"კამელინი" დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"კამელინი" დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან

ვაჟა გელბახიანი - დამსახურებული ფარმაცევტი, შპს "კრწანისის" დირექტორი

- ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად ნათლად დასტურდება "კამელინის" ანტიბლასტომური მოქმედება. "კამელინის" თითქმის ყველა მომხმარებელი თავს უკეთესად გრძნობს და კურსის დასრულების შემდეგ პერიოდულად აგრძელებს "კამელინის" მიღებას პროფილაქტიკის მიზნით.

მივიჩნევ, რომ "კამელინი" თვისებებით უნიკალური პრეპატრატია, მისი მოქმედება ამოუწურავია და უმრავლეს შემთხვევაში გამაოგნებელი. "კამელინი" უძლიერესი იმუნომოდულატორია, რომელიც აძლიერებს იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადების განვითარებისგან. იგი უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს, დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე.

მარიკა ლორთქიფანიძე - ექიმი კოაგულოლოგი

- 49 წელი ვიმუშავე ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის მრავალპროფილურ ინტიტუტში, რომელიც იმ დროს გამოირჩეოდა ყველასგან. ჩვენი დირექტორი აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი ცდილობდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმები შემოეკრიბა გარშემო და ბატონ ძაგული მაღლაკელიძესთან ერთად ეწარმოებინათ ექსპერიმენტული კვლევები პრეპარატ კამელინზე., რომელიც შემდეგ დაინერგებოდა კლინიკაში. ჩემმა მეუღლემ გულმკერდის ქირურგმა, პროფესორმა ოთარ ბურჯანაძემ ერთ - ერთმა პირველმა გამოიყენა "კამელინი" ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფთა სამკურნალოდ. დაკვირვება წარმოებდა მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შემდეგ დინამიკაში, კლინიკური ანალიზებიც ტარდებოდა. ავადმყოფთა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯებესება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, სიმსივნის ზომაში შემცირება ოთარს ძალიან ახარებდა. ყველანი დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესებს, რომელიც იმედისმომცემი გახლდათ, ჩვენს თვალწინ ახდენდა პრეპარატი "კამელინი" სასწაულს. ეჰ, რა დრო გავიდა, გული სიამაყით მევსება, როდესაც ვიგებ კომპანია "კამელინის" წარმატებას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მახარებს დიდი ინტერესიც უცხოელი მეცნიერების მხრიდან. გული მწყდება თავად ავტორი ბატონი ძაგული მაღლაკელიძე რომ ვერ მოესწრო პრეპარატის აღორძინების და პოპულარიზაციის პროცესს!

მარინა გორგილაძე - ოფთალმოლოგი

- 10 წლის წინ დამიდგინდა ფიბრომატოზულ - კისტოზური მასტოპათია, საჭირო იყო ოპერაციული ჩარევა, მაგრამ ქალბატონმა გუგულიმ (პრეპარატ "კამელინის" ავტორის მეუღლემ) მირჩია პრეპარატი "კამელინ მ1" - ინექცია. ერთი თვის შემდეგ დიაგნოსტიკის საფუძველზე კვანძები აღარ დაფიქსირდა, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ დღეს ქალაქ ბათუმში გახლავართ კომპანია "კამელინის" ექიმი - კონსულტანტი. ჩვენს ქალაქში სხვადასხვა დაავადებების მქონე კმაყოფილ პაციენტთა რაოდენობა დიდია. შესანიშნავი შედეგები აღინიშნება ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, კერატიტების დროს ოფთალმოლოგიაში, რევმატიული, სწორი ნაწლავის (სანთლების სახით) და ონკოდაავადებების დროს. მე როგოც ექიმი, თამამად ვურჩევ პაციენტს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას, განსაკუთრებით კომპლექსურ თერაპიასთან ერთად!

დიმიტრი ცეცხლაძე - ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში

- რამდენიმე წლის წინ თანამშრომელი გაგვიხდა ავად, დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში მეტასტაზური კერა. ჩივილები იძლეოდა იმის საფუძველს რომ გვეფიქრა ონკოდაავადებაზე. ჩვენდა გასაკვირად მან უარი განაცხადა კონსერვატიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით დაიწყო "კამელინის მ1" გამოყენება. პირადად ვკურირებდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალევე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაგიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი. მეტასტაზური კერის ნასახი არსად ჩანდა. ის ჩრდილი, რომელიც საკმაოდ დიდ უბანზე იყო სრულიად გაიწმინდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ იგი "კამელინის" ინექციებით მკურნალობდა. დღეს ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები "კამელინის" ფართოდ დანერგვას ფთიზიატრიაში.

მემედ ჯინჭარაძე - ბათუმის ონკოლოგიური კლინიკის ონკოლოგი

- "კამელინი მ1" - ის და "კამელინი მ2" - ის გამოყენებამ უმძიმეს პაციენტებში (სხვადასხვა სიმსივნეების - მე - 4 სტადია) მოგვცა ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევაში დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადის და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. კლინიკიდან ვასკვნით, რომ "კამელინი" მე - 4 სტადიის სიმსივნის მქონე უმძიმეს პაციენტებში საკმარისი ეფექტით გამოირჩევა.

P.S ქართული წარმოების 5 ფორმის პრეპარატი "კამელინ მ1" - ინექცია, "კამელინ მ2" - კაფსულა, "კამელინ მ3" - მალამო, "კამელინ მ 4 " - სანთლები და "კამელინფლუ - სპრეი გამოიყენება - სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულ - დისტროფიული და სხვა დაავადებების დროს.

"კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2 - 98 - 57 - 78; 2 - 93 - 20 - 87; 2 - 98 - 62 - 25 (ოფისი);2 - 75 - 04 - 08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33.