავლობაში არავითარი ცვლილება არ შეიმჩნევა. დენის კარასახინის თქმით, კონსტრუქცია დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და წყალგამძლეა. გარდა ამისა, იგი ჩვეულებრივ თაბაშირზე გაცილებით თხელი და მსუბუქია. თაბაშირი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მოდელირდება სხეულის სამგანზომილებიანი სკანერის დახმარებით. ექიმები დადებითად აფასებენ ახალი პროდუქტის პერსპექტივას.

შესაძლოა, მეცნიერებმა კიბოსადმი გენეტიკური განწყობა დაამარცხონ

„კიბოს გენის“ (BRCA1) არსებობის შემთხვევაში ქალმა ან უნდა მოიკვეთოს მკერდი და ამოიკვეთოს საკვერცხეები, ან იმის იმედად იყოს, რომ კიბოს გადაურჩება. ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტის სპეციალისტები კი გვარწმუნებენ, რომ არსებობს პრეპარატები, რომლებიც გენეტიკური განწყობის შემთხვევაშიც კი ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. მუტაცია ძუძუსა და საკვერცხეების კიბოს განვითარების ალბათობას, შესაბამისად, 85% და 40%-ით ზრდის. მეცნიერთა თქმით, ამ ალბათობის შესამცირებლად საჭიროა ესტროგენის კონცენტრაციის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღება, რადგან უშუალო კავშირია ესტროგენის კონცენტრაციასა და დნმ-ს იმ დაზიანებას შორის, რომელიც კიბოს განვითარებას იწვევს. „კიბოს გენის“ (BRCA1) მატარებელი ქალის უჯრედები ვერ უმკლავდება ძუძუსა და საკვერცხის ქსოვილებში არსებული ესტროგენების მაღალ კონცენტრაციას. ჰორმონულ ფონზე მოქმედი პრეპარატები კი შეიძლება ოპერაციის ალტერნატივად იქცეს. დაორსულების შემთხვევაში ქალს შეუძლია, დროებით შეწყვიტოს პრეპარატების მიღება. მეცნიერები უკვე ემზადებიან კლინიკური კვლევებისთვის. ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით იგეგმება ბიოფსია, სისხლისა და შარდის ანალიზი, რომელიც დნმ-ს დაზიანების ხარისხს აჩვენებს.