„მარგალი პლიუსი“ – სასწაული ჩვენს გვერდით ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„მარგალი პლიუსი“ – სასწაული ჩვენს გვერდით !

წინაპართა ცოდნა- გამოცდილებამ, საუკუნეების მანძილზე ხალხური მედიცინის წიაღში შემონახულმა ნიჭმა გასული საუკუნის მიწურულს კვლავ იჩინა თავი. ძველი ხალხური რეცეპტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით შეიქმნა პრეპარატი, რომელსაც მეცნიერთა აღიარებით ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში.

1996 წელს რუსეთში გამოქვეყნდა ოფიციალურად რეგისტრირებული პრეპარატების ნუსხა, სადაც ჩამოთვლილი იყო უახლესი პრეპარატები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, უნგრეთიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან. იმ ჩამონათვალში გახლდათ პრეპარატი „მარგალი“ საქართველოდან- როგორც ჰეპატიტის სამკურნალო, ქსოვილის აღმდგენი საშუალება (სარეგისტრაციო მოწმობა პ-8-249№7-480, 30.04.1996).

მალე პრეპარატი მოსკოვში, საერთაშორისო სტადარტების დონეზე გამოუშვა ფირმა „ფერეინმა“. რუსეთის სამეცნიერო-სამედიცინო ელიტის აზრით, პრეპარატი „მარგალი“ შეიძლება ჩაითვალოს უდიდეს აღმოჩენად ფარმაკოლოგიაში.

რუსეთის პრესა წერდა:

-„ ეტყობა, კაცობრიობამ ბოლოს და ბოლოს მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის ქმედითი საშუალება, რომელიც აღადგენს ღვიძლს და მის ფუნქციებს არეგულირებს“.

„ მარგალი ფარმაცევტიული მეცნიერების ბოლო და ყველაზე ეფექტური მიღწევაა, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება“.

ღვიძლი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო ორგანოა. მის ნორმალურ ფუნქციობაზეა დამოკიდებული საკვები ნივთიერებების ათვისება, ტოქსინების გაუვნებელყოფა.

ჰეპატოლოგები ღვიძლის ოცამდე ფუნქციას აღნიშნავენ, მაგრამ უმთავრესად მაინც ტოქსინებისაგან ორგანიზმის დაცვას მიიჩნევენ. ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებები სწორედ ღვიძლის მეშვეობით გარდაიქმნებიან. ტოქსინებისაგან ყველა დარტყმას ღვიძლი თავის თავზეიღებს.

ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ღვიძლს ანადგურებს, ჰეპატიტის ვირუსია. არსებობს ჰეპატიტის რამდენიმე ნაირსახეობა, რომლებიც A,B,C და D ვირუსითაა გამოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კაცობრიობა ჰეპატიტის მასობრივი ეპიდემიის ზღვარზეა!

ამ მიზეზით ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი იღუპება,- იუწყება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“.

პრეპარატი „მარგალიპლიუსი“ გამოიყენება როგორც ჰეპატოპროტექტორული, დეზინტოქსიკაციური, ღვიძლის ფუნქციის გამაუმჯობესებელი, რეგენერაციული პროცესების ხელშემწყობი, ნაღვლმდენი საშუალება. მისითერაპიული ჩვენებებია: ქრონიკული ჰეპატიტები, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები, ქოლეცისტიტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი ადამიანის დაქვეითებულ იმუნურ სისტემას აღადგენს. სწორედ ამითაა განპირობებული პრეპარატის სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრი.

პრეპარატის აქტიური კომპონენტებია აღდგენილი რკინა და გოგირდის ფხვნილი. მცენარეები, რომლებიც გამოიყენება პრეპარატის დასამზადებლად, ჭინჭარი, მრავალძარღვა, გვირილა, უკვდავა ანუ ნეგო ცნობილია ფარმაკოპეაში, მაგრამ ეტყობა, მთავარია მათი ერთობლიობა.

ვისაც კი პრეპარატი „მარგალი პლიუსი“ დაულევია ყველამ კარგად იცის, რომ მისი მიღებიდან 5-10წუთის შემდეგ ამოაქავებს (ამოაბოყინებს) გოგირდწყალბადს ( ეგრეთწოდებულ ლაყე კვერცხის სუნს). ეს იმით აიხსნება, რომ პრეპარატის კუჭში მოხვედრისას (სადაც არის მჟავე არე, კერძოდ კი განზავებული მარილმჟავა) წარმოიქმნება გოგირდწყალბადი, რომელიც აირია და მისი ნაწილი ბოყინის საშუალებით გამოიყოფა ადამიანის ოგანიზმიდან. ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა კვლევების შედეგად აღმოჩენილ იქნა, რომ გოგირდწყალბადი წარმოადგენს გაზოტრანსმისტერს, მიკრომოლიარული კონცენტრაციით გააჩნია ციტოპროტექტორული (ანტინეკროზული და ანტიაპოპტიკური) თვისებები. მცირე კონცენტრაციისას ახდენსციკლურიადენოზინმონოფოსფატის (cAMP)პროდუქტებისსტიმულირებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ააქტიურებს ანტიოქსიდანტურ სისტემებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ახალი აღმოჩენებით აიხსნება „მარგალი პლიუსი“-ს მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობა და შესაბამისად მისი მკვეთრად გამოხატული ეფექტურობა სიბერის შესაჩერებლად და სამკურნალოდ ან საპროფილაქტიკოდ შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობებისა: სიბერესთან დაკავშირებული ნეიროდეგენერაციული მდგომარეობები, გულსისძარღვთა დაავადებები, ერექციული დისფუნქცია.

მედიცინა კონსერვატიული სფეროა, სადაც ნებისმიერი სიახლე ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იმკვიდრებს ადგილს ცისქვეშეთში, საჭიროა ხანგრძლივი ექსპერიმენტალური გამოკვლევები, რაკი საქმე ადამიანის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს ეხება. ყოველი ახალი პრეპარატის დანერგვას დიდძალი ფინანსები და დრო სჭირდება.

2011 წელს დაარსდა შპს „კულჰაიბერიფარმი“. მიუხედავად მეტად შეზღუდული ფინანსური მდგომარეობისა, პრეპარატი „მარგალი პლიუსი“ (სარეგისტრაციომოწმობა №რ / № R – 014161) უკვე აფთიაქშია! მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ჯი-პი-სი-ს და ვაჟა- ფშაველას ძეგლთან მიმდებარე აფთიაქებში და საკუთარ თავზე გამოსცადონ ამ სწორუპოვარი პრეპარატის სიკეთე...

შპს „კულჰაიბერიფარმი“-ს

გენერალური დირექტორი

ფარმაციის აკადემიური დოქტორი

მერაბ ლეკვეიშვილი

ტელ. 2-18-62-72. მობ. 577-410-200