სიმსივნურ დაავადებებს ყირგიზეთში „კამელინით“ მკურნალობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსივნურ დაავადებებს ყირგიზეთში „კამელინით“ მკურნალობენ

2004 წლიდან კი მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრები ჩაერთვნენ "კამელინის" კვლევებში, კვლავ მოხდა "კამელინის" აღიარება . უცხოელი მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია ავტორისდროინდელმა დოკუმენტალურმა მასალამ, სადაც დამაჯერებლად არის ნაჩვენები პრეპარატის მკაფიოდ გამოხატული ანტიბლასტომური ეფექტი სხვადასხვა სიმსივნეების შემთხვევაში. პრეპარატ "კამელინით" პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. დღეს უკვე პრეპარატ "კამელინის" 5 ფორმა დარეგისტრირებულია ყირგიზეთში. სახელმწიფომ იზრუნა იმაზე, რომ მათი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პრეპარატი "კამელინი".

გვესაუბრება ფარმაცევტული კომპანია "კამელინის’ დირექტორი, სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი კობა გურიელიძე.

- ბატონო კობა, რამ განაპირობა ასეთი დიდი ინტერესი იმისა, რომ "კამელინი" საოცრად სწრაფი ტემპით დარეგისტრიტდა ყირგიზეთში?

- საოცარია, მაგრამ ჩვეგან დამოუკიდებლად მოხდა მათი მხრიდან დაინტერესება, შარშან ოფისში გვესტუმრა ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის, რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი ზარემა იზმაილოვა, რომელიც უკვე ფლობდა ინფრომაციას პრეპარტ "კამელინზე", ჩვენი დახმარებით კი უფრო დეტალურად გაეცნო "კამელინზე" წარმოებულ კლინიკურ კვლევებს . სწორედ ამ ქალბატონის ინიციატივითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი მოკლე დროში მომხდარიყო "კამელინის" დარეგისტრირება და შეტანა ყირგიზეთის ფამაცევტულ ბაზარზე. შევხვდით ყირგიზეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს , სხვადასხვა პროფილის ექიმებს, წამლის სადისტრიბუციო კომპანიებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი, დაიწყო პროცესი და კომპანია კამელინმა რამდენიმე თვეში წარმატებით გადალახა ყველა ბარიერი, რაც საჭიროა სხვა ქვეყანაში პრეპარატის რეგისტრაციისთვის.

ზარემა იზმაილოვა - ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის, რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი

- ყირგიზეთში უკანასკნელ წლებში სიმსივნურ დაავადებებმა საგრძნობლად იმატა, თან გაახალგაზრდავდა, განსაკუთრებით კი ქალბატონებში. სტატისტიკური მონაცემებით პირველ ადგილზეა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. საერთაშორისო სიმპოზიუმზე ონკოლოგ ალექსანდრე ცალუღელაშვილისგან შევიტყვე ქართული პრეპარატის "კამელინის" შესახებ, დავინტერესდი, გავეცანი მასზე წარმოებულ ექსპერიმენტულ და კლინიკურ კვლევებს, რომელიც ჯერ კიდევ ავტორის, ძაგული მაღლაკილიძის დროიდან დაწყებულა. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ჩემს პაციენტს , რომელსაც პაპილომავირუსის გამო 15 წელი არ ყავდა შვილი, ამოვწურეთ მკურნალობის ყველა აპრობირებული მეთოდი და შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამის შემდეგ შევთავაზე წყვილს ემკურნალათ "კამელინის" სანთლებითა და ამპულებით. რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევას "კამელინით" მკურნალობა ამჯობინეს. ზედიზედ ჩაიტარეს 4 კურსი. ყოველი 20 დღის შემდეგ ხორციელდებოდა შემოწმება, როგორც ექოსკოპიურად , ასევე ანალიზებით, შედეგები დინამიკაში იმედისმომცემი იყო, ამიტომაც ვაგრძელებდით მკურნალობას. მიღწეული შედეგით განცვიფრებული დავრჩი და დავიწყე პრეპარატ კამელინის გამოყენება სხვა პაციენტებზეც. შემდეგ კი დამებადა იდეა, თუ როგორ მოხერხებულიყო "კამელინის" შემოტანა ჩვენს ქვეყანაში, რადგან ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყირგიზეთის მოქალაქეებისთვის . პირადად ჩავედი საქართველოში, შევხდი კომპანია "კამელინის" წარმომადგენლებს, კვლევაში ჩართულ მეცნიერთა და სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფს. მათი მეშვეობით უფრო ღრმად გავეცანი კვლევების შედეგებს და გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი. დაიწყო პროცედურები, რომელიც საჭიროა პრეპარატის რეგისტრაციისთვის სხვა ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე შესატანად. გასაოცრად მოკლე დროში "კამელინის" 5 ფორმა დარეგისტრირდა ყირგიზეთში. ჩემი ინფორმაციით "კამელინის" მომხმარებლები მაინც ონკოპაციენტები არიან , არადა მისი გამოყენება რომ ხდებოდეს პროფილაქტიკური მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც, თავიდან ავიცილებდით მრავალი დაავადების რისკს. "კამელინის" შეთავსება შესაძლებელია ყველა სამკურნალო საშუალებასთან.

P.S. დღითიდღე იზრდება მადლიერ პაციენტთა რაოდენობა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ფარმაცევტული კომპანია "კამელინი" იღებს სხვადასხვა ქვეყნებიდან პაციენტთა მადლობის წერილებს , დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციებს-დიაგნოსტიკური კვლვების შედეგებს. "კამელინის" მოქმედება ინდივიდუალურია, იგი უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს, დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად. ქართული წარმოების 5 ფორმის პრეპარატი "კამელინ მ1"- ინექცია, "კამელინ მ2"- კაფსულა, "კამელინ მ3"-მალამო, "კამელინ მ 4"- სანთლები და "კამელინფლუ-სპრეი გამოიყენება - სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, უროლოგიური, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული და სხვა დაავადებების დროს.

"კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33;

www. Camelyn.ge

ფოსტა: info@camelyn.ge