ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან

მისივე თქმით, აღნიშნული პირები საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში შემოვიდნენ. საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ მათზე მეთვალყურეობა მოიხსნება, ისევე როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, როდესაც რამდენიმე პირზე დაკვირვება მიმდინარეობდა.

"ებოლას ვირუსთან დაკავშირებით საქართველოში სიტუაცია არ შეცვლილა. ჩვენ ვართ ძალიან დაბალი რისკის ქვეყანა. ასეა შეფასებული ჩვენნაირი ქვეყნების მდგომარეობა. არსებობს მთავრობის განკარგულება და ინფექციის შემოტანის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებში მზადყოფნაში არის", - დასძინა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ერთი თვის წინ საქართველოში შემოსულებიდან სულ დაკვირვების ქვეშ 57 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა ნიგერიიდან ჩამოსული სტუდენტები იყვნენ.

ასევე, როგორც ცენტრში აცხადებენ, საზღვრის გადმოკვეთისას ადამიანებს საინფორმაციო ბუკლეტი ეძლევათ, სადაც მითითებულია, თუ ვის მიმართონ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსს ამ დრომდე 3 860 ადამიანი ემსხვერპლა, უმრავლესობა მათგანი ძირითადად დასავლეთ აფრიკაში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 200-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკია.