News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

სისხლის ანალიზი, რასაკვირველია, კარგი დამხმარე საშუალებაა, მაგრამ ვირუსმა, ბაქტერიამ, ტრავმამ და კიბომ მასში შესაძლოა ერთნაირი ცვლილებები გამოიწვიოს, ასე რომ, ანალიზის შედეგი ზედმიწევნით ზუსტი ვერ იქნება. ყოველივე ამის გამო უსაფუძვლოდ იყენებენ ანტიბიოტიკებს, რასაც არცთუ იშვიათად მედიკამენტისადმი გამძლე ფორმების წარმოქმნა და სხვა გართულებები მოჰყვება. ექსპერტებმა ინფექციაზე საეჭვო 300-ზე მეტი პაციენტის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს. უმეტესად ტესტმა ზუსტად განსაზღვრა, ბაქტერიულ ინფექციასთან ჰქონდა საქმე თუ ვირუსულთან. გამოკვლევის არსი ისაა, რომ ვირუსები და ბაქტერიები ორგანიზმში სხვადასხვა ცილას ააქტიურებს. მაგალითად, ცილა TRAIL მაღალ აქტივობას ამჟღავნებს ვირუსული ინფექციის დროს. მეცნიერებმა ახალ ტესტში ჩართეს ელემენტები, რომლებიც მგრძნობიარეა ამ და ორი სხვა ცილის მიმართ, რომლებსაც უკვე იყენებენ დიაგნოსტიკისთვის.

ნიორი ანელებს დაბერების პროცესს და იცავს თავის ტვინს

ცნობილია, რომ ნიორი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და შესწევს ანთების დონის შემცირების უნარი. მისურის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნიორს სუპერპროდუქტად ნახშირწყლები აქცევს. სპეციალისტებმა შეისწავლეს ნივრის ნახშირწყლების წარმოებული - FRUARG. ისინი აკვირდებოდნენ ნიორში არსებული საკვები ნივთიერებების რეაგირებას გარემო პირობებით განპირობებულ სტრესზე. ასეთი სტრესის გამოწვევა შეუძლია დაბერების პროცესს, მოწევას, დაბინძურებულ გარემოს, ქალა-ტვინის ტრავმულ დაზიანებას, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას. თავის ტვინის დაცვას მიკროგლიის უჯრედები უზრუნველყოფს. ანთებითი პროცესის დროს მათი რაოდენობა იზრდება. თუმცა ეს უჯრედები გამოყოფს საშიშ ნივთიერებას - აზოტის ოქსიდს. აზოტის ოქსიდის სიჭარბე იწვევს თავის ტვინის დაზიანებას და ისეთ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, როგორებიცაა პარკინსონი და ალცჰაიმერი. მკვლევრებმა შექმნეს სტრესის უჯრედოვანი მოდელი. როგორც მოსალოდნელი იყო, სტრესის შედეგად მიკროგლიის უჯრედების რაოდენობა იმატებდა და ისინი გამოყოფდნენ სახიფათო პროდუქტს. როცა მეცნიერებმა მოდელს FRUARG-ი დაამატეს, მიკროგლიის უჯრედების მიერ აზოტის ოქსიდის გამოყოფა შემცირდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ FRUARG თავის ტვინისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტების გამომუშავებას უწყობდა ხელს. მკვლევრებს განზრახული აქვთ გაარკვიონ, შეუძლია თუ არა FRUARG-ს პრობლემის გადაჭრა გულის დაავადებების, დიაბეტისა და კიბოს დროს.