მეფე ვახტანგ მეექვსემ აღადგინა "კარაბადინი" და ის ყოველდღიურად გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეფე ვახტანგ მეექვსემ აღადგინა "კარაბადინი" და ის ყოველდღიურად გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია

მე-15 საუკუნის ცნობილი მეცნიერის ულუ-ბეგის ნაშრომის "ზიჯის" - "ვარსკვლავთმრიცხველობის" - ვახტანგისეული თარგმანი დღესაც აოცებს მეცნიერებს: გარდა იმისა, რომ მასში 244 ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია აღწერილი, მთარგმნელის მიერ დამატებულია კიდევ 450 გეოგრაფიული წერტილი მათი მდებარეობის აღმნიშვნელი გრძედისა და განედის მითითებით. ამ პუნქტებს შორისაა ქალაქი გორიც. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ მეექვსემ მასალები ევროპული სამეცნიერო ლიტერატურიდან ამოკრიბა. ამასთანავე, აღნიშნავდა, რომ პირველწყაროებში უამრავი უზუსტობა იპოვა, რომლებსაც თავადვე ასწორებდა. თარგმანში ვახტანგმა განსხვავებულად აღწერა არზრუმი, ალეპო, დამასკო, ისპაჰანი, მექა, ქაშანი, შირაზი და სხვა ქალაქები. გარდა ამისა, წიგნს დაურთო სპარსულ-ქართული ასტრონომიული ტერმინებისა და უცხო სიტყვათა ლექსიკონიც. კიდევ ერთი ასტრონომიულ-კოსმოგრაფიული ნაშრომის - "ქმნულების ცოდნის წიგნის" თარგმანი 1721 წელს თავისივე სტამბაში დაბეჭდა.

mkurnali.geვახტანგ მეექვსე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მედიცინასა და ქიმიას. სწორედ მან გადააწერინა სწავლულებს ძველი ქართული მედიცინის უმნიშვნელოვანესი ძეგლი "უსწორო კარაბადინი". ხელნაწერი კარაბადინის ვახტანგისეულ ანდერძშიც კარგად ჩანს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეფე ამ წიგნის: "ჩვენ, საქართველოს გამგებელმან ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ, დავაწერინეთ კარაბადინი ესე საკითხავად და სამყოფად დარბაზ სეფეთა ჩვენთა". ვახტანგის ბრძანებით მოწესრიგდა და შეიკრა XV საუკუნის მეცნიერის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის "სამკურნალო წიგნის" (კარაბადინი) ხელნაწერები. ვახტანგ მეექვსემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქიმიის სფეროშიც. ის საკუთარ ლაბორატორიაში ატარებდა ქიმიურ ცდებს. მას ეკუთვნის "წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის".

ვრცელ სამეფო ბიბლიოთეკას ვახტანგ მეექვსე საკუთარი თარგმანებითაც ამდიდრებდა. მე-11 საუკუნის სპარსული ლიტერატურის შედევრი, დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის "ამირნასარიანი" ("ყაბუს-ნამე"), ჯერ პროზად თარგმნა, მერე კი, უკვე რუსეთში გადასახლებულმა, გალექსა. მთელი ტექსტი არ უთარგმნია, მხოლოდ ის ადგილები შეარჩია, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის იქნებოდა გამოსადეგი, სიუჟეტიც საქართველოს სინამდვილეში გადმოიტანა, ანუ გააქართულა და ადვილად გასაგები გახადა. "ქილილა და დამანას" დიდი ნაწილის თარგმანიც ვახტანგ მეექვსეს ეკუთვნის, ხოლო დიდაქტიკური ხასიათის ძეგლ "სიბრძნე მალაღობელზე" მუშაობისას მასში მოყვანილ სოკრატეს, პლატონისა და არისტოტელეს ბრძნულ გამონათქვამებს თავისი დიდაქტიკურ-მორალური მოსაზრებებიც დაუმატა...

ვახტანგ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უფრო დაწვრილებით ცნობებს საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის ოცდაოთხტომეულის მე-5 ტომში იხილავთ, რომელიც 23-დან 28 თებერვლის ჩათვლით გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად იყიდება.