2014 წელს მედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2014 წელს მედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენების ტოპ-10

9. სმენის აღდგენა გენური თერაპიით

ახალი სამხრეთ უელსის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიაგნეს კოხლეარული იმპლანტანტის დახმარებით სმენის ნერვის რეგენერაციის მეთოდს. ეს მოწყობილობა სმენის პროთეზს წარმოადგენს: ის ბგერით რხევებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და უშუალოდ თავის ტვინში განლაგებულ სმენის ნეირონებს გადასცემს. მაგრამ ასეთი პროთეზირება სმენის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსირებას ახდენს, ზემოხსენებული უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი გაარკვიეს, რომ კოხლეარული იმპლანტანტი შეიძლება გენური თერაპიისთვისაც იქნეს გამოყენებული. ქირურგს, რომელიც იმპლანტანტს ნერგავს, განსაზღვრულ ადგილას შეჰყავს დნმ-ს შემცველი პრეპარატი. მოწყობილობის მუშაობის პროცესში მის მიერ გამომუშავებული ელექტროიმპულსები წამალს საჭირო ადგილას, კერძოდ, სმენის ნერვის უჯრედებამდე მისვლაში ეხმარება, რის შედეგადაც იწყება დაზიანებული ნერვის რეგენერაციის პროცესი.

8. პრინტერზე დაბეჭდილი თავის ქალა

უტრეხტის (ჰოლანდია) საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს მსოფლიოში პირველი თავის ქალას გადანერგვის ოპერაცია. 22 წლის გოგონა მოურჩენელი დაავადებით იტანჯებოდა, რომელიც ძვლების დარბილებას იწვევს. წინათ ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი არ არსებობდა. მეცნიერებმა კომპიუტერზე გადაიღეს პაციენტის თავის ქალას ზუსტი ასლი და ის 3დ-პრინტერზე დაბეჭდეს. თავის ქალას შეცვლის ოპერაცია 23 საათს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. ოპერაციამდე გოგონა ძლიერი თავის ტკივილით იტანჯებოდა, დროდადრო გონებას კარგავდა, დაეწყო მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მაგრამ ურთულესი ოპერაციის შემდეგ ყველა ეს სიმპტომი გაქრა. ამ ოპერაციამდე ექიმების მიღწევა თავის ქალას სამი მეოთხედის შეცვლა გახლდათ. ისიც 3დ-პრინტერზე გახლდათ დაბეჭდილი.

7. შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა

როკფელერის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა კოლეგებთან, ბრიტანეთის ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს პრეპარატ გსკ744-ის კლინიკური გამოცდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, შესძლებია, 90%-ით და მეტით შეამციროს აივ-ვირუსით ადამიანის დასნებოვნების ალბათობა. პრეპარატი უკვე გამოსცადეს მაიმუნებზე. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ დასნებოვნებისგან პრეპარატი შეყვანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იცავს.

6. ტესტი კიბოზე - ორსულობის ტესტის მსგავსად

მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა შეიმუშავეს სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც ფერადი ქაღალდის ზოლების დახმარებით გამოავლენს ორგანიზმში არსებულ კიბოს უჯრედებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკა შესაძლოა ისევე გაადვილდეს, როგორც ორსულობის დადგენა. ადამიანებზე ტესტი ჯერ არ გამოუცდიათ, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ეს უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.

5. რობოტების დახმარებით ავთვისებიანი სიმსივნეების ამოკვეთა

ეს ტექნოლოგია ადამიანის სხეულის იმ ნაწილებისთვის გამოიყენება, სადაც ქირურგს ძნელად მიუწვდება ხელი. მაგალითად, ხორხის მახლობელ მიდამოში ან თავის ქალას ფუძესთან, თავისა და კისრის არეში. იქ განლაგებული სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები მეტისმეტად ართულებს ქირურგიულ ჩარევას. კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) მეცნიერებმა შექმნეს რობოტი-ქირურგი, რომლის მიკროთითებიც სამგანზომილებიანი კამერით იმართება. რობოტის მინიატურული “კიდურები” ადვილად აღწევს პაციენტის ყელისა თუ პირის პატარა და ვიწრო ხვრელებში. სისტემა ქირურგს მთელი საოპერაციო არის ყურების საშუალებასაც აძლევს.

4. ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაჩერებული გულის “გაცოცხლების” მეთოდი შეიმუშავეს

მეცნიერებმა გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან ამოღებული გული განსაზღვრული ხსნარების საშუალებით გააცოცხლეს. ამასთანავე, შექმნეს სპეციალური ხსნარი, რომელიც საშუალებას იძლევა, დონორის სხეულიდან ამოღებული გული დიდხანს შევინახოთ. ამ მეთოდის წყალობით შესაძლებელი გახდება ტრანსპლანტაციათა რაოდენობის გაზრდა და, შესაბამისად, უფრო მეტი ისეთი პაციენტის გადარჩენა, რომლებიც გულის მძიმე უკმარისობით იტანჯებიან.

3. წითელას ერთ-ერთი ვაქცინის დიდი დოზებით სისხლის ონკოლოგიურ დაავადებას უმკურნალებენ

ეს მიღწევა ჯერჯერობით მხოლოდ მეცნიერებმა შეამჩნიეს და სათანადოდაც შეაფასეს, თუმცა მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მილიონობით ონკოდაავადებულისთვის. ამერიკელმა მკვლევრებმა სახეშეცვლილი ვაქცინის დიდი დოზები მრავლობითი მიელომის წინააღმდეგ გამოიყენეს და 36 საათის შემდეგ მიაღწიეს სრულ რემისიას პაციენტთან, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში წარუმატებლად მკურნალობდა ამ დაავადებას.

2. დონორის ფილტვების შენახვის ახალი საშუალება

ეს მეთოდი ზრდის გადასანერგი ორგანოს “ვადას”. სპეციალური აპარატის დახმარებით მკვლევრები ფილტვის ქსოვილებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდიან, რაც გადანერგვისთვის მათი ვარგისობის პერიოდს დონორის ორგანიზმიდან ამოღების შემდეგ 11 საათამდე ზრდის. ეს 2-ჯერ მეტია, ვიდრე შენახვის აქამდე არსებული მეთოდები უზრუნველყოფს.

1. მოზარდ გოგონებს ლაბორატორიაში გამოზრდილი საშოები გადაუნერგეს

2014 წელს, პირველად მედიცინის ისტორიაში, ოთხ ამერიკელ მოზარდ გოგონას, რომლებიც მძიმე თანდაყოლილი დეფექტით - განუვითარებელი საშოთი მოევლინენ ქვეყნიერებას, ახალი საშოები გადაუნერგეს. ეს ორგანოები მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოზარდეს პაციენტებისავე კუნთების ღეროვანი უჯრედებისგან. განსაზღვრული ხნის შემდეგ ახალგადანერგილმა ორგანოებმა ნორმალურად განვითარება-ფუნქციობა დაიწყო.